4:31 PM Forbes-მა 12 ყველაზე სასარგებლო პროდუქტების რეიტინგი გამოაქვეყნა | |
![]() პროდუქტის სარგებლიანობა მასში შემავალი ვიტამინების მიხედვით, ასევე კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შეჩერებისა და წნევის მოწესრიგების უნარით შეფასდა. თუ ადამიანი ამ სახის პროდუქტს მუდმივად მიირთმევს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. სიის სათავეში მოხვდა კენკროვანი ხილი: მარწყვი, მაყვალი და ჟოლო. ამ ხილში უხვადაა მიკროელემენტები და ვიტამინები, ამის გარდა მათში დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტებიც. შემდეგ მოდის კაკალი და თხილი, რომლებიც გამოკველვის თანახმად ონკოლოგიური დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტისგან საუკეთესო დაცვის საშუალებაა. სასარგებლო პროდუქტების რეიტინგში მოხვდა საქონლის ხორცი, ძროხის რძე და თევზი, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ცილასა და ვიტამინ B12-ს. ყოვედღიურ რაციონში აუცილებელია ჩავრთოთ ბანანი. მხოლოდ ერთი ბანანი უზრუნველყოფს კარგ განწყობას და დაგანაყრებთ კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ პომიდორი სიმსივნის რამდენიმე სახეობის განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს. ზეითუნის ზეთი კი ყოვედღიურად 25 მილილიტრი უნდა მივიღოთ, რადგან იგი გულის, სისხლძარღვების, ალცჰეიმერისა და პარკისნოსნის დაავადებების პროფილაქტიკისათვის საუკეთესოა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |