მთავარი » 2012 » ივლისი » 14 » ისტორია დუჩიზე, ერთგულ მეგობარზე
9:51 PM
ისტორია დუჩიზე, ერთგულ მეგობარზე

დღეს მინდა მოგიყვეთ ისტორია დუჩიზე, ერთგულ მეგობარსა და საუკეთესო მონადირეზე, რომელიც მინდა რომ მზრუნველ ხელში გავაჩუქო.

 

დუჩე 4 წლის ხვადი კურცხაარია, სხვადასხვა შეჯიბრების გამარჯვებული. მის პატრონს ნუგზარს, პირობითად ასე დავარქვათ მას, ფინანსური პრობლემები შეექმნა და ბინა ბანკმა წაიღო.ნუგზარი საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა, ერთგული მეგობარი დუჩე კი სამწუხაროდ თან ვერ წაიყვანა და მისი ძმაკაცთან დატოვება მოუხდა დაბა წყნეთში.

დუჩე ძალიან განიცდიდა და ენატრებოდა პატრონი. თურმე, ორჯერ გაქცეულა წყნეთიდან და ორჯერვე მიუგნია თავისი ძველი ბინისთვის წერეთელზე, რომელიც დალუქული დახვედრია. კარის ფხაჭუნზე მეზობლები გამოდიოდნენ და უკავშრდებოდნენ ნუგზარს, რომელსაც დუჩე ისევ ძმაკაცთან მიყავდა წყნეთში.მესამე გაქცევაზე დუჩეს გზა არევია და დაკარგულა. ის ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ და თავშესაფარში წამოვიყვანეთ. ამასობაში ნუგზარიც დაგვიკავშირდა, რომელმაც მოგვიყვა ამ ერთგული და გონიერი ძაღლის ისტორია.

დღეს დუჩე ძალიან მოწყენილია და ენატრება სახლი, მზრუნველობა და ჩართული ტელევიზორი რომელსაც საათობით უყურებდა თავის პატრონის გვერდით მოკალათებული. მათ ვისაც გიყვართ ნადირობა ან უბრალოდ გინდათ გვერდით ერთგული მეგობარი იყოლიოთ, დუჩი თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.

 

 

 

კატეგორია: ცხოველთა სამყარო | ნანახია: 763 | დაამატა: buka6310 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0