მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » ჯაშუშთა საიდუმლო აღჭურვილობები.
8:14 PM
ჯაშუშთა საიდუმლო აღჭურვილობები.
ჯაშუშთა საიდუმლო აღჭურვილობები.
ჯაშუშთა საიდუმლო აღჭურვილობები.

ავტოკალამი:იაპონური კომპანიის მიერ დამზადებული ავტოკალამი აღჭურვილია სენსორული ციფრული კამერით, შეუძლია 500 სურათის შენახვა.მოწამლული ქოლგა:ბევრ თქვენთაგანს უნახია ალბათ ცნობილი ფრანგული კომედია "ჩხვლეტა ქოლგით", მაგრამ არ გეგონოთ ეს უბრალოდ მხიარული ფილმის სცენარისტის ფანტაზიის ნაყოფია.1978 წელს ბულგარელი დისიდენტი გიორგი მარკოვი სწორედ ამისთანა შხამიანი ქოლგით იქნა მოკლული ავტობუსის გაჩერებაზე.კედელში ჩამონტაჟებული კამერა:ამ მოწყობილობას განსაკუთრებით აქტიურად აღმოსავლეთ გერმანიის დაზვერვის სამსახური ხმარობდა, როგორც წესი ვიდეოთვალი სასტუმროს ნომერში მონტაჟდებოდა.საათი-კამერა :შეიქმნა 1949 წელს გერმანიაში, ჯაშუში ვითომ საათს დახედავდა, სინამდვილეში ფოტოებს იღებდა.საათს 6 კადრის გადაღება შეეძლო.ცარიელი ფურცლის წასაკითხი მოწყობილობა:ესეც აღმოსავლეთ გერმანიაში იყო შემუშავებული, საიდუმლო დოკუმენტისთვის სპეციალური ავტოკალამი გამოიყენებოდა.ფურცლის წაკითხვა მხოლოდ ულტრაიისფერი სხივებით და სპეციალურად შემუშავებული ტალღების სიხშირით იყო შესაძლებელი.ჯაშუში-ფეხსაცმელი : ეს ფეხსაცმელი სუკის მიერ იყო შემუშავებული 60-იან წლებში.ქუსლში ჩამონტაჟებული იყო რადიოგადამცემი, მიკროფონი და ელემენტები.მსხვერპლი მოსიარულე რადიოსადგური ხდებოდა.ღილი-კამერა:ესეც სუკის მიერ იყო შემუშავებული, ქურთუკზე მიმაგრებული ღილი-კამერა დისტანციური პულტით იმართებოდა.ტუჩის პომადა-პისტოლეტი:სუკის მიერ შემუშავებული პომადა პისტოლეტი ერთჯერად გასროლაზე იყო გათვალისწინებული.დასავლეთში მას "სიკვდილის კოცნა" შეარქვეს.საცვალი:ცსს-ს მიერ შემუშავებულ საცვალში GPS-ის ჩიპია შეუმჩნევლად ნაკერებში ჩამონტაჟებული, ამით შესაძლებელია პიროვნების გადაადგილების და ადგილსამყოფელის მუდმივი
ჯაშუშთა საიდუმლო აღჭურვილობები.

კონტროლი. მონაცემები მობილურ ტელეფონზე გადაიცემა.
 
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 984 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0