მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » Jeep–მა 6 ახალი მოდელი წარმოადგინა
10:35 PM
Jeep–მა 6 ახალი მოდელი წარმოადგინა

კომპანია Jeep–მა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია 6 ახალი ავტომობილის შესახებ, რომელთა დებიუტი შოუ Easter Jeep Safari–ზე, მოაბის უდაბნოში, მომავალ კვირაში გაიმართება. Mopar–თან ერთად შექმნილმა კონცეპტებმა მიიღეს სახელწოდებები: Jeep J-12, Mighty FC, Wrangler Traildozer, Wrangler Apache, Grand Cherokee Trailhawk და Jeep Wrangler.

J-12 წარმოადგენს პიკაპ JK-8–ის გაფართოებულ ვერსიას.

Jeep Mighty FC – ეს არის მოდელ Forward Control–ის თავისებური „გადამღერება". ეს უკანასკნელი 1956–დან 1965 წლამდე პერიოდში გამოდიოდა. ავტომობილს ძალიან მაღალი გამავლობა აქვს. იგი 17–დიუმიანი დისკებითა და მასიური 40–დიუმიანი საბურავებითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება Wrangler Traildozer–ს, მისი დამზადებისას Jeep–ის დიზაინერული განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობდა საინჟინრო კომპანია American Expedition Vehicles–სთან.

Wrangler Apache–ში არის 6,4–ლიტრიანი ძრავი, რომელიც სპეციალურად „ვრანგლერისთვის" შექმნეს. იგი 5–საფეხურიანი „ავტომატითა" და 6–საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით გამოდის. ავტომობილს გამორჩეული წინა ბამპერი და მძლავრი ბორბლები აქვს.

Grand Cherokee Trailhawk–მა18–დიუმიანი საბურავები მიიღო. მას ასევე აქვს დაცვა ბორტისა და ფსკერისთვის. დანარჩენ ნაწილებში კი კონცეპტს Grand Cherokee–ისთვის სტანდარტული აღჭურვილობა გააჩნია.

კოლექციას Mopar Accessorized Jeep Wrangler–ი ასრულებს, რომლის საფუძველსაც Wrangler Rubicon–ი წარმოადგენს. ავტომობილს 35–დიუმიანი საბურავები და სპეციალური ბამპერები, მყარი ჭერი და ბევრი სხვა განსაკუთრებული თვისება აქვს.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 635 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0