მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » კავკასიური თხუნელა
12:07 PM
კავკასიური თხუნელა

შედარებით დიდი თხუნელაა. ქალას კორდილობაზალური სიგრძე 33,1– 35,7 მმ–ია. სხეულის სიგრძე 109–136 მმ. ზედა რკალის კბილების სიგრძე 12,9– 13,8 მმ. ზედა საჭრელი კბილების შუათანა წყვილი რამდენადმე მაღალია გვერდით საჭრელ კბილებზე.

თხუნელა ჩვენში ყველგანაა, მაგრამ მეტწილად დასავლეთ საქართველოს ნოტიო ადგილებშია გავრცელებული, იქ, სადაც ატმოსფერული ნალექები დიდი რაოდენობით იცის. თხუნელა ცხოვრობს ტყეებლსა და ველ–მინდვრებში, ბოსტნებსა და ბაღებში, მაღალ მთებსაც არ ერიდება და 2540 მ სიმაღლეზე ადის.

მამლები დედლებზე დიდია. ზამთარ–ზაფხულ აქტიურობენ. ზამთრობით არ სძინავთ და უფრო ღრმად ჩადიან მიწაში, რაც მსხვერპლზე ნადირობასთან არის დაკავშირებული. კავკასიური თხუნელა ბუდეს ბუჩქების ან ხის ქვეშ იკეთებს: ბუდიდან რამდენიმე გზა გადის მის სანადირო ფართობზე. ერთი სავალი გზა სწორი, განიერი და ღრმაა; დანარჩენი მის განშტოებას წარმოადგენენ. ამ მთავარ სავალ გზაზე თხუნელა აუცილებლად გაივლის.

კატეგორია: ცხოველთა სამყარო | ნანახია: 676 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0