მთავარი » 2012 აპრილი 16 » ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის ცვილის ფიგურები მადამ ტუსოს მუზეუმში
12:20 PM ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის ცვილის ფიგურები მადამ ტუსოს მუზეუმში | |
![]() როგორც იცით მადამ ტუსოს მუზეუმი მდებარეობს ლონდონში და აქვს კიდევ რამდენიმე ფილიალი,მხოლოდ ლონდონის მუზეუმში 400-ზე მეტი ფიგურაა წარმოდგენილი. ამჯერად კი მოუზეუმს ახალი ფიგურები შეემატა. პრინცი უილიამის და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის. ოსტატებმა დაამზადეს ზუსტი ასლი წყვილის ნიშნობის დღიდან. ქეითის ცვილის ფიგირა შემოსილია ზუსტად ისეთივე ლურჯი კაბით, რომელიც ექსკლუზიურად მისთვის შეიკერა და ნიშნობის დღეს ეცვა,ხოლო ხელს უმშვენებს ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი. უილიამს კი აცვია Gieves&Hawkes კოსტიუმი და Omega Seamaster-ის საათი, ზუსტად ანალუგიურად გამოიყურება წყვილი ნიშნობის დღეს.კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ცვილის ფიგურების შექმნას მუზეუმის თანამშრობლებმა 4 თვე მოანდომეს. მისი დამზადებას კი 300 000 გირვანქა სტერლინგი დასჭირდა. ფიგურები მოთავსებულია მუზეუმის ერთ-ერთ გამორჩეულ სამეფო ზონაში. პრინცესა დიანას ფიგურის გვერდით. " ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მუზეუმს შეემატა მათი ფიგურები. ისინი არიან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესო წყვილი. მივესალმებით ჰერცოგს და ჰერცოგინიას. ჩვენი მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან ნახონ ქეითი და ულიამი." -განაცხადა მუზეუმის საზოგადოებსთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიზ ედვარდსმა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() | |
|
სულ კომენტარები: 0 | |