მთავარი » 2012 » მაისი » 19 » ლატარიით გამდიდრებულების პირველი შენაძენები
0:59 AM
ლატარიით გამდიდრებულების პირველი შენაძენები
ლატარიით გამდიდრებულების პირველი შენაძენები - Site Name

კვლევამ აჩვენა, რომ ჯაკუზი, ძაღლი და დიდი გარდერობი ყველაზე პოპულარული ნივთებია, რასაც ლატარიის გამარჯვებულები ყიდულობენ.

გამარჯვებულების ნახევარი, გამდიდრებიდან სამ თვეში ახალ სახლში გადავიდა, 29%-მა ჯაკუზი შეიძინა და 28%-მა - საოცნებო გარდერობი.

დაახლოებით, 50%-მა ელექტრო ჭიშკარი დაამონტაჟა, ხუთიდან ერთმა სათამაშოების ოთახი მოაწყო და 17%-მა ბილიარდის მაგიდა იყიდა.

ახალი მილიონერების მეხუთედმა ძაღლი შეიძინა, მაშინ, როცა 25-დან ერთმა ისურვა კატა.

16%-მა დაიწყო ცხოვრების ჯანმრთელ წესზე ზრუნვა და სახლში სპორტული დარბაზი მოიწყო, 10-დან ერთმა კი - ბარი.

ერთმა გამდიდრებულმა სამი პიანინო დაიდგა, მესამედმა - დამლაგებელი დაიქირავა.

კვლევა ბრიტანეთში ლატარიის ეროვნულმა კომპანიამ ჩაატარა.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს: „ჩანს, როცა გეგმავ, როგორ დახარჯო მილიონი, ჯერ პირველადი მოხმარების საგნებზე ფიქრობ".




კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 645 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0