- ბოლო პერიოდში ექიმები დიდ ყურადღებას უთმობენ გელოტოლოგიას, ანუ სიცილის თერაპიას. მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენა აქვს სიცილს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სიცილის თერაპიის ფუძემდებელია ამერიკელი ჟურნალისტი ნორმან კოზისი, მან 70-იანი წლების დასაწყისში "სარისკო" ექსპერიმენტი ჩაატარა საკუთარ თავზე: ის რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმებს უყურებდა. როგორც კოზისი ირწმუნება, სიცილის თერაპიის სეანსების მერე მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, კერძოდ, განთავისუფლდა სახსრების ტკივილისგან. ამის შემდეგ მან შექმნა სპეციალური კათედრა, სადაც სიცილის თერაპიის დაახლოებით 600-მდე სპეციალისტი მუშაობს. ისინი სწავლობენ სიცილით მკურნალობის შედეგებსა და მეთოდებს.