1:55 AM მკითხაობა სათამაშო (ფრანგული) ბანქოთი | |
არსებობს თითოეული ბანქოს სხვადასხვაგვარი განმარტებები. 2 ვარიანტს დავწერ და თავად შეარჩიეთ, რომლით იხელმძღვანელებთ: განმარტებების 1-ლი ვარიანტი გული 6 – მხიარული გზა 7 – მხიარულება 8 – კმაყოფილება 9 – სიყვარულის ახსნა 10 – შეტყობინება სიყვარულის შესახებ ვალეტი – სასიამოვნო სტუმარი დედოფალი – პატარძალი მეფე – ვნებიანი მამაკაცი ტუზი – სასიყვარულო წერილი აგური 6 – მხიარული გზა 7 – არაგულწრფელობა 8 – სიძულვილი 9 – წინააღმდეგობა 10 – საჩუქარი ვალეტი – საზრუნავი ფულის გამო დედოფალი – ახალგაზრდა გოგონა, მოღალატე ქალი მეფე – ახალგაზრდა მამაკაცი, საქმრო, უბედური საყვარელი ტუზი – წერილი ჯვარი 6 – უსარგებლო გზა 7 – შეტყობინება სახელმწიფოსგან 8 – იმედგაცრუება 9 – ცოტა ფული 10 – ბევრი ფული ვალეტი – წარმატება საქმეში დედოფალი – დაქორწინებული ქალი მეფე – დაქორწინებული მამაკაცი, ერთგული მეგობარი ტუზი – ჭორი ყვავი 6 – უბედური გზა, დაგვიანებული გზა 7 – ჩხუბი 8 – ღალატი, მწუხარება 9 – მეგობრის დაკარგვა 10 – ავადმყოფობა ვალეტი – ჭორები, უსიამოვნო საზრუნავი დედოფალი – ბოროტი ქალი, ჭორიკანა ქალი მეფე – მტერი ტუზი – სამწუზარო წერილი, შეტყობინება სიკვდილის შესახებ კომბინაციები*ოთხი 6-იანი – შორეული გზა ოთხი 7-იანი – უსიამოვნებები ოთხი 9-იანი – ცვლილებები ცხოვრებაში ოთხი 10-იანი – ქორწილი ოთხი ვალეტი – დიდი საზრუნავი ოთხი დედოფალი – ჭორაობა, ჭორები ოთხი მეფე – დიდი საზოგადოება ოთხი ტუზი – სურვილის ასრულება ერთი და იგივე ფიგურის დედოფალი, მეფე და 10-იანი – ქალი მიიღებს პასუხს თავის სიყვარულზე ერთი და იგივე ფიგურის მეფე, დედოფალი და 10-იანი – მამაკაცი მიიღებს პასუხს თავის სიყვარულზე აგურის 10-იანი და ყვავის ტუზი - ჩხუბი ტუზი, მეფე და 10-იანი – დაწინაურება სამსახურში, მაღალი წოდების მიღება 7-იანი და ყვავის ტუზი – ნათესავის ავადმყოფობა დედოფალი და 8-იანი – ჭორები 10-იანი, დედოფალი და 10-იანი – წინადადება ან სიყვარულის ახსნა დედოფალი და მეფე – შეყვარებულის ერთგულება მეფე და დედოფალი – დაქორწინებული ქალი ან იდუმალი პატარძალი* – ყურადღება მიაქციეთ თანმიმდევრობებს. განმარტებების მე-2 ვარიანტი გული 2 – წარმატება, რაიმე საქმიანობა ან პარტნიორობა, მხარდაჭერა პარტნიორისგან აგური 2 – საქმიანი პარტნიორობა, ურთიერთობების შეცვლა, ჭორაობა ჯვარი 2 – ბოროტი ჭორები, იმედგაცრუება, წინააღმდეგობა ყვავი 2 – დაშორება, ჭორაობა, ტყუილი, რთული ცვლილებები ჯოკერი - ახალი განვითარებები, დასაწყისი, რისკზე წასვლა ახლა გადავიდეთ უშუალოდ მკითხაობის ვარიანტებზე. მართალია, სათამაშო ბანქოსთვის ცალკე მკითხაობებია შედგენილი, მაგრამ შეგიძლიათ, სცადოთ ტაროთი მკითხაობის ვარიანტებიც, რომელიც ბლოგშია განთავსებული. შესაძლებელია, გამოგადგეთ, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან ვერაფერს გეტყვით. მკითხაობის 1-ლი ვარიანტიყველაზე მარტივი მკითხაობა 1 ბანქოს საშუალებით სრულდება. აურიეთ დასტა, ჩაიფიქრეთ შეკითხვა, მოჭერით და ამოიღეთ 1 ნებისმიერი ბანქო.მკითხაობის მე-2 ვარიანტი ამ ვარიანტით ხდება მკითხაობა 3 ბანქოზე. აურიეთ დასტა, ჩაიფიქრეთ შეკითხვა: ”რა მოხდა წარსულში? რა ხდება აწმყოში? რა მოხდება მომავალში?”, მოჭერით და ამოიღეთ 3 ბანქო. 1-ლი ბანქო აღნიშნავს წარსულს, მე-2 – აწმყოს და მე-3 მომავალს. მკითხაობის მე-3 ვარიანტი ეს ვარიანტიც გათვლილია წარსულის, აწმყოს და მომავლის განხილვაზე. აურიეთ დასტა, მოჭერით და დაალაგეთ ამ სქემის მიხედვით. ![]() 1, 2, 3 – წარსული მკითხაობის მე-4 ვარიანტი ეს ბოშური მკითხაობის ერთერთი ვარიანტია. ბანქო დაალაგეთ შემდეგი სქემის მიხედვით. I რიგი – წარსული 1, 8, 15 – სამუშაო და წარმატება მკითხაობის მე-5 ვარიანტი 36 ბანქო აურიეთ, მოჭერით, ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ფიგურის ”მეფე” ან ”დედოფალი” (გააჩნია, ვისზე მკითხაობთ) და დააწყვეთ 4 რიგად (თითოეულ რიგში შედის 9 ბანქო). იპოვნეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ”მეფე” ან ”დედოფალი”. ახლა დააკვირდით, თუ რომელი ბანქოები ესაზღვრება მას. სწორედ ამ ბანქოებით იმკითხავეთ. მკითხაობის მე-6 ვარიანტი სამკითხაოდ აიღეთ 36 ბანქო, აურიეთ, მოჭერით და დაიწყეთ ბანქოების ერთმანეთზე დალაგება ასეთი პრინციპით: თქვით ”6-იანი” და დადეთ პირველი ბანქო. შემდეგ თქვით ”7-იანი” და ზემოდან მეორე ბანქო დაადეთ. ასე გააგრძელეთ ტუზის ჩათვლით. შემდეგ კი თავიდან დაიწყეთ ათვლა. რომლებიც დაემთხვევა (ანუ თუ თქვენს ნათქვამზე შესაბამისი ბანქო ამოვა, მაგალითად ”10-იანზე” ”10-იანი”), ცალკე გადადეთ და 3 ბანქოს შეგროვების შემდეგ მათზე იმკითხავეთ. ქვემოთ მოცემულ მკითხაობებს თავიანთი დამოუკიდებელი განმარტებები აქვთ: მკითხაობის 1-ლი ვარიანტი აიღეთ 36 ბანქო (6-დან ტუზის ჩათვლით). კარგად აურიეთ, მოჭერით და დადეთ დასტა მაგიდაზე. ჩაიფიქრეთ შეკითხვა და აიღეთ დასტიდან 1 ბანქო. გული 6 – თქვენი განზრახვა უსიამოვნებებს გპირდებათ. 7 – ფრთხილად იყავით და ცეცხლს ნუ ეთამაშებით. 8 – ახალი ადამიანი თქვენს ბედს გადაწყვეტს. 9 – თქვენ მხურვალედ უყვარხართ. 10 – მეორეჯერ ჩაიფიქრეთ შეკითხვა. ვალეტი – თქვენ ახსოვხართ და თქვენი ნახვა სურთ. დედოფალი – დამალეთ თქვენი გრძნობები, თქვენ გითვალთვალებენ. მეფე – არ ინერვიულოთ, ყველაფერს მიიღებთ. ტუზი – ეჭვი არ შეგეპაროთ, უყვარხართ. აგური 6 – თქვენი სიხარული არამყარია, თქვენ გიღალატებენ. 7 – მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. 8 – ელოდეთ სასიხარულო ამბავს. 9 – თქვენ მალე გათავისუფლდებით მძიმე მდგომარეობისგან. 10 – მწუხარება შრომის წყალობით გაქრება. ვალეტი – თქვენ უსაფუძვლოდ ეჭვიანობთ. დედოფალი – თქვენ შეურაცხყოფა გელოდებათ. მეფე – ფრთხილად იყავით, თქვენი მოტყუება სურთ. ტუზი – თქვენი ჩანაფიქრი არ განხორციელდება. ჯვარი 6 – მოხდება ის, რასაც არ ელით. 7 – თქვენ გელოდებათ შექება არაკეთილმოსურნეებისგანაც კი. 8 – მალე გაიგებთ თქვენი ახლობლის ავადმყოფობის შესახებ. 9 – სამწუხარო ამბავს გაიგებთ. 10 – არ დაუმეგობრდეთ, რომ შემდეგ არ ინანოთ. ვალეტი – საყვარელი ადამიანი დაგამწუხრებთ. დედოფალი – თქვენ დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. მეფე – იჩქარეთ, თორემ ყველაფერს დაკარგავთ. ტუზი – თქვენ ერთი შეცდომა დაუშვით, ამიტომ წარმატებას ვერ მიაღწევთ. ყვავი 6 – გონიერად მოიქეცით, რომ მერე არ ინანოთ. 7 – თქვენ უსიამოვნება გელოდებათ, რომელიც წარსულს უკავშირდება. 8 – ყურადღებით იყავით, საფრთხე ახლოსაა. 9 – შეინახეთ თქვენი საიდუმლო. 10 – თქვენ დიდი სიხარული გელოდებათ. ვალეტი – ნუ ელით ნურაფერს, თქვენი მცდელობები ამაოა. დედოფალი – თქვენი სურვილი მალე ახდება. მეფე – თქვენ სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ. ტუზი – დაუჯერეთ იმას, რასაც გეტყვიან. მკითხაობის მე-2 ვარიანტი ეს სასიყვარულო მკითხაობაა და გათვლილია ახალგაზრდა გოგონებზე და ქალებზე. ამოარჩიეთ 36 ბანქოდან 4 ”ვალეტი” ან 4 ”მეფე” (მამაკაცის ასაკიდან გამომდინარე), თითოეულზე თითო მამაკაცი ჩაიფიქრეთ, აჭერით და სათითაოდ დაალაგეთ საზურგით ზემოთ. დარჩენილი 32 ბანქო კარგად აურიეთ და ”ვალეტების”/”მეფეების” ქვემოთ სათითაოდ ჩამოამწკრივეთ. გადახედეთ, თუ რომელ რიგში რომელი ფიგურები ჭარბობს. მათი აღნიშვნები ასეთია:
რომელი რიგიც არ მოგეწონებათ, ის მოაშორეთ ”ვალეტიანად”/”მეფიანად”. ხელახლა აურიეთ დარჩენილი 3 რიგის ბანქოები. ამ დროს ხელი არ უნდა ახლოთ ”ვალეტებს”/”მეფეებს”. ისევ თავიდან დაალაგეთ, ახლა უკვე 3 რიგად. რომელიც არ მოგეწონებათ, ის რიგი ისევ მოაშორეთ ”ვალეტიანად”/”მეფიანად”. ასე გაიმეორეთ კიდევ ერთხელ, ანუ ბოლოს 1 სასურველი რიგი უნდა დატოვოთ. სულ ბოლოს კი ამოაბრუნებთ ”ვალეტის”/”მეფის” ბანქოს და ნახავთ, თუ რომელი მამაკაცი დარჩება თქვენთან და რას შემოგთავაზებთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |