მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » მსოფლიოს ყველაზე უცნაური კანონები
9:44 AM
მსოფლიოს ყველაზე უცნაური კანონები
მსოფლიოს ყველაზე უცნაური კანონები
ამ თემაზე საკმაოდ ბევრი იწერება და ალბათ არაერთი სტატია გინახავთ ასეთი კანონების შესახებ, მაგრამ ვეცადე ისეთი საკანონმდებლო ნორმები ამომეკრიფა, რომლებიც ჯერჯერობით არსად არ შეგვხვედრია.იმედია დაგაინტერესებთ:

1.ყველაზე რეიტინგული მსოფლიოს სასაცილო კანონებს შორის ბრიტანეთში მიღებული ნორმაა, რომლის მიხედვითაც თუ ახლომახლო ტუალეტი არაა, ფეხმძიმე ქალს შეუძლია პოლიციელს ჩაფხუტი მოსთხოვოს ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

2.ალიასკაზე ოფიციალურად იკრძალება თეთრი დათვების გაღვიძება ფოტოების გადასაღებად.ამავდროულად, მათზე ნადირობა აკრძალული არაა.

3.საფრანგეთის სადგურებზე აკრძალულია კოცნა, რაც დასაშვებია ბრიტანეთში, ოღონდ მხოლოდ ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე.

4.იტალიის საკურორტო ქალაქებში მსუქან და ულამაზო ქალბატონებს ეკრძალებათ პლაჟზე საცურაო კოსტიუმით გამოსვლა.

5.სინგაპურში კი კანონით აკრძალულია საღეჭი რეზინის გამოყენება და ტუალეტის ჩაურეცხავად დატოვება.

როგორც ხედავთ, საკანონმდებლო პრაქტიკა ყველგან სხვადასხვანაირია.რამდენად ხდება ამ "სამართალდარღვევების" კონტროლი ვერ გეტყვით, თუმცა იმედია თქვენი გახალისება ცოტათი მაინც შევძელი:)
 
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 654 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0