მთავარი » 2012 » ივლისი » 29 » მუსიკა ტკივილის ატანას ეხმარება
9:04 PM
მუსიკა ტკივილის ატანას ეხმარება
მუსიკა ტკივილის ატანას ეხმარება - Site Name

გლაზგოს შოტლანდიური უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ცდებს ატარებდნენ ადამიანებზე და დაასკვნეს, რომ მუსიკას ტკივილგამაყუჩებლის ფუნქციის შეთავსება შეუძლია.

ლაბორატორიული კვლევის მიმდინარეობისას, მეცნიერებმა მოხალისეებს სთხოვეს, ხელი ცივ წყალში ჩაედოთ იმდენხანს, რამდენხანსაც ეს შესძლებელი იყო. ერთ ჯგუფს ექსპერიმენტის დროს კომედიას აჩვენებდნენ, მეორეს - გონებაში ათვლევინებდნენ, ხოლო მესმეს – საყვარელი მუსიკის მოსმენის საშუალება მისცეს: პანკი, როკი, ფოლკლორი, კლასიკა და ა.შ., სურვილის მიხედვით.

გაირკვა, რომ მუსიკის მსმენელებმა ყველაზე დიდხანს აიტანეს გაყინულ წყალში ხელის ტკივილი. ამიტომ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მუსიკა ემოციურად ყველაზე ძლიერად იპყრობს ადამიანს და გადააქვს ყურადღება, და ამით დისკომფორტით გამოწვეულ შფოთს ანელებს და მოთმინებას ზრდის.

"ყველაზე უცნაური არჩევანი სიმღერა Prodigy’s "Fire starter" იყო. ალბათ დამეთანხმებით, ეს არაა ის მუსიკა, რომელიც განტვირთვის და მოდუნების საშუალებას გაძლევს,” - ამბობდა ექსპერიმენტის მონაწილე დოქტორი ლორა მიტჩელი. - არადა იმ კაცმა, რომელმაც ეს სიმღერა აირჩია ხუთჯერ დიდხანს მოითმინა ტკივილი, ვიდრე სხვა მსმენელებმა.

ზემომოტანილი დასკვნების პარალელურად აქტიურად იწყებენ მუსიკის გამოყენებას თავის საქმეში სტომატოლოგიური კლინიკები და ეფექტს არასდროს უჩივიან
 
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 688 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0