მთავარი » 2012 » დეკემბერი » 4 » ნახატი და ხასიათი
8:40 AM
ნახატი და ხასიათი
ნახატი და ხასიათი
ნახატი და ხასიათი
ადამიანების უმრავლესობა საუბრის დროს ქაღალდზე ფიგურებს ხატავს. ზოგი საკუთარ ავტოგრაფს ამუშავებს, ზოგს პატარა სახლების ხატვა უყვარს, გარკვეული ნაწილი კუბიკებს და სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავს. საუბრის დასრულების შემდეგ ამ ქაღალდს ალბათ არავინ აქცევს ყურადღებას, არა და ეს ნახატები ჩვენი სულიერი მდგომარეობის განსაზრვრაში გვეხმარება.
ისინი , ვინც საუბრის დროს, ფურცელზე საკუთარ სახელსა და გვარს წერენ, ეგოცენტრულნი და პატივმოყვარე ხასიათის მატარებლები არიან. ფურცელზე დატოვებული ხელმოწერები, მიანიშნებს, რომ ამ ნაწერის ავტორი საკუთარ პიროვნებაზე ყურადღებას ზედმეტად ამახვილებს და შესაძლოა, ცოტა დაბოღმილიც კი იყოს.
სპირალების დახატვის შემთხვევაში ქვეცნობიერი მიანიშნებს, რომ ამ ადამიანის გონება ერთ საკითხს უტრიალებს და გამოსავალის პოვნა უჭირს.
ქაღალდზე გაკრული ხელით დახატული ყვავილები, მზე და ღრუბლები, მიანიშნებს, რომ ნახატის ავტორს აღნიშნული საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ფანტაზიის უნარს უღვიძებს, ამშვიდებს და სასიამოვნო განწყობას უქმნის.
თუ კი თქვენი თანამოსაუბრე ჭადრაკის დაფას ხატავს, მის დაყოლიებაზე დროს ტყუილად დახარჯავთ. ამ ნახატით, შინაგანი სამყარო გკარნახობთ, რომ კომპრომისისთვის მზად არაა. ჭადრაკის დაფა აგრესიაზე მიანიშნებს. აღნიშნული პიროვნება ,ამ ეტაპზე, წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარებას არ აპირებს.
ის კი ვინც რკალებს ხატავს, თავს მარტო გრძნობს. ერთმანეთში ჩახლართული ან ერთმანეთზე გადაბმული რკალები სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობაზე მიანიშნებს.
ისინი ვინც სახლებს ხატავენ მტკიცე ხასიათის მატარებლები არიან და წარმატების მიღწევა არ უჭირთ. სიმეტრიული ფორმები წესრიგსა და ზომიერებაზე მიუთითებს. ასეთ ადამიანებს ძალიან მშვიდი ხასიათი აქვთ და მათი წყობილებიდან გამოყვანა რთულია.


ადამიანების გარკვეული ნაწილი კი გეომეტრიულ ფიგურებს ირჩევს. აღნიშნული ფიგურებისადმი დამოკიდებულებას დამატებითი ცნობების მოწოდება შეუძლია:
ვისი არჩევანიც კვადრატზე ჩერდება, შრომისმოყვარე, ბეჯითი და ჯიუტია. ეს თვისებები ხელს უწყობს, რომ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე დაასრულოს. ამტანიანობა, მოთმინების უნარი და მეთოდურობა "კვადრატებს” ნამდვილ პროფესიონალად აქცევს. ასეთ ადამიანებს არ უყვართ სიურპრიზები, მათთვის ყველაფერი დადგენილ დროსა და დადგენილ ფარგლებში უნდა ხდებოდეს. ადამიანები, რომლებიც კვადრატებს ირჩევენ ცვლილებების წინააღმდეგნი არიან.
არსებული მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან და უკეთეს ნიშას ეძებენ ისინი, ვინც "მართკუთხედს” ანიჭებენ უპიარტესობას. "მართკუთხედებს” "კვადრატისაგან” განსხვავებით ცვალებადი და ცნობისმოყავრე ხასიათი აქვს. ასეთი ადამიანები ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების განსახორცილებლად ყოველთვის მზად არიან.
"სამკუთხედი” ლიდერების ფიგურაა. ეს ადამიანები ენერგიულები, თავშეკავებულები და ძლიერი პიროვნებები არიან. მათ მიზნის მიღწევა არ უჭირთ. პრაგმატულები და პატივმოყვარეები არიან. მათი სურვილია ყველაფერში მართალნი იყვნენ და სიტუაციას აკონტროლებდნენ.
ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანიები წრეებს ირჩევენ.
თუ კი თქვენი პარტნიორი წრეს ანიჭებს უპიატესობას, ძალიან მგრნობიარე და ემპათიურია. მისი დამახასიათებელი თვისებები თანაგანცდა და თანაგრძნობაა. სხვის პრობლემებზე ემოციურად რეაგირებს და სხვის სიხარულსა და ტკივილს საკუთარივით განიცდის. ბედნიერებას სხვისი სიხარული ანიჭებს . კონფლიქტისას პირველები პოზიციებს სწორად ამ თვისებების გამო თმობენ . "წრის” მოყვარულნი საერთოს განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთანაც პოულობენ.
შემოქმედებითი ადამიანები კი "ტეხილს” ირჩევენ. "ტეხილები” ეს ხომ ერთმანეთისთვის შეუსაბამო იდეების კომბინაციაა. ამ კომბინაციის საფუძველძე კი რაღაც ახალი და განსხვავებული იქმნება. ისინი ყველაზე ადვილად გაღიზიანებადები და ადვილად აღგზნებადები არიან. მათ საკუთარი აზრების მუდმივი პროპაგანდა სჩვევიათ.
 
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 598 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0