11:45 AM პირველად იყო… ნაწილაკი, რითაც შეიქმნა სამყარო | |
კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა ცერნის ლაბორატორიამ ჰიგსის "ღვთიური” ნაწილაკი 40 წლის შემდეგ "გამოიჭირა” სამყარო გამაოგნებელი კანონზომიერებით არის აწყობილი. ყოველივე კი ამ კანონზომიერების ნაწილია. მათ შორის ჩვენც, ადამიანებიც, ვინც ამ კანონზომიერების შესახებ თითქოს ვიცით, მაგრამ მაინც მუდამ სახტად გვტოვებს. არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს, – იპოვეს ნაწილაკი, რომელიც ყველას და ყველაფერს "აცოცხლებს”. თავშეკავებულმა მეცნიერებამ ამ ნაწილაკს პრაგმატული სახელი, ჰიგსის ბოზონი დაარქვა, მაგრამ ემოციურ ადამიანებს და, მათ შორის ჟურნალისტებს, ეს სახელი ზედმეტად მშრალად მოეჩვენათ და ნაწილაკს "ღვთიური” უწოდეს. ღვთიური ნაწილაკის აღმოჩენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო. ამისთვის შვეიცარიაში შეიქმნა მიწისქვეშა ლაბორატორია, რომელშიც პროცესზე დასაკვირვებლად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ენერგიის მქონე კოლაიდერი (ნაწილაკების ამაჩქარებელი) დაამონტაჟეს. მუშაობას შეუდგა მსოფლიოს რამდენიმე ასეული ბრწყინვალე ფიზიკოსი (მათ შორის, ქართველებიც). ექსპერიმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ კოლაიდერში დაახლოებით სინათლის სიჩქარით, ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით უნდა აეჩქარებინათ მატერიის ფუნდამენტური ნაწილაკები (პროტონები), რომლებიც ერთმანეთს დაეჯახებოდნენ. შემდეგ კი დაჯახებისას წარმოქმნილი უმცირესზე უმცირესი ნაწილაკებით გაეგოთ, რისგან ან როგორ წარმოიშვა სამყარო. რა იყო პირველი, რისგანაც გაჩნდა ყოველივე ის, რაც არის ჩვენ ირგვლივ ან მის მიღმა. 2012 წლის ივლისში დასრულებულმა ექსპერიმენტმა მეცნიერებთან ერთად მსოფლიოც ააღელვა. ამ თემაზე საუბარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ალექსანდრეშენგელაიას ვთხოვეთ. - ესე იგი, ადამიანის გონებამ უკვე იცოდა, რომ რაღაც ასეთი შეიძლებოდა არსებულიყო?
მაგრამ აქვე მოდი, მკითხველისთვის გასაგებად განვმარტოთ, თუ როგორ ახერხებენ ეს ნაწილაკები და მათგან შექმნილი ველი, მიანიჭონ მოძრაობის უნარი, ანუ მასა სამყაროს ფუნდამენტურ ნაწილაკებს და აქედან გამომდინარე მთელ სამყაროსაც. საგულისხმოა, რომ მასა წონაში არ უნდა აგვერიოს, მასა არის მოძრაობის ინერციულობის საზომი. რაც უფრო მეტი მასა აქვს სხეულს, მით მეტი ძალა სჭირდება მის ამოძრავებას. ამისთვის შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: ვთქვათ, ოთახში უამრავი ხალხია და მათ შორის გაიარა ისეთმა ადამიანმა, რომელსაც იქ მყოფთაგან არავინ იცნობს და არც არავის აინტერესებს. ბუნებრივია, მას ყურადღებას არავინ მიაქცევს და ეს ადამიანი სრულიად დაუბრკოლებლად გაივლის. მაგრამ ვთქვათ, ამავე ოთახში შედის რომელიმე პოპულარული ადამიანი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ხალხი გამოცოცხლდება, მოძრაობას დაიწყებს და მას გარს შემოეხვევა. ასე ხდება ჰიგსის ველში მოხვედრის შემთხვევაში. როცა ეს ველი სამყაროს რომელიმე ფუნდამენტურ ნაწილაკთან ურთიერთქმედებს, მის მოძრაობას ანელებს და მასას ანიჭებს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერად ურთიერთქმედებენ სამყაროს ფუნდამენტური ნაწილაკები ჰიგსის ველთან, რომელიც ყველგანაა განფენილი, მათ მით უფრო დიდი მასა ენიჭება. მასის არსებობას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის რომ არ არსებობდეს, არ იარსებებდა მიზიდულობის ძალა და შესაბამისად, სამყაროს ფუნდამენტური ნაწილაკები ერთად ვერ გაჩერდებოდნენ და დაიფანტებოდნენ, მატერია ვერ ჩამოყალიბდებოდა და სამყაროც არ იარსებებდა. წლის ბოლოს ექსპერიმენტების შემდგომი დახვეწის მიზნით ცერნის ლაბორატორია კოლაიდერს ორი წლით შეაჩერებს. მერე კვლავ გაგრძელდება კვლევები. წინ უამრავი საინტერესო რამ გველის. მათ შორის იმის გარკვევაც, კიდევ რა როლს ასრულებს ეს ნაწილაკი სამყაროს წარმოშობაში. Aრა ვიცით, იგი იქნებ კიდევ უფრო ფუნქციურიც არის, ვიდრე თეორიები წინასწარმეტყველებდნენ. - გამოდის, ეს ნაწილაკი მთელ სამყაროს აცოცხლებს. ალბათ ამიტომაც დაერქვა ღვთიური. რაიმე ფორმა თუ გააჩნია? ამბობენ, რომ აღმოჩენამდე პროექტის პროგრამისტებმა ღვთიური ნაწილაკის მოდელირებული ხმაც კი შექმნეს, ყური უფრო ფაქიზად შეიგრძნობს სამყაროს, ვიდრე თვალიო. - გამოდის, რომ ამ აღმოჩენით სამყაროს არსებობის ამოუხსნელ საიდუმლოებათა კარი შევაღეთ? | |
|
სულ კომენტარები: 0 | |