მთავარი » 2012 » ივლისი » 21 » პრეზიდენტის ვაჟი ედუარდი გინესის რეკორდსმენი გახდა
12:41 PM
პრეზიდენტის ვაჟი ედუარდი გინესის რეკორდსმენი გახდა
პრეზიდენტის ვაჟი ედუარდი გინესის რეკორდსმენი გახდა - Site Name

საქართველოს პრეზიდენტის უფროსი ვაჟი გინესის რეკორდსმენი გახდა. 
15 წლის ედუარდ სააკაშვილი გინესის რეკორდსმენი I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში გახდა. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დაჭირდა. 
პრეზიდენტის ვაჟმა წინამორბედი რეკორდსმენის, ბრიტანელი თინეიჯერის, ჩარლი ჯოზეფ მაკდონელის შედეგი 1,5 წამით გააუმჯობესა. 
ბათუმში, იუსტიციის სახლში გამართულ პროცესს უშუალოდ აკვირდებოდა და მსაჯობდა გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი შეიდა სუბასი გენიჯი, რომელმაც რეკორდის დამყარების შემდეგ ედუარდ სააკაშვილს წარმატება მიულოცა და მას შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა. 
რეკორდის დამყარების პროცესს იუსტიციის სახლში საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც ესწრებოდნენ.
 
კატეგორია: გინესის რეკორდები | ნანახია: 672 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0