მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » ფრინველთა და ცხოველთ შვილები
11:57 AM
ფრინველთა და ცხოველთ შვილები


ქვემოთ ჩამოთვლილია ცხოველები და ფრინველები, გვერდით კი წერია ამა თუ იმ ცხოველ-ფრინველის ნაშიერის სახელი. ეს სახელები არ არის დიალექტურ ენაზე (შეიძლება კუთხეების მიხედვით სხვა სახელებიც ერქვას). სია მოცემულია ანბანის მიხედვით, ცხოველების შემდეგ იწყება ფრინველების დასახელებები.

აქლემი – კოზაკი

დათვი – ბელი

ვეფხვი – ბოკვერი

ვირი – ჩოჩორი (წამოზრდილ ვირს მუტრუკი ჰქვია)

თხა – თიკანი

ირემი – ბიჟიკი

კამეჩი – ზაქი

კატა – კნუტი

ლომი – ბოკვერი

მგელი – ლეკვი

სპილო – სპლიყვი

ტურა – ლეკვი

ღორი – გოჭი

შველი – ნუკრი

ციყვი – დღნაშვი

ცხენი – კვიცი

ცხვარი – ბატკანი

ძაღლი – ლეკვი

ძროხა – ხბო

ჯიხვი – ფოთრი

არწივი – მართვე

ბეღურა – ბარტყი

ბუ – ღლაპი

იხვი – ჭუკი

მერცხალი – ბარტყი

მტრედი – ხუნდი

მწყერი – ჩოჩორი

ფარშევანგი – ნამლევი

ქათამი – წიწილა

ყვავი – ბახალა

ხოხობი – ლაპრი

გველი – წიწილი

თაგვი – წრუწუნა

კატეგორია: ცხოველთა სამყარო | ნანახია: 646 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0