11:03 AM ყველაზე სასიშ კაცი-ჭამია ცხოველები | |
ტომის რამდენიმე წევრი ბელადთან მივიდა და მატამულას დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა. ერთ-ერთმა მონადირემ, ჯორჯ რეშბიმ იარაღი აიღო და 15 ლომი მოკლა, რამაც დანარჩენები დააფრთხო და იქაურობას გაშორდნენ. თუმცა ადგილობრივებს სჯეროდათ, რომ მშვიდობის დამყარება ბელადის საბოლოოდ დარწმუნების გამო მოხდა, დაებრუნებინათ ექიმი თავის ადგილას. თხუთმეტი წლის განმავლობაში ლომებმა დაახლოებით 1500 ადამიანი იმსხვერპლეს, ზოგი მონაცემით 2000-მდე. ბევრმა ფერმერმა სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ტყვიები ვერაფერს აკლებდა. ერთ-ერთი მათგანი 20 წელი დასდევდა ტომს. ერთხელაც 15 დინამიტი შეკრა, ცეცხლი მოუკიდა და ტბაში ისროლა, რის შემდეგაც სიმშვიდემ დაისადგურა. აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ტბაში ყველა ცოცხალი არსება განადგურდა. თუმცა ცოტა ხანში ფერმერმა საშინელი ყვირილი გაიგო და ხმას რომ მიყვა, ტომი დაინახა, რომელმაც თავისი ცეცხლოვანი თვალები შეანათა და შემდეგ ჩაყვინთა. ყვირილის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა, როცა ტბასთან ფერმერის ნახევრად შეჭმული ქალიშვილი იპოვეს. ამის შემდეგ თითქოს ყველაფერი დამთავრდა და მსხვერპლიც აღარ იყო, მაგრამ ხალხი ისევ ყვებოდა, რომ ტომი დაინახეს, მისი ღრიალი ყოველ დილას ესმოდათ. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ 20-იან წლებში მობინადრე ალიგატორი 80-იანებშიც იხილა ზოგმა. რადგანაც ორი თითი აკლდა, მისი ამოცნობა ადვილი იყო. აფეთქების შემდეგ ათეულობით წლების განმავლობაში მონადირეთა ბევრი რაზმი ეძებდა ცოცხალ ლეგენდას, მაგრამ ტომი ვერასდროს იპოვეს. 1915 წლის 9 დეკემბერს მხეცი ისევ გამოჩნდა. მან ამჯერად ოტაების სახლში შეაბიჯა, სადაც ფერმერის ცოლი მარტო იყო ჩვილ ბავშვთან ერთად. დათვი ჯერ ბავშვს ეცა და ნაწილებად დაფლითა, შემდეგ ცოლს მიადგა. ქალი თავის დაცვას შეშის სროლით ცდილობდა, მაგრამ ამაოდ – დათვმა ის ტყისკენ გააქანა. როცა ხალხი სახლში შევიდა, ჭერი და კედლები სისხლითა და ნაწლავებით იყო დასვრილი. დათვის მოკვლის მიზნით 30 მამაკაცი გაეშურა ტყეში, სადაც მალევე წააწყდნენ მისი მსხვერპლი ქალის ნარჩენებს. კესაგაკეს გამოჩენისას სროლა ატეხეს, თუმცა მოკვლა ვერ შეძლეს. მის კვალზე გაყოლისას თოვლში ქალის სხეულის დანარჩენი ნაწილებიც აღმოაჩინეს, რომელიც დათვს მომავლისთვის ჰქონდა გადანახული. დათვი მოგვიანებით ისევ დაბრუნდა ოტას სახლში, სადაც შეიარაღებული რაზმი დახვდა. მაგრამ ამას ცუდი შედეგიც მოყვა – მეზობელი მიიოკეს სახლი დაუცველი იყო. მხეცი შევარდა მიიოკეს სახლში და იქ მყოფებს ეცა. რამდენიმემ გაქცევა მოახერხა, მაგრამ ორი ბავშვი და ორსული ქალი მის ხახაში აღმოჩნდა. თვითმხილველების მონაყოლით, ქალი მოახლოებულ დათვს ევედრებოდა, შეებრალებინა მისი ჯერ არდაბადებული შვილი და არაფერი დაეშავებინა, რაც, რა თქმა უნდა, უშედეგო იყო. როცა მცველები თავიანთ შეცდომას მიხვდნენ, მიიკოეს სახლში შევარდნენ, სადაც ბავშვების დაფლეთილი სხეული დახვდათ. იქვე ეგდო მუცელგაპობილი ქალი, გვერდზე კი დანაწევრებული ნაყოფი. მათ სისხლს იატაკი მთლიანად შეეღება. ორ დღეში კესაგაკემ კიდევ 6 ადამიანი მოკლა. მთელი სოფელი შიშმა მოიცვა და აკანკალებულმა მცველებმაც პოსტი დატოვეს. ხალხის დასახმარებლად მეზობელი სოფლიდან ჩამოვიდა გამოცდილი მონადირე და სხვებთან ერთად, 14 დეკემბერს მისი მოკვლა მოხერხდა. დათვი სიმაღლეში 3 მეტრი იყო, წონით 380 კგ. გაჭრისას მის მუცელში ადამიანის ნარჩენები იპოვეს. მაგრამ უბედურება ამით არ დასრულებულა – ვინც კესაგაკეს ცოცხალი გადაურჩა, ჭრილობებით დაიღუპა. ერთ-ერთი კი მდინარეში დაიხრჩო. რეგიონი მალე მიატოვა ხალხმა და დღეს ის ქალაქი-მოჩვენებაა. 5 დღის შემდეგ იმავე სანაპიროზე იგივე ზვიგენი დაესხა თავს ჩარლზ ბრიუდერს. თვითმხილველებმა დაცვას შეატყობინეს, რომ გადაბრუნებულ წითელ კანოეს ხედავდნენ, ეს კანოე კი რეალურად ჩარლზის სისხლის გუბე აღმოჩნდა. ზვიგენს მისთვის ორივე ფეხი მოეგლიჯა. გარდაცვლილი ჩარლზის დაჩეხილი სხეული სანაპიროზე გამოათრიეს. ამის დანახვაზე ქალებს გული შეუღონდათ. მომხდარის შესახებ ამცნეს მეცნიერებს, რომლებმაც დაიწყეს მტკიცება, რომ ზვიგენი დამნაშავე არ იქნებოდა. რეალურად ადამიანები ალბათ ვეშაპმა ან ზღვის კუმ იმსხვერპლაო. ხალხი ზვიგენისგან დაცვას ითხოვდა, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია. რამდენიმე დღის შემდეგ, 12 ივლისს, 11 წლის ბიჭი ნებივრობდა წყალში, როცა ზვიგენი ეცა და ჩაითრია. ერთ-ერთი თვითმხილველი, სტენლი ფიშერი მიჰყვა მას გადასარჩენად, მაგრამ ისიც ზვიგენმა იმსხვერპლა. 30 წუთის შემდეგ კიდევ ერთ ბიჭს დაესხა თავს ზვიგენი, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა, მხოლოდ მცირედი დაზიანებები ჰქონდა. 14 ივლისს გიგანტური თეთრი მდედრი ზვიგენი დაიჭირეს, რომლის მუცელშიც მრავლად იპოვეს ადამიანის ნარჩენები. დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეიძლება მხოლოდ ეს ზვიგენი არ ყოფილიყო დამნაშავე და სხვებიც მოქმედებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ მისი მოკვლის შემდეგ თავდასხმები შეწყდა. რკინიგზის მთავარმა ინჟინერმა, ჯონ ჰენრი პეტერსონმა გადაწყვიტა, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ლომების დახოცვა იყო. ის მარტოდმარტო გაეშურა ლომებზე სანადიროდ და 1899 წლის დეკემბერში ერთი მათგანი მოკლა, თუმცა მანამდე კინაღამ მისი მორიგი მსხვერპლი გახდა. ორი კვირის შემდეგ მეორე ლომიც წინას გზას გაუყენა. ამ დროისთვის, მსხვერპლთა რაოდენობა 140-ს აღწევდა. ჯონმა ლომების ბუნაგიც იპოვა მდინარესთან ახლოს, სადაც ადამიანების კიდურები და ორგანოები აღმოაჩინა, ასევე ტანსაცმლის ნაკუწები და პირადი ნივთები. ეს ბუნაგი დღესაც ხელუხლებელია და იმის მიუხედავად, რომ ბევრი ჩონჩხის ექსჰუმაცია მოხდა, ამბობენ, რომ შიგნით კიდევ საკმაოდაა. სხვა კანიბალების მსგავსად, ეს ლომებიც ხშირად კლავდნენ ადამიანებს მაშინ, როცა მშივრები არ იყვნენ. ლომების ფიტული ამჟამად ინახება ჩიკაგოს მუზეუმში (იხ. სურათი), თუმცა კენიის მხარემ გამოთქვა სურვილი, ააშენოს მუზეუმი, რომელიც ამ ტრაგედიას მიეძღვნება და ამ შემთხვევაში ფიტულები ისევ კენიაში გადაინაცვლებენ. "ლეოპარდი რომ ლომის ზომისა იყოს, ათჯერ უფრო საშიში იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ეს არსება ადამიანის ხორცს გემოს უსინჯავს, მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება.” – ჯონ ტეილორი, პროფესიონალი მონადირე. ერთ-ერთი ასეთი მტაცებელი იყო XX საუკუნის ინდოეთში, პანარის პროვინციაში. მასზე მცირეოდენი ცნობებია შემორჩენილი. მთლიანობაში 400 ადამიანი დახოცა. როგორც ირკვევა, ლეოპარდი ერთ-ერთმა მონადირემ დაჭრა, მაგრამ მოკვლა ვერ მოახერხა. ლეოპარდი გამოჯანმრთელდა და ადამიანებზე ნადირობა დაიწყო. ის მოკლა მონადირე ჯიმ კობერტმა 1910 წელს. ამ დათვის შესახებ უცნაური ლეგენდა არსებობს: თითქოს მან გოგონა მოიტაცა და ტყეში წაიყვანა თავისთან, უნდოდა მასთან ოჯახი შეექმნა. მაგრამ სოფლელები დაირაზმნენ, მიუვარდნენ და გოგონა წამოიყვანეს. დათვის შურისძიებაც აქედან დაიწყო. მეორე ლეგენდა ამბობს, რომ ეს დათვი დედალი იყო და მონადირეებმა ბელები მოუკლეს. ამან კი ისე იმოქმედა მასზე, რომ ადამიანების დახოცვა გადაწყვიტა. დღევანდელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დათვს რაღაც შეტაკება მოუვიდა ადამიანებთან, ადამიანებმა მას ფიზიკური ტკივილი მიაყენეს და ამის გამო აგრესიული გახდა. ინდოეთის შტატ მისორში დათვი 40-მდე ადამიანს დაესხა თავს. ის მსხვერპლს ჩუმად ეპარებოდა უკნიდან და რომ შემოტრიალდებოდა, ბრჭყალებითა და კბილებით სახეს უკაწრავდა და ქსოვილებს აგლეჯდა. თუ ვინმე გადარჩებოდა, სახე საშინლად დამახინჯებული ჰქონდა. 12 მსხვერპლი დაიღუპა, მათგან სამი დათვმა ნახევრად შეჭამა. ამასთან, მათი სხეულები უჩვეულოდ იყო დასახიჩრებული. დათვზე სამი წყება ნადირობა მოაწყვეს და საბოლოოდ, სახელგანთქმულმა ადგილობრივმა მწერალმა და მონადირემ, კენეთ ანდერსონმა მოკლა. პირველად მან ახალგაზრდა გოგონა მოკლა 1764 წლის ივნისში. მხეცის უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ საქონელს არ ერჩოდა, მხოლოდ ადამიანებით იყო დაინტერესებული. სულ თავს დაესხა 211 ადამიანს, 113 უბრალოდ მოკლა, 98 კი გამოშიგნა და შეჭამა. თავდასხმები ისეთი ხშირი და სასტიკი იყო, რომ ზოგმა ღმერთის მიერ მათ დასასჯელად გამოგზავნილ დემონად მიიჩნია, ზოგმა კი მაქციად. მხეცმა მოახერხა და თავი დააღწია მონადირეების რამდენიმე პარტიას, შემდეგ შეიარაღებულ არმიასაც კი, მაგრამ საბოლოოდ 1767 წელს ადგილობრივმა მონადირემ ჯინ ჩესტელმა მოკლა. ლეგენდა ამბობს, რომ ჯინმა მის მოსაკლავად ვერცხლის ტყვიები გამოიყენა. მხეცის გამოფატვრისას მის მუცელში ადამიანის გადამუშავებული ორგანოები იპოვა, რითაც დადასტურდა, რომ ნამდვილად ის მხეცი იყო. ფაქტია, რომ მხეცის აღწერილობა არ ჯდება ტრადიციული ევროპული მგლის გარეგნობაში, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო და ხალხიც ცნობდა. ზოგი ფიქრობს, რომ ეს აფთარი იყო, რომელიც სამხეცედან გამოიქცა. ზოგისთვის აფთარი ტყის მშიშარა სანიტარია, მაგრამ აფრიკასა და აზიაში ხშირად ნადირობს ადამიანზე. მათი კბილებიც უფრო დიდია და ყბებიც გაცილებით ღონიერი, ვიდრე მგლებისა. მსხვერპლის რაოდენობამ მალე მიაღწია 200-ს. უამრავი მონადირე დაირაზმა მის შესაჩერებლად, მაგრამ მხეცი საკმაოდ მოქნილი იყო და თვალის შევლებასაც ვერ ახერხებდნენ. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყო და საჭიროებდა საქმეში არმიის ჩარევას. თუმცა მათი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მალე ვეფხვმა ინდოეთის საზღვარი გადაკვეთა და ამჯერად ჩამპავატის რეგიონის დატერორება დაიწყო. ყოველი ახალი მსხვერპლის შემდეგ ის უფრო უშიშარი და თავხედი ხდებოდა. მალე კი ზღვარს გადავიდა და დღისით დაიწყო თავდასხმები. გლეხი კაცები ქოხის მიტოვებას ვერ ბედავდნენ, რომ სამუშაოდ წასულიყვნენ, რადგან ტყიდან გამუდმებით ღრიალი ესმოდათ. თუმცა ადამიანის მჭამელი ცხოველების ხვედრი საბოლოოდ ერთია და 1911 წელს ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ჯიმ კობერტმა მოკლა. ჯიმი გაყვა ვეფხვის ბოლო მსხვერპლის, მოზარდი გოგონას სისხლისა და ნაწლავების კვალს. რასაც გზაში ხედავდა, გამოცდილი მონადირეც კი შეაძრწუნა. ადგილობრივებს ისე გაუხარდათ, რომ ჯიმი წმინდა ადამიანად აღიარეს. ამ პერიოდისთვის, ვეფხვის მსხვერპლთა რაოდენობა 436-ს შეადგენდა. მაგრამ ეს მხოლოდ აღწერილთა რაოდენობა იყო, გამორიცხული არაა, რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. როგორც ამბობენ, სერიული მკვლელი ადამიანებიდან მას მხოლოდ ელიზაბეთ ბეტორიმ აჯობა (600-ზე მეტი). ბედის ირონიით, მომავალში ჯიმი გახდა გარეული ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე დამცველი. აბორიგენები ამბობენ, რომ ის ადამიანს კლავს არა საკვების, არამედ სიამოვნების გულისთვის. ერთი შეტევისას რამდენიმე ადამიანს ერთად იმსხვერპლებს, მერე კი რამდენიმე თვით იკარგება, შეიძლება 1 წლითაც. არავის შეუძლია იმის განსაზღვრა, ამ პერიოდში სად მიდის ან როდის დაბრუნდება უკან. მას აქვს არაბუნებრივი მადა და ამბობენ, რომ ერთხელ ზრდასრული ბეჰემოთიც მიირთვა (როგორც წესი, ძლიერი ყბების გამო ნიანგები ერიდებიან, ყოფილა შემთხვევები, რომ ბეჰემოთს ნიანგი შუაზე გადაუმტვრევია). გუსტავის ჯავშნისებრ კანზე უხვადაა დანისგან, ტყვიისგან და შუბისგან დარჩენილი ნაიარევები. ერთი ასეთი ნაიარევი თავზეც აქვს, უკანა მხარეს. ერთხელ წყალქვეშ უზარმაზარი მახეც დააგეს, მაგრამ გუსტავმა უბრალოდ გვერდი აუარა და გაცურა. სავარაუდოდ, მისი ასაკი 70 წლამდეა და უკვე საკმაოდ გამოცდილია, რის გამოც ყველა მონადირე პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. ფრანგი ნატურალისტი პარკი ფეი წლების განმავლობაში დასდევდა ნიანგს. მას სურს ცოცხლად დაიჭიროს და ადამიანებს გაარიდოს. ბურუნდის ნაციონალური პარკის ტერიტორიის ნაწილი უკვე შემოღობეს და გუსტავის დაჭერას ელოდებიან, რომ საცხოვრებლად გადაიყვანონ. გუსტავი რამდენჯერმე 2010 წელსაც შენიშნეს.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |
« მარტი 2013 » | ||||||
ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |