8:34 PM როგორ დავწეროთ cv | |
აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი. სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:
ა) პირადი ცნობები - მოქალაქეობის გრაფაში მითითების სწორი ფორმაა Georgia (და არაGeorgian). - მიუთითეთ მუდმივი საცხოვრებლის მისამართი (საფოსტო ინდექსითურთ), მაგრამ თუკი განაცხადზე პასუხის მიღებისვადებში/ხანგრძლივად სხვაგან დაბინავდებით, ხოლოკორესპონდენციის ფორმა არაელექტონული, ტრადიციული ფოსტაა,მიზანშეწონილია ასევე დროებითი საცხოვრებელი ადგილისმისამართის მითითებაც. მისამართის მითითების წესი და თანმიმდევრობა:ნომერი (ქუჩის), ქუჩის სახელი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia ან ქუჩის სახელი, ნომერი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia. მაგალითად: 3 Gotua Street, 0160, Tbilisi Georgia… ან Gotua Street 3, 0160, Tbilisi Georgia. რაც შეეხება გრძელ მისამართებს, ისეთს როგორიცაა მაგ. დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე12 კორპუსი, ბინა 24, 0159, თბილისი საქართველო… ამის ინგლისური ვარიანტი იქნება, პირდაპირი თარგმანი, რადგან მსგავსი მისამართები დასავლეთში არ არის… ანუ Digmis Masivi, Quart III, Build. 12, Apt. 24, 0159, Tbilisi, Georgia ან უფრო მოკლედ:Digomi III-XII-12. Tbilisi, Georgia 0159. - მიღებული სტილი: კარგი იქნება, თუ ამ პირველ სექტორს (’პირადი ცნობები’) შედარებით პატარა ზომის ფონტით შეავსებთ, ანუ გამოყოფთ სხვა სექტორებისგან, ხოლო, ამავდროულად, სახელს და გვარს მსხვილი შრიფტით (Bold) აკრეფთ. - თუ CV-ის ზომის მაქსიმალურად დაპატარავება გსურთ, შეგიძლიათსათაურად ატანილი Curriculum Vitae წაშალოთ. სტრუქტურისგამართულუბის შემთხვევაში, კომპეტენტური პირი თვალის ერთიგადავლებითაც მიხვდება, რა სახის დოკუმენტთან აქვს საქმე.შესაბამისად, ამის ნუ შეგეშინდებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ ესმხოლოდ მცირეფექტიანი, პატარა ტექნიკური ხერხია, ისევ და ისევ:ყურადღება მიაქციეთ, რომ CV არ იყოს თხრობით, ნარატიულსტილში, პირველ პირში მოთხრობილი ტრადიციული ქართული (საბჭოთა) ფორმატის ბიოგრაფია – ამით მისი სიგრძე უსაშველოდგაიზრდება, და, რაც მთავარია, დიდი შანსია, რომ არც არავინწაიკითხოს – ფორმატის დარღვევა უხეში შეცდომაა. ბ) განათლება თქვენი მომავალი CV განკუთვნილია იმ ადამიანისთვის, ვისაც, პირველ რიგში ევალება თქვენი განათლების დონის შეფასება. შესაბამისად, ეს დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რეკომენდებულია ერთეულების ქრონოლოგიური უკუსვლით ჩამოწერა (ყველაზე გვიანი ზემოთ. იხ. შაბლონი) და რაც მთავარია, ამგვარი (ან თუნდაც საპირისპირო) სტილის ერთგვაროვნების ყველგან დაცვა. გ) ”წარმატებები და გამოცდილება” ’წარმატებებისა და გამოცდილების’ სექტორი შეგიძლიათ ორად გაყოთ, გააჩნია, როგორ გაწყობთ. თუ ბევრი არაფერი გაქვთ საწერი ამ თვალსაზრისით, შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, სჯობს, ’გაამსხვილოთ’ ერთ კატეგორიაში, როგორც აქ არის ფორმულირებული. პრიზები, ე.წ. ’დიპლომები’, სერთიფიკატები (არა ენაში კომპეტენციის!), ექსპედიციები (მხოლოდ რელევანტური! არავის აინტერესებს, გასართობად სად იბანაკეთ!), ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები ამ სექტორში შეიტანეთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად კონკრეტული ინფორმაცია მიუთითოთ (მიღების დრო, ადგილი, ღონისძიების ორგანიზატორი). - როგორც წესი, მიღებულ სტიპენდიებსაც აქ წერენ, თუმცა პირადად მე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სასტიპენდიო პროგრამები საგანმათლებლოა და აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მოპოვებით სრულდება, მათ შესახებ ინფორმაცია ”განათლების” სექტორში მაქვს ინტეგრირებული. - CV-ს გარკვეულწილად გააძლიერებს შემდეგი მიდგომა: ყველანაირი მიღებული გამოცდილება (ოლიმპიადა, შეჯიბრი და ა.შ.) ყოველთვის ’ტრიუმფალური’ და ’მედლიანი’ ვერ იქნება; ნურც მონათლავთ ასეთად, მაგრამ ნურც დააკნინებთ – გამოცდილება და პრაქტიკის გავლა ყოველთვის პოზიტიურია და თუკი რამ გაქვთ, გამოყავით ცალკე ’გამოცდილება’ და დაწერეთ! CV უნდა იყოს გამოცდილებით და პარქტიკით უხვი და არა ’სუპერმენის’ ბიოგრაფია; დაივიწყეთ მცდელობა, თავი წარმოაჩინოთ იმაზე გამორჩეულ და შთამბეჭდავ პიროვნებად, ვიდრე თქვენი ფორმალური სტატუსი ამას მოითხოვს. ეს შეეხება სამუშაო გამოცდილებასაც – ამ შემთხვევაში თითქმის არ არსებობს ’არაპრესტიჟული სამსახური’, ყველანაირი სამსახურეობრივი, თუნდაც დროებითი გამოცდილება ვერ იქნება პროფესიული, პრაქტიკული კომპეტენციის მანიშნებელი და ამას არც არავინ ელის ახალგაზრდა სტუდენტისგან, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს კონკურსის დროს ქართულ დიპლომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. დ) extracurricular activities შემდეგ სექტორად გამოყოფენ ე.წ. extracurricular activities, ანუ იმსაქმიანობას, რაც სცდება ფორმალურ სასწავლო პროცესს დაგულისხმობს ინტელექტუალურ, შემოქმედებით, საზოგადოებრივაქტივიზმს. ეს განსაკუთრებით მომგებიანია ხოლმე სამუშაო განაცხადისათვის, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, არც სწავლის გაგრძელების მოსურნეს დაახასიათებს ცუდად. ამით საშუალება მიეცემა მკითხველს, შთაბეჭდილება შეექმნას თქვენზე, როგორც საზოგადოებრივად აქტიურ, ინიციატივიან, პერსპექტიულ ახალგაზრდაზე, რომელზეც იმედების დამყარება შეიძლება. რაღა თქმა უნდა, ეს სექტორიც შეიძლება გაერთიანდეს ’წარმატებებისა და გამოცდილების’ ან თუნდაც ’ჰობის’ ნაწილთან, თუმცა, სასურველია, ცალკე იყოს. ე) უცხო ენები ბოლო წლებში უცხო ენაში კომპეტენციის გასარკვევად თვითშეფასებისთვის სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. ძირითადად, ეს სფერო სერთიფიცირებულია და, რა ხანია საერთაშორისო სტანდარტიზაციის გზას ადგას. იშვიათ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული სერთიფიკატის სპეციფიკური დონე არ არის მოთხოვნილი ან/და ენაში ტესტირება მხოლოდ საბუთების გადარჩევის შემდეგ გელით, ამავდროულად კი CV-ის კონკრეტული შაბლონი კონკურსის ორგანიზატორების მიერ არ არის მოწოდებული, სადაც ყველანაირი შეფასების გრაფა (და შესაბამისი ფორმატი და სტილი) მოცემულია, მაშინ შეაფასეთ თქვენი თავი პირობითი/ზოგადი სკალირების რამოდენიმე დონით (beginner/conversational, intermediate, advanced, fluent ან ეკვივალენტური, სტანდარტული დახასიათებით). შაბლონში მოცემულა თვითშეფასების სპეციალური მოდელი.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაჰყევით იქვე მითითებულ ბმულს. და ა.შ… ზემოთ ჩამოთვლილი სექტორები ძირითადი და აუცილებელია. როგორც წესი, სპეციალური უნარ-ჩვევების (კომპიუტერის ფლობა და ა.შ.) და ჰობის განყოფილებათა დართვა მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური არჩევანის საგანია, ამავდროულად, როგორც წესი, რეკომენდებული და სასურველი. ერთადერთი ამოცანაა, ამ საქმეშიც რაციონალურობა გამოიჩინოთ და განაცხადის მიზნებთან მაქსიმალურად ახლოს დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოთ. მაგალითად, Windows-ის საოფისე პროგრამების კარგად ფლობა,აკადემიური წერის დასავლური სტანდარტების ცოდნა დაბიბლიოთეკაში დამოუკიდებლად მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქმხოლოდ საქმეს წაადგება; პერსონალური ჰობის მითითებისასპრიორიტეტი (რა თქმა უნდა, რეალობის შესაბამისი) ისეთისაქმიანობის აღნიშვნას მიანიჭეთ, რომელიც სტერეოტიპულპოზიტივზეა გათვლილი; მაგ. თუ ლუდის ბანკების კოლექციონირებადა ჭადრაკის თამაში გიტაცებთ, იმთავითვე გასაგებია, რომელი უფროშთამბეჭდავი იქნება ნუ დაწერთ, რომ ’კითხვა გიყვართ’, ცოტათი დააკონკრეტეთ – სამეცნიერო თუ ბელეტრისტიკა… ან ერთი-ორი ჟანრი ახსენეთ, მოკლედ, თავად უკეთ იცით…
სულ ეს იყო. ბუნებრივია, კიდევ ათასი დეტალია. ამ წერილის მიზანი მხოლოდ დამწყებთათვის დახმარების გაწევაა, მათთვის, ვისაც CV-ს მომზადების მცირე გამოცდილება აქვს. ყურადღება! წარმოდგენილი რჩევები, გარდა Eastchance-ის პირველადი მასალისა, ასევე ეყრდნობა ინდივიდუალურ გამოცდილებას და მიზნად ისახავს ახალგაზრდისთვის ამოცანის მაქსიმალურად გაადვილებას და პირველადი, ძირითადი წესების გაზიარებას. ავტორი პასუხს ვერ აგებს რომელიმე პრაქტიკული რჩევის სპეციფიკურ სიტუაციაში არაეფექტიანობაზე ან კონტრპორდუქტიულობაზე. თითოეული კონკურსი თუ პროგრამა თავისებურებებით ხასიათდება და მკითხველის საზრუნავია, აქ წარმოდგენილი ყველანაირი რეკომენდაციის კონკრეტული მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რიგ შემთხვევებში კი სრული უგულებელყოფა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |