მთავარი » 2012 » ივლისი » 5 » როგორ კეთდება ტეკილა
3:47 PM
როგორ კეთდება ტეკილა
როგორ კეთდება ტეკილა - Site Name

სხვადასხვა ბარებში მექსიკურ ტეკილას არაყში ''ურევენ'' და დაბალხარისხიან სასმელს ლიმნითა და მარილით სვამენ. სინამდვილეში ნამდვილ ტეკილას კონიაკივით მიირთმევენ. ყოველგვარი დანამატების გარეშე, მთლიან არომატს შეიგრძნობენ.
ტეკილა როგორც სასმელი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გაჩნდა. სახელწოდება ხალისკოს შტატის ერთ-ერთი პატარა ქალაქიდანაა. ერთ-ერთი დიალექტიდან იგი ითარგმნება როგორც - '' გადასახადების გადახდის ადგილი''



როგორ კეთდება ტეკილა



ტეკილა მზადდება აგავასაგან. მექსიკაში ამ მცენარის უამრავი სახეობა ხარობს. ქვეყანაში სპეციალური პროფესიაც კი არსებობს სახელწოდებით ''ხიმადორი''-ადამიანი, რომლესაც მოჰყავს და ამუშავებს აგავას.
ექსკლუზიური სასმელი არა მკვიდრი მოსახლეების- მაიას ტომის, არამედ ესპანელების გამოგონილია, რომლებმაც მექსიკაში მისი დამზადების ტექნოლოგიაც ჩაიტანეს. იქამდე მექსიკელები მხოლოდ აგავას წვენს-პულკეს მიირთმევდნენ.



როგორ კეთდება ტეკილა



აგავას მცენარე როგორც წესი 7 დან 12 წლამდე უნდა იზრდებოდეს, რომ ტეკილას დასამზადებლად მისი გამოყენება შეიძლებოდეს.



როგორ კეთდება ტეკილა




მექსიკაში ხიმადორებად აჰყავთ ფიზიკურად ძლიერი მამაკაცები, რადგან მათი მთელი წლის მანძილზე დიდი ფიზუკური დატვირთვა უხდებათ. ხიმადორები სპეციალური ნიჩბებით ამუშავებენ აგავას, და მისი შუაგული-პინია ამოაქვთ.



როგორ კეთდება ტეკილა



სწორედ პინიებს იყენებენ ტეკილას დასამზადებლად. თავდაპირველად მათ ღუმელში ანთავსებენ. დამუშავების პროცესი 46 საათს მიმდინარეობს. 26 საათი უწყვეტად ღუმელში გამოწვას, ხოლო შემდგომი 20 საათი გაგრილებას უნდება. პინიების დამუშავების შემდეგ, მცენარე რბილი ხდება, რაც მისგან წვენის გამოწურვის საშუალებას იძლევა.



როგორ კეთდება ტეკილა



ღუმელის შემდეგ დაჭრილი პინიები ასე გამოიყურება. გემოზე ისინი ტკბილი, წვნიანი, არომატულია.



როგორ კეთდება ტეკილა




ღუმელგამოვლილი პინიების შემდეგი გზა მათი გამოწურვაა, რასაც სპეციალური დანადგარით ახერხებენ:



როგორ კეთდება ტეკილა




ამის შემდეგ მიღებული სითხის ''შეზავება'' ხდება. მას ხილის ხეების ბუნებრივ საფუარს უმატებენ. სასმელის დაყენება 5 დღეს გრძელდება. მიღებული სითხე სწორედ ის პულკეა, რომელსაც პექსიკელები ესპანელებამდე მიირთმევდნენ.

დამუშავების ბოლო ეტაპზე ხდება წვენის დისტილაცია. მას სპეციალურ დანადგარში, ალამბიკესში ასხამენ. სითხე 80 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება. დამუშავებული სასმელის გრადუსი 55-მდეა, თუმცა შემდეგ მასში წყლის გაზავებით, ის 40-38 გრადუსამდე დაიყვანება.

ტეკილა ორნაირია. ერთი რომელიც 100%-ით აგავასაგან შედგება, და მეორე «მიქსტო», სადაც აგავა 51%-ია. ხოლო დანარჩენ შემადგენლობას სხვა დანამატები ავსებს. მექსიკელთა უმეტესობა სასმლის მეორე ვარიანტს ტეკილად არც კი განიხილავს. თუ ბოთლის ეტიკეტს არ აწერია 100% აგავა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მათ ის სასმელი მიირთვან.



როგორ კეთდება ტეკილა




დამზადების შემდეგ ტეკილას ორ ნაწილად ყოფენ. ნაწილს ბოთლებში ასხამენ «Tequila blanco-ს» მარკის ქვეშ, ნაწილს კი თეთრი მუხისაგან დამზადებულ კასრებში ინახავენ და აძველებენ, რაც მათ ღირებულებასა და სახელს კიდევ უფრო ზრდის. თითო ასეთი კასრი 15 000 ამერიკული დოლარი ღირს. კასრის გამოყენება სულ ხუთჯერაა შესაძლებელი, რადგან შემდეგ გამოყენებულ კასრებს თავიდან წვავენ, და შემდგომი მოხმარებისათვის ამზადებენ.



როგორ კეთდება ტეკილა




◊ თუ ნამდვილ ტეკილას ხელზე დაისხამთ, რამდენიმე წამში ალკოჰოლის სუნი გაქრება და მხოლოდ აგავას სურნელი დაჩება.



◊ ტეკილა გამჭვირვალე, სუფთა სითხეა. თუ მას შავი წერტილები აქვს, ეს უხარისხო დისტილაციის ბრალია.



◊სწორედ ტეკილა ბლანკაა ის სასმელი, რომელსაც მარილითა და ლიმნით მიირთემევენ, თუმცა ჭეშმარიტი მექსიკელები, ალკოჰოლის სუფთა სახით დაგემოვნებას, და მისი არომატის სრულ შეგრძნებას გვირჩევენ.



◊მექსიკელებს ჭამამდე, ჭამის დროსა და ჭამის შემდეგი პერიოდისთვის 3 სახეობის ტეკილა აქვთ გამოყოფილი



მექსიკაში ტეკილას ყველაზე პოპულარული ბრენდებია «Don Julio» , «Herradura» «1800 anos», რაღა თქმა უნდა, სამივე 100%-ით აგავა.
 


როგორ კეთდება ტეკილა - Site Name

როგორ კეთდება ტეკილა - Site Name

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 962 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0