მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » როგორ მოვუაროთ თმას
10:13 PM
როგორ მოვუაროთ თმას

როგორ დავუბრუნოთ თმას სილამაზე, სიმტკიცე და ბზინვარება, როგორ ავავსოთ იგი სასიცოცხლო ენერგიით??? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ თმისთვის დამახასიათებელ თვისებებს...



თუკი თმა იბურდება

აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი მშრალი სალბი, მრავალძარღვა, ჭინჭარი და თავშავა, დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. გაწურეთ, დაუმატეთ დასრესილი შავი პური და ისე გადაზილეთ, რომ ერთგვაროვანი ფაფა მიიღოთ. თბილი ნარევი წაისვით თმაზე, მოიხვიეთ პოლიეთილენის პაკეტი და ბამბის პირსახოცი. 2 საათის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თავი შამპუნით არ დაიბანოთ.ნიღაბი თვეში ერთხელ გაიკეთეთ.





ხუჭუჭა თმა

ხუჭუჭი თმა სწორზე უფრო მშრალია, ამიტომ მის ასაბზინებლად აუცილებელია სპეციალური მკვებავი გელის ან კრემის წასმა და გაყოფილი ბოლოების ხშირად შეჭრა.თმისთვის ბრწყინვალების მისაცემად ყველაზე მარტივი საშუალებაა ყოველდღიური ვარცხნა ნატურალური სამასაჟე ჯაგრისით.

 

 

 

 

დამყოლი თმა


თმა განურჩევლად ტექსტურისა და ტიპისა, ან დამყოლია, ან ჯიუტი. ჯიუტი თმა უწესრიგოდ იფშიკება სხვადასხვა მხარეს, რაც თმის მეტისმეტი სიმშრალის, ჰაერის მაღალი ტენიანობის ან ორივე ამ ფაქტორის ბრალია. ასეთი თმისთვის რეკომენდებულია დამატენიანებელი შამპუნი და კონდიციონერი. შამპუნით დაბანის შემდეგ დაიდეთ თმაზე დამატენიანებელი კონდიციონერი და რამდენიმე წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.თუ თმა მეტისმეტად მშრალია, დაბანის შემდეგ სასარგებლოა დამატენიანებელი ჟელეს ან კრემის წასმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონიანი თმისთვის განკუთვნილი შხეფებიც (მათ მშრალ თმაზე ისხურებენ).

 


 

 

 

მკვებავი ნიღბები:

1. მშრალი და ნორმალური თვმისთვის: აიღეთ უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 20-25 წვეთი ანადუღარი ცივი წყალი, გულდასმით აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

2. თხელი და სუსტი თმისთვის: 
აურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, თითო ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი, თაფლი და უმი კვერცხის გული. ნარევი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ ფაქიზად შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ თავზე საშხაპე ქუდი ან ცელოფანი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 1 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ შამპუნითა და თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

 

 

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 907 | დაამატა: buka | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0