მთავარი » 2012 ივლისი 20 » საინტერესო ფაქტები ადამიანზე
1:03 PM საინტერესო ფაქტები ადამიანზე | |
![]() საშუალოდ, ამერიკელი ადამიანი ერთ წელში 4 კგ საკვებ დანამატებს იყენებს. ყოველ წელს დაახლოებით 24000 ამერიკელი ადამიანი იღებს ვირთხის ნაკბენს. გულისცემის სიხშირე შეიძლება 30%-ით გაიზარდოს მთქნარების დროს. საშუალოდ, ადამიანი ცხოვრების განმავლობაში 5 წელი იკვებება. როცა ადამიანი იტყუება, ის ხშირად იხედება ზემოთ ან მარცხნივ. საშუალოდ, ადამიანს ცხოვრების განმავლობაში 760 კგ თმა ამოსდის. მემარჯვენეს მარჯვენა ხელზე ფრჩხილები უფრო სწრაფად ეზრდება, ვიდრე მარცხენაზე. ცაციას კი პირიქით - მარცხენაზე უფრო სწრაფად, ვიდრე მარჯვენაზე. სამხრეთ ინდოეთში საკმაოდ ჩვეულებრივი ტრადიციაა, როცა მამაკაცი თავისი უფროსი დის ქალიშვილს ირთავს ცოლად. სტატისტიკურად, მსუბუქად ჭარბწონიანი ადამიანი უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანი. აზიდვების მაქსიმალური რაოდენობა ერთ მისვლაზე არის 46001. ყოველწლიურად 30 000 ადამიანი იღებს ტრავმას სავარჯიშო მოწყობილობისა და ინვენტარისგან. აშშ-ში დანაშაულების 67%-ს დამნაშავეების 10% ჩადის. მეხი კაცებს 6-ჯერ უფრო ხშირად ეცემათ, ვიდრე ქალებს. ადამიანების 45% შარდავს დუშის მიღების დროს, 28% კი ბასეინში ბანაობისას. ალბანეთში თავის დაქნევა ”არა”-ს ნიშნავს, გაქნევა კი ”დიახ”-ს. საშუალოდ, უცოლო კაცი 2სმ-ით დაბალია ცოლიანზე. ადამიანები გენეტიკურად 99,9%-ით მსგავსნი არიან, ხოლო ჩვენი გენოტიპის 98,4% შიმპანზესაც აქვს. ადამიანის თვალს 10 000 000 ფერის გარჩევა შეუძლია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქალის ორგანიზმი 7 მლნ. კვერცხუჯრედს ქმნის. პაპაფობია - რომის პაპის შიში. ადამიანის პირში დაახლოებით 40 000 ბაქტერიაა. გახელილი თვალებით დაცემინება შეუძლებელია. საშუალოდ, ქალები 2-ჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს ვიდრე კაცები. ადამიანს გემოს 2000 რეცეფტორი გააჩნია. დაბადებისას ბავშვს 300-მდე ძვალი აქვს, ზრდასრულ ასაკისთვის ის 206-მდე მცირდება. მესოპოტამიაში პაციენტის სიკვდილის შემთხვევაში, მის ექიმს სიკვდილით სჯიდნენ, პაციენტის დაბრმავებისას, ექიმსაც აბრმავებდნენ. ნერვული იმპულსი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 90 მ/წმ სიჩქარით გადაადგილდება. საშუალო ადამიანის ორგანიზმში იმდენი ცხიმია, რამდენიც 7 ცალი საპნის წარმოებას სჭირდება. დალტონიზმს კაცებში 10-ჯერ უფრო ხშირად ვხვდებით, ვიდრე ქალებში. შუა საუკუნეების ექიმები ყოყმანის შემთხვევაში სიფილისის დიაგნოზს სვამდნენ. ადამიანის ძვლების თითქმის ნახევარი ტერფებსა და მაჯებშია. ხელის ფრჩხილები დაახლოებით 4-ჯერ სწრაფად იზრდება, ვიდრე ფეხის. ცისფერთვალა ადამიანები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ტკივილის მიმართ. არსებობს სურდოს გამომწვევი 100-ზე მეტი სხვადასხვა ვირუსი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 1000-ჯერ იცვლება. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ნერვების სიგრძე 75 კმ-მდეა, სისხლძარღვებისა კი 80 000 კმ-მდე, ანუ ეკვატორს 2-ჯერ შემოუვლის. ადამიანის ტვინი დღეში უფრო მეტი იმპულსის გენერაციას ახდენს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად აღებული. ადამიანის ტვინში ერთი წამის განმავლობაში 100 000 ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების ჯამური მასა დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს. ადამიანის ფილტვების ფართობი დაახლოებით ჩოგბურთის კორტის ფართობის ტოლია. ბავშვები სამუხლის გარეშე იბადებიან. ის 2-6 წლის ასაკში ჩნდება. ფსიქიატრიულ სინდრომს, რომლის დროსაც ადამიანს ემართება დეპერსონალიზაცია, ეკარგება დროის, სივრცის, საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმის უნარი, ოფიციალურად ეწოდება ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”. დაბადებისას ადამიანის ტვინში უკვე არსებობს 14 მილიარდი უჯრედი და ეს რიცხვი არ იზრდება. პირიქით, 25 წლის მერე ეს რიცხვი ყოველდღიურად 100 000-ით მცირდება. ერთ წუთში, რომელსაც ერთი გვერდის წაკითხვისთვის ვხარჯავთ, 70 უკრედი კვდება. 40 წლის მერე ტვინის დეგრადაცია სწრაფდება, 50 წლის შემდეგ კი ტვინის მოცულობა მცირდება. ადამიანს დახლოებით 2 მლნ. საოფლე ჯირკვალი აქვს. საშუალოდ, ზრდასრული ადამიანი 1 ლიტრ ოფლის დაკარგვასთან ერთად კარგავს 540 კალორიას. კაცები 40%-ით მეტ ოფლს გამოყოფენ, ვიდრე ქალები. ადამიანის წვრილი ნაწლავი დაახლოებით 2.5 მ სიგრძისაა, ხოლო სიკვდილის შემდეგ, როცა კუნთის მასა მოეშვება, სიგრძე 6 მ-ს აღწევს. ადამიანი ცოცხალი არსებებიდან ერთადერთია, ვისაც სწორი ხაზის გავლება შეუძლია. საშუალოდ ადამიანს 725 კმ სიგრძის თმა ეზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ქერებს თმა უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე შავგვრემნებს. ადამიანის გაღიმებაში 17 კუნთი მონაწილეობს. ადამიანის დნმ 80 000 გენს შეიცავს. ლეიკოციტები ჩვენს ორგანიზმში 2-3 დღე ცოცხლობენ, ხოლო ერითროციტები - 3-4 თვე. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |