მთავარი » 2012 ივლისი 17 » საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარები
9:10 AM საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარები | |
![]() ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში 40 000-მდე გვარია დარეგისტრირებული. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აქვეყნებს. მათში გამოკვეთილია ყველაზე გავრცელებული 50 გვარი, რომელთაგანაც პირველი ათი ასე გამოიყურება: ბერიძე (26 796), მამედოვი (25 968), კაპანაძე (17976), ალიევი (17605), გელაშვილი (17221), მაისურაძე (15352), გიორგაძე (13230), ლომიძე (12301), წიკლაური (12220) და ბოლქვაძე (11650). ამასთანავე, გამოვლინდა გვარების სიმრავლე რეგიონების მიხედვითაც: აფხაზეთში ყველაზე გავრცელებული გვარი კვარაცხელია აღმოჩნდა, აჭარაში – ბერიძე, გურიაში – ჩხაიძე, სამეგრელო–ზემო სვანეთში კვარაცხელიაა ყველაზე მეტად გავრცელებული გვარი, იმერეთში კაპანაძეები ჭარბობენ, რაჭა–ლეჩხუმი – ქვემო სხვანეთში ლიპარტელიანები სახლობენ ყველაზე მრავლად, სამცხე–ჯავახეთსა და შიდა ქართლში გელაშვილია ყველაზე გავრცელებული გვარი, მცხეთა მთიანეთში–წიკლაურები, ქვემო ქართლსა და კახეთში კი – მამედოვები. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ყველაზე გავრცელებული გვარი მაისურაძეა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |