მთავარი » 2012 » მაისი » 15 » შეამცირებს თუ არა Google-ის თვითმართვადი ავტომობილი ავტოკატასტროფების რაოდენობას?
9:05 PM
შეამცირებს თუ არა Google-ის თვითმართვადი ავტომობილი ავტოკატასტროფების რაოდენობას?
Google-მა Nevada-ში მისი თვითმართვადი ავტომობილისთვის ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ ავტმობილში მისი მოძრაობისას აუცილებლად უნდა იჯდეს ვინმე.
რეალურად მართვის მოწმობა არა მანქანას, არამედ მოსწავლეებს მიეცათ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
თუ Google-ის robocar-ის შექმნის ისტორიას კიდევ ერთხელ გადავხედავთ, იგი შესაძლოა ბოლო 100 წლეულის განმავლობაში ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოგონებად ჩაითვალოს. როგორც ანალიტიკოსები აფასებენ ამ გამოგონებას უამრავი სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება შეუძლია. პირველ რიგში რაოდენ უწესრიგოდაც უნდა ჩანდეს, ეს ტექნოლოგია საკმაოდ დიდ ნახტომს წარმოადგენს საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით. ყოველწლიურად 30,000 ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფაში. უბედური შემთხვევის უმეტესობა კი გამოწვეულია „ადამიანი მძღოლების" შეცდომებით. 
თვითმართვად ავტომობილებში, როგორიცაა Google-ის ავტომანქანა" თავმოყრილია ტექნოლოგიები, რომლებიც თანამედროვე ავტომობილებში გამოიყენება. გარდა ამისა ისინი ხედავენ სხვა მანქანებს, ფეხით მოსიარულეებს და სხვა წინაღობებს, დამატებითი ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველოფის მეშვეობით კი ხედავენ მოძრაობის ნიშნებს. Google-ის მანქანა Toyota Priuse ჯერ კიდევ საცდელ ეტაპზეა და გაყიდვაში არ გამოსულა, თუმცა მასში უკვე ინტეგრირებულია ტექნოლოგია „მძღოლის ასისტენტი", რომელიც ავტოკატასტროფების რიცხვს და სიკვდილიანობას შეამცირებს.
თუმცა დევიდ ჩემპიონი, Consumer Reports-ის ავტომობილების ტესტირების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ავტოკატასტროფები მნიშვნელოვნად მაშინ შემცირდება თუ ყველა ავტომობილი თვითმართვადი იქნება.
„კომპიუტერულად მათვადი მანქანები მნიშვნელოვნად შეამცირებენ სიკვდილიანობას, თუ ყველა ავტომობილი ავტონომიურად მართვადი იქნება, ვინაიდან ადამიანებს უკეთ შეუძლიათ გათვალონ ერთმანეთის საქციელი, ვიდრე რომელიმე კომპიუტერს ადამიანის ქმედება," დასძინა მან.
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 582 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0