მთავარი » 2012 აპრილი 28 » სიტყვა “კამიკაძე”
7:24 PM სიტყვა “კამიკაძე” | |
![]() კამიკაძე (იაპ. 神風 – სიტყვასიტყვით "ღმერთების ქარი”), სასიკვდილოდ გამიზნული მფრინავი იაპონიის შეიარაღებულ ძალებში მეორე მსოფლიო ომის დროს. კამიკაძე ერთჯერადი მოქმედების თვითმფრინავით ებრძოდა მოწინააღმდეგის ხომალდებს. 1945 წელს იაპონიის შეიარაღებულ ძალებში 5 ათასამდე ერთჯერადი მოქმედების თვითმფრინავი იყო. მას ჰქონდა მცირე რეაქტიული ძრავა და მოქმედების შეზღუდული რადიუსი. თვითმფრინავის თავში მოთავსებული იყო 1 ტონამდე ფეთქებადი ნივთიერება. კამიკაძის მიერ პილოტირებული თვითმფრინავი მიზანში შეჭრისთანავე ფეთქდებოდა. წყნარ ოკეანეში საომარი მოქმედების დროს 1944–1945 წლებში დაიღუპა დაახლოებით 2500–ზე მეტი კამიკაძე. სიტყვა "კამიკაძე” თავს მეცამეტე საუკუნეში იჩენს. ეს ის პერიოდია, როდესაც მონღოლეთი გაბატონდა მთელს ევრაზიაზე და 1281 წ. ყუბილაი ხანი 100.000-იანი ფლოტით იაპონიის დასალაშქრად ჰაკატას მიმართულებით დაძრა. აღნიშნული ლაშქრობა ზღვაზე ამოვარდნილმა გიგანტურმა ტაიფუნმა ჩაახშო და მონღოლთა ფლოტი თითქმის მთლიანად ტალღებმა შთანთქა. მონღოლთა ყაენი არ შეეპუა ბუნების სასჯელს და ხელმეორედ აიღო გეზი იაპონიისაკენ. სასწაული კვლავ განმეორდა და ზღვაზე ამოვარდნილმა შტორმმა სასტიკი განაჩენი გამოუტანა მონღოლთა მიერ ხელმეორედ შეკოწიწებულ ფლოტილიას. მადლიერმა იაპონელებმა კი ამ ბუნების სასწაულს "კამიკაძე” უწოდეს, რაც იაპონურად "ღვთიურ ქარს” ნიშნავს. სამწუხაროდ, ეს "სასწაული”, შემოდგომის დადგომასთან ერთად, ხშირად სტუმრობს თვითონ იაპონიის კუნძულებსაც და სერიოზულ ხარკს აწერს ქვეყანას, მაშინაც კი როდესაც უკვე ტაიფუნის შემოსვლა და გასვლა მატერიკიდან, მატარებლის განრიგივით გამოთვლილი და დადგენილია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |