მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 1 სამყაროს შექმნა
3:48 PM
სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 1 სამყაროს შექმნა

თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰემი , ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო – მუსპელჰეიმი მდებარეობდა.ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა,რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი.

imir
იმირი

bori
ბიორი

buri
ბური

მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური (ბურზე ძალიან მცირე ინფორმაცია შემოგვრჩა). მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები ოდინივილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს.

odin
ოდინი

vill
ვილი

ve
ვე

სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი (Frêne), ქალს – ემბლა (Orme). ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს საზღვარი (ბიფროსტი) ცისარტყელის ფორმით წარმოიდგინება. ბიფროსტს ჰეიმდალი იცავს.
hei
ჰეიმდალი

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 677 | დაამატა: buka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0