მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 2 – იოტუნები
3:47 PM
სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 2 – იოტუნები

იოტუნები (Jötun) – სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები)

გიგანტ-იოტუნთა სია:

იმირი – პირველი გიგანტი
imir
იმირი

ანგრბოდა – გიგანტი ქალი, რომელმაც ლოკისგან სამი ურჩხული დაბადა : იორმუნგანდი – ზღვის დიდი გველი,
ფენრირი – მგელი-გიგანტი და ცისფერ-თეთრი სიკვდილი – ჰელი.

angrboda
ანგრბოდა

ბაუგი – გილინიგის შვილი, გუტუნის უმცროსი ძმა. ბაუგი ოდინს დაეხმარა "პოეტური თაფლის” მოპოვებაში.
ბილეისტი – ლოკის ძმა.
ბილინგი – რინდის მამა.

rind
რინდი

ვაფტრუნდირი – გიგანტი, რომელმაც ოდინს სიბრძნეში შეეჯიბრა.
გერდი – ფრეირის ცოლი.

freir
ფრეირი

გილინგი – გიგანტი, რომელიც მოკლული იქნა "პოეტური თაფლის” გამო ფიალიარის და გალიარის მიერ.
ჰიმირი – გიგანტი, რომელიც თორთან ერთად გაემგზავრა გველ იორმუნგანდის "დასაჭერად”.

thor
თორი

გიროკინი – გიგანტი ქალი, რომელმაც ასებს დაეხმარა ბალდრის გასასვენებელი გემის ზღვაზე გაშვებაში.

ბალდრი (ბალდერი ( Balder)), სინათლისა და გაზაფხულის ღმერთისკანდინავიურ მითოლოგიაში. ოდინისა და ფრიგის ძე. მისი სიკვდილი ღმერთების (ასების) და მთელი სამყაროს დაღუპვას მოასწავებდა, ამიტომ დედა – ფრიგი ყველაფრისაგან იცავდა, მხოლოდ ფითრი გამორჩა მხედველობიდან. ამით ისარგებლა ასების მტერმა ლოკმა, ფითრის რტოსგან ხელშუბი გააკეთა, წყვდიადის ბრმა ღმერთს ჰედრს გადასცა და ასპარეზობის დროს ისე მიმართა მისი ხელი, რომ ჰედრმა ბალდრი განგმირა. მითური გადმოცემით, ბალდრი მკვდრეთით აღდგება ხოლმე განახლებულ სამყაროსთან ერთად

baldra
ბალდრა

გრიდი - ქალი-გიგანტი. მან ოდინს ვაჟი, ვიდარი , გაუჩინა. ეხმარებოდა თორს.

grid
გრიდი
vidar
ვიდარი

ლოკი – იოტუნი ცეცხლის ღვთაება. იგი მოუხმობს რაგნაროკს და სამყაროს დასასრულს.
lok
ლოკი

მანი – მთვარის ღმერთი – ვარსკვლავების მმართველი.
მიმირი – იგდრასილის ფესვებთან არსებული სიბრძნის წყაროსბრმა დარაჯი.

mimir
მიმირი

მოდგუდი – ქალი-გიგანტი, ჰელის მოსამსახურე.
მოკურკალფი – რუნგნირუს დასახმარებლად გიგანტების მიერ თიხისგან შექმნილი მთაკაცი. იგი თორის დამხმარემ,ტიალფიმ, მოკლა.

მუნდილფორი – მანის და სოლის მამა. სიამაყის გამო დაისაჯა ასების მიერ.

ნარფი – ნოჩის(Nótt) მამა.

nott
ნოჩი

რანი – ეგირის ცოლი. მეუღლეს ჩაძირული ხალხის გვამების შეგროვებაში ეხმარება.

ran
რანი
egir
ეგირი

რინდი – ვალის დედა.
სკიმირი – გოლიათი, რომელიც თორს შეხვდა უტგარში მოგზაურობის დროს.
სნიორი – გიგანტი. თოვლის მოსვლის მახარობელი.
სოლი(სული, სუნა) – მზე, თვე მანის და.
ტოკი – ქალი-გიგანტი. ლოკმა ტოკის გარეგნობა მიიღო, რათა არ დაეშვა ბალდარის მკვდართა სამეფოდან დაბრუნება.

ტრიმი – ტრიმმა თორის ურო მოიპარა.
ფარბაუტი – ლოკის მამა.
ფაილიარი – გიგანტი, რომელიც რაგნაროკის დასაწყისს გამოაცხადებს.
ჰელი – გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი, ლოკის შვილი.

hel
ჰელი

ხროდი – ჰიმირის მეუღლე.

himir
ჰიმირი

ხრესვლეგრი(Hraesvelgr) – ქარის მბრძანებელი.
ეგირი(Agir) – ზღვის გიგანტი, ზღვათა მფლობელი, ასების მეგობარი.
ელი – ქალი-გიგანტი. თორს აიძულა მუხლის მოდრეკა მათი შერკინების დროს.
იარნსაკსა – თორის საყვარელი. თორის ვაჟის, მაგნის, დედა.

iarnaska
იარნასკა
magni
მაგნი

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 705 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0