მთავარი » 2012 » მაისი » 12 » სვირინგები
1:28 PM
სვირინგები
სვირინგები - Site Name

1. ძველად სლოვაკეთში სვირინგს ძირითადად ქალები ატარებდნენ. მათ ნახატებს სახლის მფარველობის დატვირთვა ჰქონდათ.



2. ჯონ კენედიმ ტატუ მხოლოდ მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით მოიშორა. მას მხარზე კუ ჰქონდა გამოსახული. უინსტონ ჩერჩილს კი - ღუზა. სხვათაშორის 1900 წელს დადგენილი იქნა, რომ აშშ-ს მეზღვაურთა 90%-ს ტატუ ჰქონდა გაკეთებული. კუ სხეულზე, ეკვატორის გადაკვეთის ნიშანია.



3.კათოლიკური ეკლესია სვირინგებს არ კრძალავს.ძველად კათოლიკები თავიანთ სარწმუნოებაზე მოქცეულ ადამიანებს სხეულზე ჯვრის ფორმას უსვირინგებდნენ, რათა მათ აღარ შეძლებოდათ სარწმუნოების შეცვლა. დღესდღეობით მსოფლიოში დარეგისტრირებულია ქრისტიანული ტატუირების ასოციაციები, რომლებიც ადამინებს სთავაზობენ ბიბლიური პერსონაჟებისა და სხვა ქრისტიანული სიმბოლოების ამოტვიფრვას.



4. ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ტატუირება 1862 წლიდან არის ნებადართული,მას შემდეგ, რაც მომავალმა მეფემ ედუარდ VII ხელზე ჯვარი ამოისვირინგა. ტატუ ჰქონდა პრინც ჩარლზსაც. თუმცა მან ის დიანაზე დაქორწინების წინ წაიშორა5. იაპონელი გეიშებისათვის სიყვარულის დამადასტურებელი ხუთი კომპონენტიდან ერთ-ერთად სწორედ ტატუირება ითვლებოდა.



5.ვიეტნამის ომის დროს ამერიკელ მოქალაქეს, რომელსაც ჯარში მიწვევა მიუვიდა, მაჯაზე არაეთიკური წარწერა ჰქონდა გაკეთებული. ტატუ ისე იყო განლაგებული, რომ ის მხოლოდ სამხედრო მისალემბის დროს ჩანდა. ამის გამო იგი ჯარში წაყვანას გადაურჩა.



6. მსოფლიოს ყველაზე ტატუირებული ადამიანი შოტლანდიაში ცხოვრობდა. მისი სხეულის 99.9% ლეოპარდის ტყავის მსგავსი ნახატით იყო დაფარული. კანი ფეხის თითებს შორის და ყურის შიგნითა კანი იყო ის ადგილები, რომლებიც იმ 0.1%-ში შედიოდა.



7.ვიქტორია ბექემი ტატუ მხოლოდ მისთვის ძვირფასი ადამიანების სახელისა და გვარის დაწერით შემოიფარგლება. მას უკვე აქვს ამოსვირინგებული საკუთარი, მეუღლისა და ორი შვილის სახელი.



8. ალბერტ აინშტაინი და სტალინი იმ ცნობილ ადამიანებს შორის იყვნენ, რომელთაც სვირინგი ჰქონდათ გაკეთებული.
 


სვირინგები - Site Name

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 1833 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0