მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » თბილისელი სვეცკები
3:16 PM
თბილისელი სვეცკები
თბილისელი
ალბათ ყველა თქვენგანი იცნობთ ერთ ისეთ ადამიანს მაინც, რომელიც ბაზრობაზე ტანსაცმლის საყიდლად არასდროს არ წავა, რადგან "ბანძობად" მიიჩნევს და მინიმუმ კიდობანსა და პასაჟში მიდის ტანსაცმლის საყიდლად. 
რატომღაც საქართველოში ჯერ არ არის შემოსული კულტურა, რომ ტანსაცმლის მაღაზიები, რომლებიც ძვირადღირებული და ხარისხიანი საქონლის შემომტანად ითვლება, იყოს მართლაც განსხვავებული და მათი პროდუქცია განსხვავდებოდეს ბაზრობაზე შეძენილ იაფფასიანი ხარახურისაგან.
ალბათ დაკვირვებული ხართ, კიდობანში რომ ლილოს საქონელია ნახევარზე მეტი და ფასი სამმაგი ან ორმაგი ადევს, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღაზიაში კიდია.არადა იმ ორმაგ ფასად თუ მართლა ხარისხიანის ყიდვა უნდა ადამიანს, ისევ ლილოში წავიდეს და აარჩიოს, ჯობია...იქაც ხომ არის ადგილები, სადაც ძვირადღირებული საქონელია, მაგრამ_ხარისხიანი.
თუმცა ზოგ თბილისელ "სვეცკს" მაინც ურჩევნია თქვას, რომ ბაზრობაზე არასდროს არ ყოფილა და არც წავა, რადგან "ბანძობაა" და დადის საყიდლებზე ისეთ მაღაზიებში, სადაც უბრალოდ ბევრს იხდის და თავს იტყუებს, თითქოს ისეთ რამეს ყიდულობს, რაც არავის არ ეცმევა.არადა ნახევარ თბილისს, რომ გადახედავს, შეამჩნევს, რომ მისნაირი აცვია.თუმცა ამაზეც პასუხი აქვთ ხოლმე ასეთებს მომზადებული.ჩემი ხარისხიანია და ამას თურქული გამოშვების აცვია...სინამდვილეში კი, ჩემი აზრით, ასეთი საქციელით უფრო "იბანძებენ" თავს და რეალურად შეხედონ ცხოვრებას, ამას ვურჩევდი...აკვიატებული აზრებისგან კი, როგორმე გათავისუფლდებოდნენ...



თბილისელი

თბილისელი
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 700 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0