მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » ცხენი
4:08 PM
ცხენი

ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) არის ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ, და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში.

არაბული ცხენი, საჯდომი ცხენის უძველესი ჯიში. მისი სამშობლოა არაბეთის ნახევარკუნძული, სადაც I ათასწლეულში, ხალხური სელექციის გზით იგი ცალკე ჯიშად ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეებში არაბული ცხენი

ცხენები
ევროპაში შეიყვანეს და ადგილობრივი ცხენების გაუმჯობესებით მიიღეს მსუბუქი საკავალერიო ცხენი. აღმოსავლეთ ქვეყნებში მას საჯდომ ცხენად იყენებედნენ. არაბული ცხენის მონაწილეობით გამოყვანილია საჯდომი (ინგლისური წმინდასისხლიანი) და ჩორთმავალი (ორლოვის) ცხენის ჯიშები.

არაბული ცხენი ტანად მომცროა, მკვრივი კონსტრუქციისა, ღონიერ ფეხებს და მსუბუქად ადგამს. ფერად ლურჯაა, ქურანა ან თაფლა. განაზომი (სმ): სიმაღლე მინდაოში 150-152, ტანის ირიბი სიგრძე 149-150, გულმკერდის ირგვლისი 170-175, ნების ირგვლივი 18-19.

არაბული ცხენი ნაკლებმომთხოვნია და კარგად იტანს შორ მანძილზე გადარბენას. ჯიშში 3 ტიპს განასხვავებენ: ხადბანს, ქუჰეილანს და სიგლავს.

კატეგორია: ცხოველთა სამყარო | ნანახია: 660 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0