მთავარი » ცხოველთა სამყარო
ხოხმა ძაღლები (38 ფოტო)
მეტის სანხავად შედით გაგრძეებაში
Категория: ცხოველთა სამყარო | Просмотров: 670 | Добавил: buka | Дата: 2012-04-15 | Комментарии (0)


შედარებით დიდი თხუნელაა. ქალას კორდილობაზალური სიგრძე 33,1– 35,7 მმ–ია. სხეულის სიგრძე 109–136 მმ. ზედა რკალის კბილების სიგრძე 12,9– 13,8 მმ. ზედა საჭრელი კბილების შუათანა წყვილი რამდენადმე მაღალია გვერდით საჭრელ კბილებზე.

თხუნელა ჩვენში ყველგანაა, მაგრამ მეტწილად დასავლეთ საქართველოს ნოტიო ადგილებშია გავრცელებული, იქ, სადაც ატმოსფერული ნალექები დიდი რაოდენობით იცის. თხუნელა ცხოვრობს ტყეებლსა და ველ–მინდვრებში, ბოსტნებსა და ბაღებში, მაღალ მთებსაც არ ერიდება და 2540 მ სიმაღლეზე ადის.

მამლები დედლებზე დიდია. ზამთარ–ზაფხულ აქტიურობენ. ზამთრობით არ სძინავთ და უფრო ღრმად ჩადიან მიწაში, რაც მსხვერპლზე ნადირობასთან არის დაკავშირებული. კავკასიური თხუნელა ბუდეს ბუჩქების ან ხის ქვეშ იკეთებს: ბუდიდან რამდენიმე გზა გადის მის სანადირო ფართობზე. ერთი სავალი გზა სწორი, განიერი და ღრმაა; დანარჩენი მის განშტოებას წარმოადგენენ. ამ მთავარ სავალ გზაზე თხუნელა აუცილებლად გაივლის.

Категория: ცხოველთა სამყარო | Просмотров: 675 | Добавил: buka | Дата: 2012-04-15 | Комментарии (0)

საკუთარი ადგილის ცნობა
როგორც კი სახლში მოიყვანთ ლეკვს, მაშინვე იზრუნეთ მის საკუთარ ადგილზე, სადაც მისი საწოლი იქნება მოთავსებული. ამ წუთიდან დაწყებული პატარამ მხოლოდ ამ ადგილას უნდა დაიძინოს. შესაძლოა, თავიდან რამდენიმე ღამე ლეკვის წკმუტუნმა ძილი დაგიფრთხოთ, მაგრამ არ აყვეთ ემოციებს და არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანოთ თავისი ადგილიდან, მითუმეტეს თქვენ საწოლში. მოგიწევთ ადგეთ და თქვენი ხელით მიიყვანოთ თავის ადგილას. იმისათვის, რომ შეჩვევის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს, კარგი იქნება თუ საწოლ კალათაში დედის ადგილსამყოფელიდან წამოღებულ ნაჭრის ნაწილს ჩაუდებთ. მშობლიური სურნელი დაამშვიდებს ლეკვს, უფრო სწრაფადაც მიეჩვევა თავის ადგილს. 
Категория: ცხოველთა სამყარო | Просмотров: 702 | Добавил: buka | Дата: 2012-04-15 | Комментарии (0)

სამოსამსახურეო ძაღლი თუ პროფესიონალის მიერ არის აღზრდილი, პატრონს და მის ქონებას ისე დაიცავს, რომ უცხო ადამიანი ვერასდროს გაეკარება. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესიონალი მწვრთნელი, რა უნდა ვიცოდეთ გასაწვრთნელი ძაღლის ყოლის მსურველებმა და რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი, ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი გიამბობთ: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლები ძირითადად იცავენ ჩვენს ქონებრივ საკუთრებას და პირადად ჩვენ. ესენი არიან:

კანე კორსო, როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებული არიან დაიცვან პატრონი. შედარებით უცხო ადამიანებისადმი კი გულგრილები არიან და უნდობლობას იჩენენ. არიან საუკეთესო მცველები. სამოსამსახურეო ძაღლებს ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ. სამოსამსახურეო ძაღლი არ გამოხატავს აგრესიას თუ მის ტერიტორიას არ გადალახავ და მის საკუთრებაში არ შეიჭრები. მაგალითად, ასეთ შემთხვევაში კანე კორსომ შეიძლება ისეთი სერიოზული ზიანი მიაყენოს დაუპატიჟებელ სტუმარს, რომ ადამიანი ვეღარ ააწყოთ. ანალოგიური ზიანის მიყენება არ შეუძლია ლაბრადორ რეტრივერს, მიუხედავად იმისა, რომ მას და კანე კორსოს ერთი წონა აქვთ. თუ მის ტერიტორიას გადალახავ, დაიყეფებს და შენსკენ წამოვა, შეიძლება გიკბინოს, თუმცა მისი კბენის მაქსიმუმი გაკაწვრაა, რომელიც გეტკინებათ. ნებისმიერი სამოსამსახურეო ძაღლის აყვანის შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია, თუ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები უყვარს, ძაღლი პროფესიონალთან აღზარდოს. მართალია, ძაღლი გენეტიკურად კოდირებულია, რომ ტერიტორია და პატრონი დაიცვას, მაგრამ გენეტიკურად არ გადაეცემა ის, თუ რა შემთხვევაში დაიცვას და რა შემთხვევაში – არა.

Категория: ცხოველთა სამყარო | Просмотров: 677 | Добавил: buka | Дата: 2012-04-15 | Комментарии (0)


სპილოებს დიდი ადგილი უჭირავთ პოპულარულ კულტურაში, მათ უკავშირდებათ გარკვეული სახის რელიგიური წარმოდგენები და ხშირად სიბრძნისა და ალტრუიზმის სიმბოლოდ მოიაზრებიან. მიუხედავად ამისა, თუკი ადამიანი ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც სპილოს ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ზოოპარკში, ცირკსა და მსგავს ადგილებში ეძლევა, ნაკლებადაა ამ ცხოველზე ინფორმირებული.
Категория: ცხოველთა სამყარო | Просмотров: 787 | Добавил: buka | Дата: 2012-04-15 | Комментарии (0)

« 1 2 3 4 5 6 »
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  სექტემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0