მთავარი » 2012 ივლისი 5 » უმაგრესი პოსტი
3:52 PM უმაგრესი პოსტი | |
![]() იმედგაცრუებული ქალი :)))))))))) ერთ მზიან დღეს ქალების ყურამდე შესანიშნავმა ახალმა ამბავმა მიაღწია. ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ არც მეტი, არც ნაკლები ,,ქმართა მაღაზია” გახსნა. აქ ნებისმიერ ქალს შეეძლო მისვლა და სურვილისამებრ ქმრის შერჩევა. თუმცა არსებობდა ერთი პირობაც: თუ ზედა სართულზე ახვიდოდი, მერე ქვედა სართულზე დაბრუნება ქმრის არჩევის მიზნით აღარ შეგეძლო. ქალები მაღაზიას მიაწყდნენ და მათ შორის იყო დუდუხანაც, ერთი ჩვეულებრივი ტიპიური ქალი. მიადგა დუდუხანა პირველ სართულს და გამოკრულ აბრაზე კითხულობს: ამ კაცებს აქვთ სამსახური. ქალმა თავისთვის გაიფიქრა ,, ანუ ეს ჩემს წინა შეყვარებულზე უკეთესია, მაგრამ ნეტა ზევით რა არის? ” ადგა და ავიდა მეორე სართულზე. მეორე სართულის აბრაზე ეწერა: ამ კაცებს აქვთ სამსახური და უყვართ ბავშვები. ქალმა გაიფიქრა: ,,მშვენიერია, მაგრამ ნეტა ზედა სართულზე რაღაა?” ავიდა მესამე სართულზე და აბრაზე წერია: ამ კაცებს აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები და ძალიან სიმპატიურები არიან. დუდუხანა: ,,ჰმმ, ეს მთლად უკეთესია, მაგრამ ზევით რა უნდა იყოს?” ავიდა მეოთხე სართულზე და აბრაზე კითხულობს: ამ კაცებს აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები, ძალიან სიმპატიურები არიან და სახლის საქმეებსაც აკეთებენ. დუდუხანა: ,,ნამდვილად მაცდური წინადადებაა, მაგრამ ზემოთ კიდევაა სხვა სართული” ავიდა მეხუთე სართულზე და აბრაზე წერია: ამ კაცებს აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები და ძალიან სიმპატიურები არიან, სახლის საქმეებსაც აკეთებენ და რომანტიკულები არიან. დუდუხანა ერთიანად დადნა სიამოვნებისგან როცა ასეთი კაცი წარმოიდგინა, მაგრამ გაიფიქრა: წარმომიდგენია ზევით სართულზე რა დამხვდებაო და კიბეს შეუყვა.. მეექვსე სართულის აბრაზე წერია: თქვენ ხართ 123,974,389,012,345-ე ქალი,რომელიც აქ ამოვიდა, აქ კაცები საერთოდ არ არის, ეს სართული შექმნილია იმისთვის,რომ ქალები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, როგორ კაცსაც ეძებთ მასეთი არ არსებობს.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |