მთავარი » 2012 » მაისი » 14
ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა 12 პროდუქტის რეიტინგი შეადგინა, რომელიც დიეტოლოგებმა ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნიეს.

პროდუქტის სარგებლიანობა მასში შემავალი ვიტამინების მიხედვით, ასევე კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შეჩერებისა და წნევის მოწესრიგების უნარით შეფასდა.

თუ ადამიანი ამ სახის პროდუქტს მუდმივად მიირთმევს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სიის სათავეში მოხვდა კენკროვანი ხილი: მარწყვი, მაყვალი და ჟოლო. ამ ხილში უხვადაა მიკროელემენტები და ვიტამინები, ამის გარდა მათში დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტებიც.

შემდეგ მოდის კაკალი და თხილი, რომლებიც გამოკველვის თანახმად ონკოლოგიური დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტისგან საუკეთესო დაცვის საშუალებაა.



Категория: სასარგებლო რჩევები | Просмотров: 675 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-14 | Комментарии (0)

სახალისო კითხვები - Site Name

1 რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?
Категория: სასაცილო | Просмотров: 1212 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-14 | Комментарии (0)


  
ბოლოსწინა, 79-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ჰოლანდიელმა იორიტ ჰენდრიქსმა ჩვენს საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი საქართველოს ნაკრების კარში უცნაური ტრაექტორიით ჩაეშვა. 

ქართველებმა ერთიც გაიბრძოლეს, მაგრამ შეუძლებელი ვეღარ შეძლეს - დარჩენილ დროში ჰოლანდიელებმა კიდევ გაიტანეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩამდე ერთადერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ორმაგად გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში რიცხობრივ უმრავლესობაში მყოფმა მეტოქემ ბევრით ვერაფრით გვაჯობა და თერთმეტმეტრიანების სერიამდე მცირედი დაგვაკლდა (რეგლამენტის მიხედვით, დამატებითი დრო არ დაინიშნებოდა).
Категория: სპორტი | Просмотров: 630 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-14 | Комментарии (0)

ამერიკულმა კომპანია "ალტაეროს ენერჯიზმა” უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა.

ის ქალაქ ლაიმსტოუნში (შტატი მეინი), ლორინგის კომერციულ ცენტრში ჩატარდა. რგოლის ფორმის მქონე გასაბერმა სტრუქტურამ, 107 მეტრის სიმაღლეზე აიტანა მის ცენტრში მოთავსებული ქარის ტურბინა, რომელმაც ენერგია გამოიმუშავა. ტესტის დასრულების შემდეგ, დანადგარი უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.

პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ საჰაერო ტურბინას ჩვეულებრივ ქარის სადგურზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ დიდ სიმაღლეზე ქარი უფრო სტაბილური და ინტენსიურია. ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ მფრინავი ტურბინის 300 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემთხვევაში, ქარის ენერგიის ღირებულება დაახლოებით 65 პროცენტით შემცირდება.

"ათწლეულების განმავლობაში, ქარის ტურბინების დამონტაჟება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მათ უზარმაზარი კოშკები და ამ კოშკებზე დასამაგრებლად, მაღალი ამწეები სჭირდებათ. და ამის მიუხედავად, ისინი შედარებით დაბალ სიმაღლეზე მუშაობენ, სადაც ქარები სუსტი და ცვალებადი მიმართულებისაა. თანამედროვე ტექნოლოგიები კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შევქმნათ გასაბერი მფრინავი სტრუქტურები, რომლებზეც ტურბინის დამაგრება იქნება შესაძლებელი. ასეთი სტრუქტურებით, ტურბინას დიდ სიმაღლეზე ავიტანთ, სადაც ქარები უფრო ძლიერი და სტაბილურია. თანაც, ასეთი სტრუქტურების ტრანსპორტირება ადვილი იქნება”, – ამბობს "ალტაეროსის” მთავარი აღმასრულებელი ბენ გლასი.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 603 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-14 | Комментарии (0)



ამას ყველა მორწმუნე ადამიანმა უნდა უყუროთ აუცილებლად. ყველაფერი დეტალურად აღწერილია იმ ჩიპზე თუ რა მოგველის მას რომ ჩვენ მივიღებთ.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 576 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-14 | Комментарии (0)

 ”ბორ­ჯო­მი” მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო და სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტო­პა­თე­ულ­ში მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვ­და – რე­ი­ტინგს კო­მერ­ცი­უ­ლი ვებ­გ­ვერ­დი Top-10-list.org აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენს რე­ი­ტინ­გებს.

"ბორ­ჯო­მის” შე­სა­ხებ ვებ­გ­ვერ­დ­ზე Top-10-list.org აღ­ნიშ­ნუ­ლია: "თუ თქვენ ეროვ­ნე­ბით რუ­სი ხართ, აუცი­ლებ­ლად გე­ცო­დი­ნე­ბათ "ბორ­ჯო­მის” გე­მოს შე­სა­ხებ, ეს არის ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი გე­მო. არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას არ შე­უქ­მ­ნია ასე­თი პრო­დუქ­ტი. ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი ნახ­ში­რორ­ჟან­გით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წყლის "ბორ­ჯო­მის” სამ­შობ­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლოა, სა­დაც ასე­ვე ხდე­ბა მი­სი წარ­მო­ე­ბა. "ბორ­ჯო­მი” ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს ქრო­ნი­კულ და მე­ტა­ბო­ლიზ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, აქვს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი.

ათე­ულ­ში პირ­ველ პო­ზი­ცი­ა­ზე მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი ბრენ­დი "Evian” მოხ­ვ­და, რო­მე­ლიც ფარ­თოდ იყი­დე­ბა ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­სა და კა­ნა­და­ში. მი­სი სამ­შობ­ლო პა­ტა­რა ფრან­გუ­ლი ქა­ლა­ქი იvian-les-Bains – ია.


Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 573 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-14 | Комментарии (0)


















ალბათ ძნელია კარის სახელურს ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდებისთვის ტექნოლოგიური აღმოჩენა უწოდო, თუმცა დიზაინერმა დონსაკ სემ (Dongsuk Seo) თავის ახალ კონცეპტში მათი კონსტრუქციის უფრო მოხერხებულად და ერგონომიულად ქცევა გადაწყვიტა. კონცეპტის სახელია Grabit, ავტორი სკანერის ჩაშენებას უშუალოდ კარის სახელურში გვთავაზობს.

სკანერი სახელურის საფუძველშია გათანვსებული, მოსაბრუნებელი გულის ზევით. კარის გასაღებად მასზე ოთხი თითის მოჭიდებაა საჭირო, როგორც ყოველთვის, მაშინ როდესაც თავისუფალი დიდი თითი პირდაპირ სკანერის ზევით ხვდება. ეს იდენტიფიკაციის აქტივაციისა და კარის პრაქტიკულად მყისიერად გაღების შესაძლებლობას იძლევა.

Категория: გამოგონებები | Просмотров: 702 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-14 | Комментарии (0)

სამ საუკუნეს მოსწრებული 132 წლის ანტისა ხვიჩავახშირად ამბობენ, რომ საუკუნეებს მხოლოდ ისტორია უძლებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. წალენჯიხელი ანტისა ხვიჩავა 132 წლისაა. ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი, თუმცა ვერ ყვება, რადგან ვერ იხსენებს და საუბარიც უჭირს.

"1880 წელს დაიბადა. ჰყავდა ორი შვილი. ერთი მოუკვდა, ერთი – დარჩა. ახლა მარტო მე ვარ. 10 შვილიშვილი ჰყავს. კიდო შვილთაშვილები ჰყავს. ახლა ასაკიანია, მაგრამ, ისე ძლიერი ქალი იყო”, – ყვება წალენჯიხაში მცხოვრები 132 წლის ქალბატონის, ანტისა ხვიჩიას შვილი, რომელსაც თავადაც უჭირს საუბარი და შვილთაშვილების ზუსტი რაოდენობა ერევა.

ძლიერი და ენერგიული ქალი ყოფილა. სანამ ჯანი მოსდევდა, საკუთარი შრომით არჩენდა ოჯახს და უვლიდა შვილიშვილებს. განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ შვილიშვილების მიმართ ჰქონდა

Категория: გინესის რეკორდები | Просмотров: 636 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-14 | Комментарии (0)

სამსუნგის ახალი Note რომელსაც უკვე ბევრი ელოდება Samsung Galaxy Note 10.1 N8000

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 614 | Добавил: buka8867 | Дата: 2012-05-14 | Комментарии (0)

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0