მთავარი » 2013 » მარტი » 30
პოპულარული Facebook გვერდების სტატისტიკის ვებგვერდის Like.ge-ის რეიტინგის მიხედვით BERA-ს Facebook გვერდის პოპულარობა ბოლო სამი თვის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა და 553,594 ლაიქით რეიტინგის ლიდერიც გახდა.
პოპულარული ხუთეულის მე-2 ადგილს ივნისის თვეში TBC Smart Club იკავებს, რომელსაც 354,693 ლაიქი აქვს.
TBC Smart Club-ს დაახლოებით 15 000 ლაიქით ჩამორჩება საქართველოს ბანკის Facebook გვერდი, რომელიც 338,753 ლაიქით მე-3 ადგილს იკავებს. პირველი ხუთეულის მე-4 ადგილზე კი 301,626 ლაიქით ბიძინა ივანიშვილის გვერდია, რომელსაც მე-5 პოზიციაზე 208,686 ლაიქით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდი მოსდევს.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 609 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)


პირველი სიყვარული ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 591 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)


ღამეა…ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე…მარტოობა…მკვდარი სიყვარული…მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან…ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის…მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული…
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია…
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ…
_როგორც ხედავ…
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო…
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში…ხალხი ძილს მიეცა…მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს…მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო…
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი…
ისევ სიჩუმე…ისევ მარტოობა…ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო…ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა…მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 624 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

  • კენგურუ ვერ ხტება, თუ მისი კუდი მიწას არ ეხება.
  • ამერიკელ ჩარლზ ოზბორნს 68 წლის განმავლობასჰი ასლოკინებდა.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 556 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

ხალხმრავალ ქუჩაში გოგო მიდიოდა,თითქოს სხვებისგან არაფრით გამორჩეული და მაინც…სხვანაირი იყო ეს გოგო.რაღაცნაირი უემოციო სახე ჰქონდა,თითქოს არაფერი აღელვებდა და აფიქრებდა,ვერ ამჩნევდა ირგვლივ მოფუსფუსე ადამიანებს,არ უსმენდა ქუჩის ყურისწამღებ ხმაურს.მიაბიჯებდა გოგო და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა.

გაურკვეველი ბურანიდან ხელზე შეხებამ გამოაფხიზლა და იქვე "თვალებს არ ვუჯერებ,ნუთუ შენ ხარო?!”_საოცრად თბილი ხმაც ჩაეღვარა ყურში.გვერდით ბიჭი მოსდევდა,უცნობი და უცნაური.ისეთი აღტაცებით უცქერდა,ისე გამეტებით უჭერდა ხელს მაჯაზე თავის მონაპოვარს,გოგომ შეპასუხებაც ვერ მოახერხა.ბიჭი კი შეუჩერებლად იმეორებდა ერთიდაიგივეს,თან ატყვევებდა საოცრად მწველი მზერით,თითქოს აგვისტოს მზე უგიზგიზებსო თვალებში.

_”მე რომ პირველად გხედავო?!”_ბოლოს ძლოვს-ძლივობით ამოღერღა გოგომ.

_”ეგ არაფერიო”_არც კი შემკრთალა ბიჭი,_”სამაგიეროდ მე გიცნობ კარგად,ჩემი სიზმრების ფერია,შენ ჩემი სულის ხსნა ხარო.”

გოგოს თავადაც უკვირდა,რომ ეს უცნაური ბიჭი ოდნავაც არ აფრთხობდა,არ აკრთობდა.პირიქით,საოცრად ახლობელიც კი ეჩვენა იგი,იმდენად,რომ მოუნდა,თვალდახუჭულს ევლო მის გვერდით,ბოლომდე მინდობილს,ევლო და გზას არ ქონოდა დასასრული.და მერე,ჰიპნოზის უცნაურ ქსელში გაბმული გოგო კი არ ისმენდა,უკვე თავად ხედავდა ბიჭის სიზმრებს:

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 551 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

სად ვეძებო ღმერთი?!
გიწამეს.
გადიდეს.
ჩემი რწმნა კი დღემდე მატერიალიზმის საწყისებზე ლოცულობს.ჩემს ერთ ნახევარს სძულს მატერიალიზმი,მეორე ნახევარი კი ათეიზმის მტვერივით,მორწმუნე ინდივიდებიდ ჯიბრზე,შენს არარსებობას ამტკიცებს.
უცნაურია,როცა ცუდად ვარ მაშინ არსებობ,როცა კმაყოფილებით ვტკბები,მაშინ ჩემი არსებიდან გადიხარ,დგება წამი,როდესაც დაუფიქრებლად,თავდაჯერებულად ვიწყებ იმის მტკიცებას,თუ როგორ შექმა დედამიწა შემთხვევითობამ,ეს ბურთი,რომელიც მზადაა მანამდე მზიდოს,სანამ შენ არ მოისურვებ ჩემ გაქრობას.
ზეცას არ ვაცილებ თვალს ,როცა გიხსენებ.მე იქ მეგულები,შენ უფალო,ღრუბლებზე ფეხმორთხმით მჯდომი,უბრალო ტანისსამოსით და კეთილი,ტკივილნარევი მზერით.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 539 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

amur

ლექსის სანახავად შედით გაგრძელებაში

Категория: ლექსები | Просмотров: 699 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

ძაღლიმაშინვე ექიმს მიმართეთ, რადგან შეიძლება ნაკბენი სასიკვდილო აღმოჩნდეს. ავიცენას განმარტებით, ცოფიანი ძაღლის ნაკბენს ამგვარად განასხვავებენ: პურის ნაჭერი დაასველეთ ჭრილობიდან გამოჟონილი სითხით და სხვა ძაღლებს გადაუგდეთ. თუ ისინი პირს არ დააკარებენ, ძაღლი ცოფიანი ყოფილა.

ჭრილობას 40 დღის განმავლობაში არ უნდა მისცეთ შეხორცების საშუალება, ნაკბენზე  კი დაიდეთ ნიორი, ძმარში აზელილი ქათმის სკორე, ჭარხალი. ამასთანავე, ავადმყოფს მიეცით სასაქმებელი. უხვად ასვით წყალი, რომელშიც რამდენჯერმე ჩადეთ გავარვარებული რკინა. საწამლავის ორგანიზმიდან გამოტანა შეიძლება მარილიანი პლასტირით ან მდოგვიანი საფენით.

Категория: ცხოველთა სამყარო | Просмотров: 1031 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

საფლავებს შორის გაწოლილიყო ნისლი და მისი შავი მარწუხები იხრწნებოდა წარწერებს შორის.. ღამე გადაჰფენოდა ზეცას და თითქოს აყუჩებდა ცას სიბნელისფერი ამოსუნთქვებით. მსუბუქი ქარი დაძრწოდა ირგვლივ, რომლის ზუზუნი სიკვდილის ნაზ მელოდიას წააგავდა..

ახალგაზრდა ქალი მოდიოდა ფანრით ხელში და ცდილობდა შავბნელი წყვდიადი გაერღვია. იპოვნა საფლავებს შორის სასურველი ადგილი და იქვე ჩამოჯდა. ფანარი ძირს დადო, მისი შუქი პირდაპირ საფლავის ქვას სცემდა.. ქვაზე ახალგაზრდა მამაკაცის მშვიდი სახე მოჩანდა. თითქოს მარადისობაში გაჰყინვოდა ნაკვთები და მდუმარე სიცივით გაჰყურებდა სივრცეს.

ქალს სახეზე მწუხრისფერი ესვენა. ცივი ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო და ფიქრებში ცდილობდა მოგონებების გაცოცხლებას. თითოეული მათგანი ერთი-მეორეზე მტკივნეული აღმოჩნდა და ქალმა ინსტინქტურად თავი გააქნია მათ მოსაშორებლად. ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ღამის სიცივეში ნისლისფერი ბოლი დაიკლაკნა და ხრწნა დაიწყო ცის მიმართულებით..

უკვე რამდენიმე წელია, მარტის დასაწყისში, შუაღამისას ამოდის აქ და საფლავის ქვას ისე დაყურებს, თითქოს მასზე ირეკლება მთელი მისი ცხოვრება. წლებთან ერთად დაიწურნენ განცდები და მხოლოდ ყრუ ტკივილი დარჩა მინავლულ სისხლძარღვებში.. თვალებსაც კარგა ხანია არ უგემიათ ცრემლის ტკბილ-მწარე გემო

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 498 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

***
მე თოვლის გზიდან წამოვედი. ჩემი სხეული
ძველი სახლივით მივალაგე, ცივი და მყიფე.
ვით ჩრდილი, დიდი სინათლიდან გამოქცეული,
ტყვიით დამფრთხალი ფარასავით მივყვები ფიქრებს.

და როგორც მაშინ, უსაშველო წვიმა მოვიდა
და ბუხარიდან მოწყენილი წავიდა ბოლი.
ფრაგმენტებივით ჩამოჭრილი სიმარტოვიდან -
წვიმის ხმაური და შენი ხმა შემომრჩა მხოლოდ.

ქარი გულმკერდზე ხელს მაწმინდავს და სადღაც გარბის,
მე დაღალული ვიყურები ჩუმი სახლისკენ.
ყოველი შუქის, ლამპიონის და ჩრდილის გარდა
ჩნდება სიტყვები და იმედი რაღაცა ახლის.

გრძელი ღამეა, მთვარის ნატეხს ირეკლავს მინა.
გადააფარებს დრო თეთრ ზეწარს ჩამოყრილ წიწვებს.
და საკუთარი სიჩუმიდან, თოვლივით წმინდა -
გადმომყავს შენი მკრთალი ლანდი და გვერდით ვიწვენ.

Категория: ლექსები | Просмотров: 582 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

"თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს – შური იძიეთ!”

ბენიტო მუსოლინი

ბენიტო მუსოლინი თაყვანისმცემლებისთვის ბელადს და ზეარსებას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მიწიერი სისუსტეები უცხო იყო. მაგრამ პროპაგანდის მიერ შექმნილი ამ მონუმენტური ფასადის მიღმა, ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. მას ძლიერ სურდა, რომ ისტორიაში უდიდესი ადამიანის სახელით შესულიყო. იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა კაცობრიობის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. მუსოლინი თვლიდა, რომ სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია და მის გარეშე იტალია დაიღუპება. საბოლოოდ, მისი სახელი ისტორიას მართლა შემორჩა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმი მოუვლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სისტემა, რომელიც XX საუკუნეში უბედურების სიმბოლო გახდა. მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაში და რომლის ანალოგიც მოქმედებდა ბოლშევიკურ რუსეთში.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 516 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)


ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ამბავი გვიამბობს ლეგენდარულ ქალაქებზე, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა. სოდომი და გომორი ცეცხლისა და გოგირდის წვიმამ ფერფლად აქცია, იერიქონის კედლები კი საყვირების ხმამ დააქცია. გამოგონილია ეს ისტორიები თუ რეალური? ბოლო პერიოდში არქეოლოგებმა გარკვეული მინიშნებები აღმოაჩინეს. არსებობს ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები, რომ ადგილი ჰქონდა კატასტროფულ მოვლენებს. მაგრამ რას უჭერს ისინი მხარს – ბიბლიურ მონათხრობს თუ სხვა, ნაკლებად მისტიკურ ამბებს?
Категория: რელიგია | Просмотров: 676 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)


საქართველოს ღირსების მპყრობელები

ზეპურნი დედანი

დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს

დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს
Категория: წმინდანები | Просмотров: 681 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

"აცილებული" სასმისი "გულს დააკლდა"

დიდი ილია ყველაფერში მაქსიმალისტი იყო. არც სხვას შეარჩენდა ზედმეტს და არც თავად აიცილებდა საკეთებელს.
გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ილია ჭავჭავაძე ექვთიმე თაყაიშვილსა და კიდევ რამდენიმე ქართველ მოღვაწესთან ერთად ქუთაისში ჩაბრძანდა, გელათის ტაძარში არაჩვეულებრივი გამოსათხოვარი სიტყვაც წარმოთქვა.

საღამო ხანს სავახშმოდ ერთ დუქანში შევიდნენ, იქ კი გაშლილ სუფრას ცნობილი მოქეიფეები უსხდნენ პოეტ გიორგი შარვაშიძისა და ლანჩხუთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლის – იასონ გელოვანის თავკაცობით. ილიას დანახვაზე შემთვრალმა გიორგი შარვაშიძემ, რომელიც თამადა გახლდათ, შესძახა: "ოოო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახალი სუფრა!” და მასპინძლებმა ილია და მისი თანმხლებნი მაგიდასთან მიიწვიეს.
გიორგი შარვაშიძემ თეფშზე ხუთი, საკმაოდ მოზრდილი, ჭიქა შემოდგა, სასმისები ღვინით გაავსო და შემოსწრებულთა სადღეგრძელო ასე მიირთვა, მერე კი ეს ორიგინალური სასმისი სტუმრებს შესთავაზა. ილიას თანმხლებმა ნიკო ღოღობერიძემ ეშმაკობა იხმარა, მთელი დღის მშივრები ვართ, ჯერ ლუკმას შევჭამთ და მერე დავილოცებითო, მოახსენა თამადას. ასე აიცილეს ის ხუთჭიქიანი, რომელიც შემდეგ აღარავის გახსენებია. გვიან ღამით, საკმაოდ შექეიფიანებულები წამოიშალნენ. ილიამ ბოლო სადღეგრძელო ასწია, მასპინძლებს მადლობა მოახსენა და მოულოდნელად განაცხადა: "ყველაფერი მშვენიერი იყო, მხოლოდ გულს მაკლია, ის ხუთი ჭიქა რომ არ შემისვამს.” ამის გაგონებაზე გიორგი შარვაშიძე გადაირია და შესძახა: "ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მიართვით ილიას ის ხუთი ჭიქა!” მოართვეს. ილიამაც დინჯად, დაგემოვნებით გამოცალა ხუთივე სასმისი…
ილია თავად დაუნდობლად აკრიტიკებდა ქართველი კაცის ნაკლოვანებებს, თუმცა, სხვისგან ქართველის აუგად ხსენებას ძნელად იტანდა, თუნდაც ის "სხვა” მისი თანამოძმე ყოფილიყო.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 655 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

1909 წლის დასაწყისში, Horch-Werke-ს პირველი ქარხანასთან უთანხმოების შემდეგ, ავგუსტ ხორხმა(August Horch) სახელი შეუცვალ ათავის საავტომობილო ქარხანას და დაარქვა Audi Automobil-Werke. 1910 წლის შუისთვის ბაზარზე გამოვიდა მისი პირველი ავტომობილი, Audi. ეს ავტომობილი იყო აღჭურვილი 2.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, სიმძლავრით 22 ცხ.ძ.

1920 წელს Audi Automobil-Werke AG -მ წარმოადგინა ახალი სავაჭრო ნიშანი Audi. იმ დროისთვის მოდური საქმიანი სტილის შესაბამისად, ლუსიან ბერნხარდის მორთულმა მოხაზულობა შეიცვალა Audi-ს ემბლემა.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 595 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

სინგაპურის უბან კალანში, უზარმაზარი სპორტული კომპლექსი ჯერ კიდევ შარშან უნდა აშენებულიყო, მაგრამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, მშენებლობის დასრულება კი არა, დაწყება შარშან ძლივს მოხერხდა. კომპლექსი 35 ჰექტარ ფართობს დაიკავებს და ის მწყობრში 2014 წელს ჩადგება.

ეს კომპლექსი იმითაა გამორჩეული, რომ მის მთავარ ნაგებობას – ეროვნულ სტადიონს, მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი სტრუქტურა ექნება.

სინგაპურის ეროვნული სტადიონის პროექტი, მულტინაციონალურმა კომპანია "არუპმა” შეიმუშავა, რომელსაც მთავარი ოფისი ლონდონში აქვს. მისი ტრიბუნები 55 000 მაყურებელს დაიტევს. ნაგებობის გუმბათოვანი სახურავი ნაწილობრივ გასაშლელია, გუმბათის გრძივი გარსშემოწერილობა 310 მეტრს აღწევს, მთლიანი ფართობი კი 20 000 კვადრატული მეტრია

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 589 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

წმინდა ნინოს ლოცვა გვფარავდეს

მართლმორწმუნე ოჯახში დაბადებულსა და გაზრდილს ქრისტიანობა ცხოვრების წესად ქცეოდა და კარგად იცოდა, რომ მართლმადიდებელი ყოველ წუთს და ყოველ წამს სიტყვითაც და საქციელითაც უნდა ქადაგებდეს ქრისტეს. მამამისმა, ზაბულონმა, რომის ჯარის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა, ფრანკები მოაქცია და გააქრისტიანა. სწორედ მისგან ისწავლა განსაცდელებთან ბრძოლა. დედამ, სოსანამ, თავმდაბლობა და მოკრძალება ჩაუნერგა შვილს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ და შვილი სოსანას ძმას, იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს, ჩააბარეს, რომელმაც კეთილმორწმუნე ქალი, სარა ნიაფორი, მიუჩინა ნინოს აღმზრდელად. სწორედ აღმზრდელმა უამბო ქალწულს უფლის კვართის შესახებ, რომელიც ივერთა მიწისათვის მიებარებინათ. იმ წუთებიდან აივსო ნინოს გული სურვილით, მოელოცა მიწა და ადგილი, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა.

შეისმინა ყოვლადწმინდა მარიამმა წმინდა ნინოს ლოცვა, გამოეცხადა მას და ამცნო, რომ აკურთხებდა ქართლში წასასვლელად, ოღონდ… არა მხოლოდ კვართის მოსალოცად, არამედ ქართლის მოსაქცევადაც. თანაც ანუგეშა, ყოველთვის შენთან ვიქნები და გაგაძლიერებო. ჯვარიც გადასცა, რომელიც შემდეგ წმინდა ნინომ საკუთარი თმებით შეკრა. უამბო გამოცხადების შესახებ ბიძას წმინდა ნინომ, მიიღო მისგანაც კურთხევა და დაადგა გზას, რომელსაც იგი ქართლში უნდა ჩამოეყვანა, რათა ქართველები დაეყენებინა უფლისაკენ მიმავალ გზაზე

Категория: წმინდანები | Просмотров: 660 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)


Artificial intelligence (AI) ანუ ჩვენებურად ხელოვნური ინტელექტი, სამეცნიერო ფანტასტიკიდან თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგად იქცა და სავარაუდოდ კაცობრიობის მომავალი სწორედ მასზეა დამოკიდებული. ადამიანს, მას შემდეგ რაც იგი მაიმუნიდან ჰომო საპიენსად გარდაიქმნა მუდმივად აწუხებდა იდეები, მათ შორის უსულო საგნებისათვის რაიმეს "სწავლებისა”. ჰომო საპიენსი როგორც მოგეხსენებათ გონიერ ადამიანს ნიშნავს და როცა ტექნოლოგიები საჭირო დონემდე განვითარდა, დღის წესრიგში დადგა საკითხი "გონიერების” მანქანისთვის გადაცემისა. ამ საკითხზე ყველაზე მაღალი დონის მეცნიერები მუშაობენ და საკმაოდ წარმატებითაც. 
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 603 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)


ყველაზე მსხვილი და ძლიერი მტაცებელი ცხოველები გარკვეულ სიტუაციებში ხშირად აღიქვამენ ადამიანს მორიგ საკბილოდ, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ცხოველს ჩვენი ხორცი ურჩევნია სხვა ნებისმიერ საკვებს. ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს 10 ყველაზე ცნობილ და საზარელ შემთხვევას მსგავსი მოვლენებიდან.
Категория: ცხოველთა სამყარო | Просмотров: 1038 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0