მთავარი » 2013 » აგვისტო » 01

ყველაზე მსხვილი და ძლიერი მტაცებელი ცხოველები გარკვეულ სიტუაციებში ხშირად აღიქვამენ ადამიანს მორიგ საკბილოდ, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ცხოველს ჩვენი ხორცი ურჩევნია სხვა ნებისმიერ საკვებს. ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს 10 ყველაზე ცნობილ და საზარელ შემთხვევას მსგავსი მოვლენებიდან.
Категория: ბუნება | Просмотров: 658 | Добавил: buka | Дата: 2013-08-01 | Комментарии (0)

ამ დღეებში ასტეროიდების თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ასტეროიდმა სახელად 2012 DA14, კაცობრიობა გვარიანად შეაშინა.

მან ჩვენს პლანეტას ძალიან ახლოს, 27 700 კილომეტრზე ჩაუქროლა და მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგებმა თავიდანვე დაგვამშვიდეს – მისგან ხიფათს არ ველითო, მაინც შიში მანამ არ გაქრა, სანამ ზორბა ციური სხეული დაგვშორდებოდა. მოლოდინი ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა გაამძაფრა, რომელმაც შენობები დააზიანა და ასეულობით ადამიანი დააშავა.

მოკლედ, ხიფათმა ჩაიარა, თუმცა 2029 წელს უფრო დიდი და პოტენციურად ძალიან საშიში ასტეროიდი მოგვიახლოვდება, რომლისგანაც მეცნიერები პრობლემებს არ გამორიცხავენ. ამიტომ, აქედანვეა საჭირო თადარიგის დაჭერა იმისათვის, რომ საშიშ ასტეროიდთან გამკლავება შევძლოთ და კაცობრიობას გადაშენება ავარიდოთ. ბუნებრივია, ამაზე მეცნიერები ფიქრობენ და ასტეროიდთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავებას ცდილობენ. ახლახანს, კალიფორნიელმა მკვლევარებმა საინტერესო იდეა წამოაყენეს. ისინი ასტეროიდის გასანადგურებლად ან დასაშლელად, მზის სხივების ენერგიის გამოყენებას გვთავაზობენ. 

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 563 | Добавил: buka | Дата: 2013-08-01 | Комментарии (0)

ბაგის ტიპის ავტომობილებისა და კვადროციკლების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია "პოლარისს”, თავისი უგზოობის ავტომობილების უჰაერო საბურავებით აღჭურვა აქვს გადაწყვეტილი.

ასეთი საბურავები არც გახვრეტით ზიანდება და სატრანსპორტო საშუალებას რიგი უპირატესობებითაც უზრუნველყოფს. მაგალითად, დიდ უსწორმასწორობაზე (ლოდებზე, მორებზე, ომროზე ან მიწაყრილზე) გადავლისას, ნაკლებად გადასცემს საკიდარს დარტყმით ძალას. ამასთან, სასურველ მართვადობას უზრუნველყოფს და პნევმატურ საბურავებს ტვირთამწეობითაც კონკურენციას უწევს. იმის გამო, რომ უჰაერო საბურავი ძლიერ დრეკადია, ცუდ გზაზე სწრაფად სიარულისას, გამორიცხულია ბორბლის ძლიერი "ახტომა”, რაც ხშირად, მანქანის გადატრიალებას იწვევს ხოლმე. დაბოლოს, ასფალტზე ისინი პნევმატურ საბურავებზე ნაკლებად ხმაურიანია.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 754 | Добавил: buka | Дата: 2013-08-01 | Комментарии (0)

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0