მთავარი » მასალის არქივი

ტვინის ცერებრული ქერქი აკონტროლებს ფიქრებისა და ენის ურთიერთქმედებას. ცერებრულ ქერქში ალკოჰოლის შეღწევისას ადამიანი მოდუნებული ხდება, თუმცა ტვინი თავისუფლდება ყოველგვარი უარყოფითი განცდისაგან. ლუდი ხელს უწყობს ადამიანის კრეატიულობას. თუმცა ლუდის გადაჭარბებული რაოდენობა მეხსიერებას აქვეითებს.

მამაკაცებს 40 წლის ზევით, რომლებიც სვამენ ორ და მეტ ბოთლ ლუდს დღეში, მეხსიერების დაქვეითება ემუქრებათ. ბრიტანელი მეცნიერები 5000 მამაკაცს 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და შედეგად აღმოაჩინეს, რომ ლუდის გადაჭარბებული სიყვარული იწვევს მეხსიერებისა და აზროვნების ნაადრევ დაქვეითებას.

კვლევის ავტორი დოქტორი სევერინ საბია, აცხადებს -" ჩვენი კვლევა ჩატარდა შუახნის მამაკაცებზე და დადგინდა რომ, ალკოჰოლიზმი იწვევს შემეცნებითი ფუნქციის სწრაფ გაუარესებას მამაკაცებში"

Категория: სასარგებლო რჩევები | Просмотров: 651 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის ახალი მეთოდი ნაპოვნია.
უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, მეცნიერებმა უკვე განკურნეს კიბოთი დაავადებული, სასიკვდილოდ განწირული ადამიანი - გამოცდილი უახლესი მეთოდი, სიმსივნური დაავადებების გარდა, ადამიანის სხვადასხვა ინფექციური ავადმყოფობებისგან განკურნების საშუალებაც იქნება. 
ექიმები პროგნოზირებენ, რომ დაახლოებით 3-5 წელში, ახალი მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაში ოფიციალურად დაინერგება და ბევრი ავადმყოფი სრულად გამოჯანმრთელდება.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 599 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ლეგენდარულმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ აღიარა, რომ მასაც აქვს სუსტი წერიტილი, თუმცა ეს სულაც არ არის აქამდე ვერაფრით მოპოვებული „ოსკარი". ვარსკვლავს ძალიან უყვარს პიჯაკები.

39 წლის დიკაპრიომ ამის შესახებ გამოცემა OK-თან ისაუბრა.

„ჩემი მთავარი ცდუნება პიჯაკების ყიდვაა. არ მომწონს მანქანები და კერძო თვითმფრინავები. არ მაქვს უამრავი სამოსი, მაგრამ თუ ვხედავ პიჯაკს და ვთქვათ მაქვს მსგავსი, მაგრამ განსხვავებული ქსოვილის და სხვანაირი საყელოთი, აუცილებლად უნდა შევიძნო ის"

გარდა ამისა მსახიობი აცხადებს, რომ არასდროს ხარჯავს ფულს ექსრავაგანტულ ნივთებში:

„ყველაზე ძვირადღირებული რამ, რაც ოდესმე მიყიდია, ეს იყო სახლი დედაჩემისთვის. შემდეგ მე მას კიდევ ერთი, უფრო დიდი სახლი ვუყიდე. კიდევ ენდი უორჰოლის ნამუშევარი მაქვს, მაგრამ დედაჩემის სახლი უფრო ძვირი ღირს" – აღნიშნავს ლეონარდო.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 624 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ამერიკელმა მსაიხობმა, კომიკოსმა და ტელეწამყვანმა ჯოან რივერსმა, მორიგი მსხვერპლი იპოვნა: ამჯერად 80 წლის ბიზნესლედიმ და ტელევასრკვლავმა, კიმ კარდაშიანის და კენი ვესტის ქალიშვილი, ნორტ ვესტი გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ რივერსი ოდნავადაც არ შეუწუხებია იმ ფაქტს, რომ მისი საკმაოდ კრიტიკული და უხეში სიტყვები, პატარა ბავშვის მისამართით იყო წარმოთქმუილი:

"ეს ბავშვი მახინჯია…არასდროს მინახავს 6 თვის ბავშვი, რომელსაც ეპილაცია ესაჭიროება” – განაცხადა კომიკოსმა მსახიობმა.

როგორც ჩანს ტელევარსკვლავს და ბიზნესლედის დღემდე ახსოვს კიმის და კენის ქალიშვილის პირველი ფოტო. სურათზე ახალშობილი ნორტი შესანიშნავად გამოიყურება. ფოტოს სოციალურ ქსელში არაერთგვარი გამოხმაურება მოჰყვა. სოც-ქსელის მომხმარებელთა ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ წყვილის ქალიშვილი ლამაზია, დანარჩენებმა კი ჩათვალეს, რომ კიმი ახალშობილს წარბების კორექციას უკეთებს.

როგორც ცანს ჯოანს სკანდალის თავიდან აგორება სურს. ამ უხეშ "ხუმრობაზე” კომენტარი არ გაუკეთებიათ კიმ კარდაშიანს და კენი ვესტს.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 609 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

1- ის იცავს თქვენს გულს- კვლევამ აჩვენა, რომ ყურძენი აუმჯობესებს სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას, შესაბამისად აბალანსებს არტერიულ წნევას. ყურძნის რეგულარული მიღების შედეგად თქვნ ხელს შეუწყობთ  სისხლის ნაკადის შეუფერხებელ მოძრაობას სხვადასხვა ორგანოში. ამ ხილის დახმარებით თქვენ ასევე გაამდიდრებთ უჯრედებს ჟანგბადითა და სხვადასხვა სახის მინერალებით.

Категория: სასარგებლო რჩევები | Просмотров: 586 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

« 1 2 3 4 5 6 7 ... 175 176 »
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0