მთავარი » 2012 » მაისი » 16 » ak 47
9:44 PM
ak 47
აკ-47 - Site Name

აკ-47(შემოკლება სახელისა: Автомат Калашникова образца 1947 года - კალაშნიკოვის ავტომატი 1947 წლის მოდელისა) წარმოადგენს-"საბჭოთა მოიერიშე შაშხანას" , რომელიც წარმოებულია დაახლოებით 100 მილიონ ეგზემპლარამდე და მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანას აქვს შეიარაღებაში.პლანეტის ყველა "ცხელ წერტილში" შესაძლებელია ინახოს კალაშნიკოვის ავტომატი. იარაღის საიმედოობა, ეს თვისება საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე ფასეულია, მაღალ დონეზეა. ეს არ არის გასაოცარი, რადგანაც იარაღის კონსტრუქცია და ტექნოლოგია იხვეწებოდა და ვითარდებოდა 1947 წლიდან.

ისტორია
ცნობილია, რომ სსრკ-ში 1939 წლამდე მიმდინარეობდა მუშაობა ახალი, მცირე კალიბრის მქონე ვაზნების შესაქმნელად. შესაძლებელია, რომ მოიერიშე შაშხანა MP-44-ის გერმანიაში გამოჩენამ, რომელიც მოიხმარდა მოკლე 7.92mm ვაზნას, აიძულა საბჭოთა ინჟინრები შეეწყვიტათ მუშაობა ძველ გამოგონებებზე და შეექმნათ 7.62x39მმ კალიბრის ვაზნა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. ამ ვაზნაზე შექმნილი პირველი იარაღი იყო სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი (самозарядный карабин Симонова СКС), მაგრამ კალაშნიკოვის კონსტრუქცია იყო მარტივი და იაფი. ამას გარდა, კალაშნიკოვმა ფაქტიურად შექმნა მოიერიშე შაშხანა, მაშინ როდესაც СКС იყო კლასიკური კარაბინი, რომელიც ჩამოგავდა მოძველებულ შაშხანებს. აკ-47 კი, რომელიც მცირე ზომითა და სროლისას მოხერხებულობით გამოირჩეოდა საბჭოთა არმიას საშუალება მისცა მიეღო შეიარაღებაში ისეთი იარაღი, რომელიც სავსებით აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს და ასრულებდა შაშხანის და ხელის ტყვიამფრქვევის ფუნქციებს. აკ-47 პირველ ნიმუშებს ჰქონდა დაბალი ხარისხის, დაბეჭდილი ლულის კოლოფი. ლულის კოლოფის დაბეჭვდის მეთოდის გასაუმჯობესებლად საბჭოთა ინჟინრებმა რამოდენიმე წელი იშრომეს.

ტექნიკური მხარე
აკ-47 შეუძლია აწარმოოს გასროლა, როგორც ავტომატური, ისე ერთეული გასროლა.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები АК-74М
კალიბრი, - მმ 5,45
ვაზნა - 5,45x39
პირდაპირი სროლის მანძილი, მ - 440
დამიზნებითი სროლის მანძილი, მ - 1000
სწრაფსროლა, გასროლა/წთ. - 650
საბრძოლო სწრაფსროლა, გასროლა/წთ.
ავტომატური - 100
ერთეულოვანი - 40
სავაზნე კოლოფის ტევადობა, ვაზნა - 30
ტყვიის საწყისი სიჩქარე, მ/წმ - 900
ლულის სიგრძე, მმ - 415
ლულის კუთხვილი ნაწილის სიგრძე, მმ - 372
ლულის გარანტირებული ცვეთამედეგობა, გასროლა - 10000
ავტომატის ზომები დანა-ხიშტის გარეშე, მმ
სრული სიგრძე, მმ - 943
დაკეცილის სიგრძე, მმ - 700
სიმაღლე სავაზნე კოლოფის გარეშე, მმ - 195
სიმაღლე სავაზნე კოლოფით, მმ - 264
სიგანე, მმ - 70
სიგანე დაკეცილი კონდახით, მმ - 98
ავტომატის მასა, კგ
ვაზნების გარეშე - 3,6
ვაზნებით - 3,9
ცარიელი საცაზნე კოლოფის მასა, კგ - 0,215

მოდიფიკაციები და მსგავსი ვარიანტები
AK-47 კალიბრი - 7.62x39 მმ
AKM კალიბრი - 7.62x39 მმ ("M-модернизированный" - მოდერნიზირებული)
AKMС კალიბრი - 7.62x39 მმ ("M-модернизированный; С-складной " - მოდერნიზირებული; დასაკეცი)
AK-74 კალიბრი - 5.45x39 მმ
AKС-74 კალიბრი - 5.45x39 მმ ("С-складной" - დასაკეცი)
АК-74Н კალიბრი - 5.45x39 მმ ("Н- ночной" - ღამის)
АК-74М კალიბრი - 5.45x39 მმ ("M-модернизированный" - მოდერნიზირებული)
სერია AK-100+ [რედაქტირება]
АК-101 კალიბრი - 5.56x45 მმ ნატო
АК-102 კალიბრი - 5.56x45 მმ ნატო
АК-103 კალიბრი - 7.62x39 მმ
АК-104 კალიბრი - 7.62x39 მმ
АК-105 კალიბრი - 5.45x39 მმ
АК-106 კალიბრი - 5.45x39 მმ
 


აკ-47 - Site Name

აკ-47 - Site Name


აკ-47 - Site Name

კატეგორია: სამხედრო | ნანახია: 783 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0