მთავარი » 2013 » მარტი » 30 » ერთ დროს დაწერილი
11:03 PM
ერთ დროს დაწერილი

amur

ლექსის სანახავად შედით გაგრძელებაში

   როგორ მიყვარხარ

 

 როგორ მიყვარხარ, ღამის შავ ბინდში

 ფეთქავს ამ გულის ტკივილი მწველი,

 თითქოს მთვარიდან მობერილ ნიავს

 მოაქვს სუნთქვასთან  სურნელი შენი.

 

                                    როგორ მიყვარხარ, შენზე ფიქრებით

                                   და შენი ნატვრით ჩერდება გული,

                                   ჯოჯოხეთის და სამოთხის ერთად

                                   ცეცხლით ბოლომდე გადავსებული.

 

    როგორ მიყვარხარ, იცოდე ნეტა,

    ვინა ხარ ჩემთვის?! ნატვრად ქცეული,

   უშენოდ ყველა ოცნება კვდება,

  უშენოდ სხეულს არა აქვს სული.

 

                                 როგორ მიყვარხარ, ამ მონატრებას

                                 გავატან შენთან ნიავს მობერილს,

                                 სტრიქონებს შორის სულიც გაყვება

                                 ამ სიყვარულის ლექსსა თუ წერილს.

 

  როგორ მიყვარხარ, რა ძლიერ გნატრობ,

 რომ დაგიკოცნო სახე, ხელები,

მაგრამ ასე ვარ, უშენოდ, მარტო,

და ლექსით მაინც მოგეფერები…

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 699 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0