მთავარი » სპორტი
სპორტული კარიერის განმავლობაში ნაშოვნი დიდი ფული არ ნიშნავს, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც აუცილებლად მილიონერი იქნებით. ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თქვა, დიდი ფულის დახარჯვას დიდი ჭკუა არ სჭირდებაო, მაგრამ არც ასეა საქმე. მაგალითისთვის მაიკ ტაისონიც გამოდგება. მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა მოკრივემ თავის დროზე ათეულობით მილიონი იშოვა, მაგრამ, იმის გამო, რომ მისი ინტელექტი მესამეკლასელი ბავშვის ინტელექტს არ აღემატებოდა, ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ვალებში იხრჩობოდა, მისი ბუღალტრები სადღაც გამქრალიყვნენ, ხოლო 150-მილიონიანი ქონებიდან არაფერი დარჩენილიყო. ამის მიუხედავად, სპორტსმენთა ინტელექტი არ არის ძირითადი მიზეზი იმისა, რის გამოც ისინი ოფლით ნაშოვნ მილიონებს კარგავენ.
Категория: სპორტი | Просмотров: 583 | Добавил: buka | Дата: 2012-04-14 | Комментарии (0)

ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას….


Uefa Euro 2012 Qualifying round

ინფორმაცი Uefa–ს ოფიციალურ ვებგვერდზე

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:26 მარტი : საქართველო - ხორვატია
მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე.
მცველები: კახა კალაძე©, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა ალადაშვილი, გურამ კაშია, ლაშა სალუქვაძე, აკაკი ხუბუტია, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი.
ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა, მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე გურული.
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, რუსეთი, ლადო დვალიშვილი, მათე ვაწაძე, ოთარ მარცვალაძე.
ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა:26 მარტი : საქართველო - ხორვატია
მეკარეები: ვედრან რუნიე, სტიპე პლეტიკოშა, დანიელ სუბაშიჩი.
მცველები: დარიო სრნა, დეიან ლოვრენი, იოსიპ შიმუნიჩი, დანიელ პრანიჩი, ივან სტრინიჩი, შიმე ვრსალკო, გორდონ შინდენფელდი, ვედრან ჩორლუკა.
ნახევარმცველები: ოგნიენ ვუკოევიჩი, ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი, ივან რაკიტიჩი, ტომისლავ დუიმოვიჩი, მილან ბადელი, ივან პერიშიჩი, ივო ილიჩევიჩი.
თავდამსხმელები: ედუარდო, მლადენ პეტრიჩი, ნიკოლა კალინიჩი, ნიკიცა იელავიჩი.


Категория: სპორტი | Просмотров: 621 | Добавил: buka | Дата: 2012-04-14 | Комментарии (0)

მკი­ვა­ნა­თა შო­რის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია ვიქ­ტო­რია აზა­რენ­კა
მკი­ვა­ნა­თა შო­რის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია ვიქ­ტო­რია აზა­რენ­კა

მთელი ეს წამოკივლებები იმდენად უხამსია, რომ არ იცი, სად დაიმალო. როდესაც ტურნირი ტელევიზიით გადაიცემა, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შემთხვევით პორნოარხზე გადართე.

…რამე მოუხერხეთ ამ ჰარპიებს. მაგალითად, პირზე ააკარით პლასტირი, რომ ისე აღარ ყვიროდნენ, როგორც ეს პორნოფილმებშია.

მსგავსი უკმაყოფილებები ხშირად ისმის იმათი მხრიდან, ვინც ქალთა ჩოგბურთს ადევნებს თვალყურს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციას (WTA) ჩოგბურთელების წინააღმდეგ გალაშქრება და მათთვის ერთგვარი შეზღუდვების დაწესებაც განუზრახავს – რა ვქნათ, მაყურებელთა საყვედურს საყვედურზე ვისმენთო.

Категория: სპორტი | Просмотров: 575 | Добавил: buka | Дата: 2012-04-14 | Комментарии (0)

ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის "რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება. ჩენტფორვარდი, რომელიც ყოველთვის მოძრაობაში იყო, მატჩის მსვლელობისას მუდმივად იცვლიდა პოზიციას, რაც მოწინააღმდეგის მცველებსაც უბნევდა გზა-კვალს და პარტნიორებსაც უთავისუფლებდა მოქმედების არეალს.. დი სტეფანოს პარტნიორები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ალფრედოსთვის უცხო იყო "საფეხბურთო ეგოიზმის” მცნება. მათი მტკიცებით, დი სტეფანომ თავისი ფენომენალური ტექნიკა სრულყოფამდე მიიყვანა. მოთამაშეობისას ალფრედო დი სტეფანომ საკმაოდ დიდი ფული გამოიმუშავა, მაგრამ მისთვის მთავარი ყოველთვის მინდორზე გასვლა და გადამწყვეტი გოლის გატანა გახლდათ და ხშირად ავადმყოფსაც კი უასპარეზია.. ამ დროს დი სტეფანო ყოველთვის ახერხებდა მწვრთნელების დარწმუნებას, რომ ჯანზე იყო და გუნდსაც სარგებლობას მოუტანდა…. დი სტეფანოს ბაბუა არგენტინაში იტალიის კუნძულ კაპრიდან ჩავიდა და ბუენოს აირესთან ახლოს მდებარე ღარიბთა დასახლებაში, ბარაკასში დასახლდა.

ალფრედოს მამა კი "რივერ პლეიტის” ღირსებას იცავდა, თუმცა აქტიურ სპორტს მაშინ გამოეთხოვა, როდესაც არგენტინაში ფეხბურთმა პროფესიონალური სტატუსი შეიძინა. ოჯახის უფროსისთვის
ფეხბურთი გართობა უფრო იყო, ვიდრე თავისა და ოჯახის რჩენის საშუალება.ამიტომაც ის არცთუ კმაყოფილი დარჩა, როდესაც მისმა ვაჟიშვილებმა, ალფრედომ და ტულიომ ადგილობრივი კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში დაიწყეს ფეხბურთის თამაში. 1944 წლის 18 აგვისტოს "ლივერ პლეიტში” ალფრედოს დებიუტი შედგა, ღია ფერის თმის გამო კი მას მეტსახელ "ელ
ალემანს” (გერმანელი) ეძახდნენ. დი სტეფანოს კერპი პარაგვაელი ცენტრალური თავდასხმელი არსენიო ერიკო გახლდათ, რომელიც "ინდეპენდიენტეს” ღირსებას იცავდა. ამომავალ არგენტინელ ვარსკლავს თავად სურდა ცენტფორვარდობა. დი სტეფანომ თავი ნაკრებშიც გამოიჩინა, და ერთ-ერთ წამყვანი მოთამაშის რანგში არგენტინის ნაკრებთან ერთად 1947 წელს სამხრეთ ამერიკის
ჩემპიონატში გაიმარჯვა.

Категория: სპორტი | Просмотров: 593 | Добавил: buka | Дата: 2012-04-14 | Комментарии (0)

« 1 2 3 4
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0