10:23 PM ზეპურნი დედანი | |
ზეპურნი დედანი დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს. საერო და საეკლესიო ხელისუფლების მმართველ წრეებს იმედი ჰქონდათ, რომ ლაშა-გიორგი სატრფოს მალე დაივიწყებდა და კანონიერ ცოლს შეირთავდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა: რომანტიკოსმა მეფემ თავის სიყვარულს ბოლომდე უერთგულა და ველისციხელი ქალის მოწინააღმდეგეთა გულის გასახეთქად, სიკვდილამდე უცოლოდ დარჩა. პოლიტიკური ქორწინების ბრწყინვალე მაგალითია ლაშა-გიორგის ვაჟის, მეფის დავით ულუსა (1247-1270 წწ.) და მონღოლი ყაენის ქალიშვილის, ჯიგდა-ხათუნის შეუღლება, მაგრამ აქაც, ისევე როგორც უმეტეს შემთხვევაში, ჯიგდა ქრისტიანულ აღმსარებლობაზე გადმოდის, რასაც ადასტურებს აბელის ეკლესიის საქტიტორო წარწერა, სადაც მონღოლი ჯიგდა უკვე თამარ-ხათუნად მოიხსენიება და მეუღლესთან ერთად ეკლესიის მაშენებლად გვევლინება. 1260-61 წლებში დავით ულუს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების დროს გვანცა დედოფალი მცირეწლოვან ვაჟთან ერთად თავს ბიჯნისს აფარებდა, თუმცა მონღოლებმა საქართველოს დედოფლისა და უფლისწულის დატყვევება შეძლეს. მეფემ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლა და ტყვეების დახსნა ყაენთან შერიგებით სცადა. გვანცა დედოფალსა და ყრმა დიმიტრის ერთხანს ყურადღებას არ აკლებდნენ. ოჯახი უშვილო მონღოლმა დიდგვარონმა ქალმა შეიფარა, მან ქართველთა სტუმრობა "კარგად გამოსცადა” და მალე დაფეხმძიმდა. მიუხედავად ამისა, გვანცა დედოფლისთვის მონღოლეთში ტყვეობა საბედისწერო აღმოჩნდა. იგი ყაენის ბრძანებით ზღვაში დაახრჩვეს. ჟამთააღმწერელი ამ ტრაგიკული მოვლენის მთავარ დამნაშავესაც ასახელებს. ეს დედოფლის ქალიშვილი ხუაშაგია, რომელიც გვანცას პირველი ქმრისგან, ავაგ ათაბაგისგან ჰყავდა. ხუაშაგი ამ დროს მონღოლთა კარზე დაწინაურებული დიდმოხელის მეუღლე იყო. ქალიშვილმა, როგორც ჩანს, დედაზე შური იძია, ვერ აპატია მეორედ გათხოვება, რადგან ამის გამო დაობლებული დედასაც მოაშორეს და მონღოლეთში გაგზავნეს. მეორე მხრივ კი მომხდარი ფაქტი პოლიტიკური ვითარებით იყო ნაკარნახები. მონღოლებს, როგორც ჩანს, საქართველოს სამეფო ტახტზე ქართველი დედოფალი ეზედმეტებოდათ. ამიტომ უცოლოდ დარჩენილ მეფეს მალევე შერთეს მონღოლი ქალი, სახელად ესუქნ. ესუქნი მონღოლთა ერთ-ერთი უწარჩინებულესი ოჯახის, ჩინგიზ ყაენის საჭურველმტვირთველ ჭორმაღანისა და ალთანა-ხათუნის ქალიშვილი იყო. მალე ესუქნ დედოფლის გარშემო მითქმა-მოთქმა დაიწყო. ჭორის მიხედვით, ბასილი მწიგნობართუხუცესმა დედოფლის სარეცელი გაიზიარა. ამ ჭორმა მეფის ყურამდეც მიაღწია. გაბრაზებულმა ხელმწიფემ ბასილი შუა ქალაქში ძელზე ჩამოახრჩო. ღალატის ერთი მხარე სასტიკად დაისაჯა, თუმცა მეორეს, როგორც ჩანს, მეფის რისხვა არ შეხებია. სავარაუდოდ, დავითი დედოფალს მონღოლთა შიშით ვერ გაეყარა. არც ის არის გამორიცხული, გავრცელებული ხმა მეფეს უსაფუძვლო ჭორად მიეჩნია და იგი მხოლოდ ბასილი მწიგნობართუხუცესის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების საბაბად გამოეყენებინა. საქართველოს პოლიტიკურად დაქსაქსვის შემდეგ ისეც ხდებოდა, რომ ქორწინებისას სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მეფე და მომავალი დედოფალი რჯულს არ იცვლიდა. მაგალითად, როსტომ ქართლის მეფემ (1632-1658 წწ.) ქეთევან აბაშაშვილზე "ქრისტიანულ-მაჰმადიანურად” იქორწინა. ისეც მომხდარა, რომ ერთი დედოფალი რამდენიმე მეფე-მთავრის ცოლი ყოფილა. ქართლის დედოფალი მარიამ დადიანი ჯერ სიმონ გურიელის ცოლი იყო, მოგვიანებით ქართლის მეფე როსტომზე დაქორწინდა, მისი სიკვდილის შემდგომ მარიამი, შაჰ-აბას II-ის ბრძანებით თბილისის ციხეში გამოკეტეს, 1658 წელს კი, ყაენის დაძალებით ცოლად შეირთო ვახტანგ შაჰნავაზმა, რომელსაც ორი ცოლი ესვა. მარიამი დიდი მოღვაწე იყო და მის ცოლად მოყვანას შაჰ-აბასიც ცდილობდა, თუმცა დედოფალმა თავის დასახსნელად ფანდი იხმარა, ჭაღარა თმა მოიკვეცა და გაუგზავნა, უკვე დავბერდიო. არსებობს მარიამის მიერ დამოუკიდებლად გაცემული მრავალი დოკუმენტიც. ისინი მოწმობენ, რომ მარიამის რეალური უფლებები საგრძნობლად აღემატებოდა სხვა ქართველ დედოფალთა ტრადიციულ უფლებებს და ზოგჯერ მეფის იურისდიქციასაც კი უტოლდება. მარიამი როსტომ მეფისგან დამოუკიდებლად ათარხნებს (საგადასახადო იმუნიტეტს ანიჭებს) თბილელსა და მისი სამწყსოს ყმებს, ასევე უწესებს ალავერდელს საგადასახადო შეღავათებს, აახლებს ძველ სამეფო სიგელებს და სხვ. ეკლესიათა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მრავალი შეწირულების სიგელი გაუცია მარიამს სადედოფლო შემოსავლების ხარჯზეც. დედოფალი მარიამი დაახლოებული იყო ქართლის უმაღლეს სამღვდელოებასთან, კარგად იცნობდა ეკლესიის საჭიროებებს და ქმედით დახმარებას არ აკლებდა მათ. მარიამის თაოსნობით აღადგინეს იმ დროისთვის ძლიერ დაზიანებული თბილისის სიონი, თემურ-ლენგის დროს შემუსვრილი კვირაცხოვლის ეკლესია, სვეტიცხოვლის გუმბათი, ბოლნისის ეკლესია, განუახლებიათ რუისისა და ურბნისის ეკლესიები, ალავერდის ტაძარი, მოუხატავთ წმინდა ესტატეს ეკლესია (ერთაწმინდაში). მარიამმა 1650 წელს თბილისში ჩამოსულ რუს მხატვარ ივანე დანილოვს მოახატვინა სიონი. სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარებიათ მცხეთაში, გრემში, ზაგემში, მარტყოფში, ზედაზენზე, სამებაში, ნინოწმინდაში და სხვ. მარიამ დედოფალი საუკეთესო წარმომადგენელია იმდროინდელი არისტოკრატი ქართველი ქალებისა, რომლებიც თავიანთ უპირველეს საქმედ მიიჩნევდნენ მწიგნობრობას, ქველმოქმედებასა და ეკლესიაზე ზრუნვას. ბერი ეგნატაშვილი იუწყება, რომ ასეთ საქმეებს მარიამ დედოფალი იმიტომ ახერხებდა, რომ "ედვა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველსა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთგან. იყო ყოვლითა შემკული კეთილით, რომლის მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ ყოფილა”. მარიამ დედოფალი, უკვე ასაკოვანი და ფრიად პატივცემული, აღარ მონაწილეობდა აქტიურად სახელმწიფო საქმეებში. მარიამმა თავის მესამე მეუღლეზე მეტხანს იცოცხლა. იგი გარდაიცვალა 1682 წელს. შუაღამე გადასული იყო, როცა ციხესთან შეიარაღებული რაზმი გამოჩნდა. გათენებისას ქართველებმა შეიტყვეს, რომ ბაღს ყიზილბაშთა ლაშქარი დასხმოდა. მეციხოვნეებმა დედოფალი ოლთისის ციხეში შეიყვანეს და მტერს ზემოდან თოფი და ზარბაზანი დაუშინეს. კონსტანტინოპოლს მიმავალ მეფე თეიმურაზს ზარბაზნის ხმა გაუგონია. თანამგზავრებს უბრძანა, – ვისაც ცხენი გყავთ, დაიძარითო. ციხესთან ახლოს რომ მივიდნენ, ყიზილბაშებს შეუტიეს. თავგამეტებით იბრძოლეს, ყიზილბაშნი ამოწყდნენ და მეფე თეიმურაზმა გაიმარჯვა. დედოფლის სიზმარი ასე მალე ახდა… დედოფალი აფხაზეთის მხარეში, რომელიც მაშინ გათურქების საშიშროების წინაშე იდგა, ყველანაირად ცდილობდა ქრისტიანული რწმენის გადარჩენას, ითხოვდა სამთავროზე სამეგრელოს ისტორიული უფლების აღდგენას. 1810 წლის 21 ივლისს დედოფალმა შავი ზღვის რუსული ფლოტის დახმარებით მოახერხა სოხუმის ციხის აღება და აფხაზეთის დაცლა თურქი ემისრებისგან. ძალიან მალე ნინომ გამდგარი ჯიქეთის დამოუკიდებელი თემებიც დაიმორჩილა. ბაგრატიონის ასული ძალიან ენერგიული მმართველი იყო. მაგალითად, იგი პირადად იბრძოდა შავი ზღვის სანაპიროს თურქთა მფლობელობისგან გასათავისუფლებლად სიცოცხლის ბოლო წლები ნინო დადიანმა რუსეთში გაატარა, ფაქტობრივად, საპატიო ტყვეობაში. ის ერთხანს პეტერბურგის სასახლეებსა და კანცელარიებში ცდილობდა ძველი უფლების აღდგენასა და სამეგრელოში დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. დედოფალი რამდენიმე ხანში პეტერბურგიდან რიაზანში გადაასახლეს, მოგვიანებით ვორონეჟში, სიცოცხლის ბოლოს ის სრულ მარტოობასა და დიდ შევიწროებაში ჩავარდა. დაკრძალულია პეტერბურგში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
« მარტი 2013 » | ||||||
ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |