მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 15

მუდამ აქტუალური კითხვარი მეცნიერთათვის

როდესაც მიწისძვრა ხდება, პანიკას მოსდევს ერთი და იგივე კითხვები. რა ძალიან ხშირადაც არ უნდა დავსვათ ისინი და მოვისმინოთ სავარაუდო პასუხები, რამდენიმე წლის შემდეგ ისევ აქტუალურია ჩვენთვის. 7 მაისს მომხდარი მიწისძვრის შესახებ მედიისა და საზოგადოების შიშებსა და კითხვებს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში უმკლავდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ცენტრზე მოკლედ აქამდეც დაგვიწერია, სეისმური ტალღები, რომელიც ჯერ ისევ კარგად გვახსოვს, ახდენს სურვილის პროვოცირებას, რომ მასზე და ზოგადად მიწისძვრების ბუნებაზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის უფროსი გიორგი ბასილაია ამომწურავად პასუხობს ჩვენს კითხვებს, კითხვებს რომელიც ბევრს დაებადა 7 მაისის დილას

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 550 | Добавил: buka9075 | Дата: 2013-10-15 | Комментарии (0)


ღამეა…ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე…მარტოობა…მკვდარი სიყვარული…მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან…ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის…მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული…
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია…
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ…
_როგორც ხედავ…
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო…
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში…ხალხი ძილს მიეცა…მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს…მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო…
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი…
ისევ სიჩუმე…ისევ მარტოობა…ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო…ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა…მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ…
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 586 | Добавил: buka9075 | Дата: 2013-10-15 | Комментарии (0)

ჯეინ ეარი" (ინგლ. Jane Eyre) დაწერილია შარლოტ ბრონტეს (Charlotte Brontë) მიერ. პირველად გამოქვეყნდა 1847 წელსლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა. რომანის მეორე გამოცემა შარლოტმა ინგლისელ ნოველისტს, ვილიამ მეიკპის ტეკერეის (William Makepeace Thackeray) მიუძღვნა. ”ჯეინ ეარის” პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა. თეკერეის შარლოტა ბრონტე ყოველთვის თავის მასწავლებლად თვლიდა, იქნებ, რაღაც სიმპათიებიც ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, ბრონტე 1854 წელს ცოლად გაჰყვა მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს, 1855 წელს კი გარდაიცვალა.

 

"ჯეინ ეარის” მხატვრულობა.

როდესაც წერილი შარლოტა ბრონტეს მივწერე, მე მაშინ ვთქვი, რომ "ჯეინ ეარის” მიმართ ძალზე სუბიექტური ვიქნებოდი. წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჯეინი ისედაც ჩემი ერთ–ერთი საყვარელი წიგნი გახდებოდა.რამდენიმე მომენტი, განსაკუთრებულად მძაფრი და მძიმე იყო განსაცდელად. ჯეინის საუკეთესო მეგობრის, ელენისსიკვდილის წინა სიტყვები, როდესაც ჯეინთან ჩახუტებული ჩურჩულით ამბობს: "მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ახლა, ჯეინ; როდესაც ჩემს სიკვდილს შეიტყობ, ნუ აღელდები და ნურც იჯავრებ, სამწუხარო არაფერია. ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ერთ მშვენიერ დღეს ყველანი დავიხოცებით. ავადმყოფობა კი, რომელიც მე შემხვდა, არც ისე მტკივნეულია… ახალგაზრდა ვკვდები და ამქვეყნიურ მრავალ ტანჯვა–წამებას ავიცილებ თავიდან…” როგორი მოსასმენია ეს სიტყვები ამ ასაკის გოგონასგან, ელენისნაირიები აღარ იბადებიან

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 626 | Добавил: buka9075 | Дата: 2013-10-15 | Комментарии (0)

საუკუნის რინგის მტრები

სიძულვილი ამერიკულად, მუჰამედ ალი – ჯო ფრეზერი

მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყოფილან ისეთი მონუმენტური მასშტაბის სპორტსმენები, რომელთა პირადი დაპირისპირება სპორტის ამა თუ იმ სახეობაში კლასიკური ბრძოლის მაგალითად ქცეულა. ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ორი უდიდესი მძიმეწონოსანი მოკრივის რინგსა და რინგს მიღმა მტრობის მოყვანა შეიძლება, რომელთა გზები 1970-იან წლებში გადაიკვეთა.
ლეგენდარული მუჰამედ ალისა და ჯო ფრეზერის დაპირისპირებაზე გიამბობთ.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 600 | Добавил: buka9075 | Дата: 2013-10-15 | Комментарии (0)

ძალიან გამოცდილი ასტრონავტი და კანადის კოსმოსური სააგენტოს წევრი – Chris Hadfield, გვიხსნის ტირილის შედეგებს. მაგრამ არ იფიქროთ, რომ საუბარია უბრალოდ ტირილზე, ტირილი ყველას შეუძლია, მაგრამ თუ კი გაინტერესებთ რა შეიძლება მოხდეს მაშინ თუკი კოსმოსში, უწონობის მდგომარეობაში თქვენ მოგინდებათ ტირილი და გაინტერესებთ რა მოუვა თქვენს ცრემლებს ამ დროს, ამის დემონსტრირებას კანადელი ასტრონავტი გარკვევით ახდენს. შედეგით ალბათ ბევრი თქვენგანი დარჩება გაკვირვებული. ერთი შეხედვით ეს თითქოს არაფერია, მაგრამ მან ნამდვილად დიდი საქმე გააკეთა. ის მარტივი გზით ცდილობს ადამიანებს უფრო მეტი ცნობა მიანიჭოს კოსმოსზე.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 584 | Добавил: buka9075 | Дата: 2013-10-15 | Комментарии (0)

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0