მთავარი » 2012 » აპრილი » 17 » აბა გამოიცანი
12:06 PM
აბა გამოიცანი
კითხვები - Site Name

1. აშშ-ში 1965 წლის 9 ნოემბერს მომხდარი ეს ფაქტი მიზეზი გახდა 1966 წლის აგვისტოში შობადობის რიცხვის გაზრდისა. რა მოხდა 1965 წლის 9 ნოემბერს?

2. ბისმარკის "ამის” წონა იყო 1,965კგ, ბეთჰოვენის — 1,750კგ, კანტის — 1,600კგ. ყველაზე დიდი "ამის” მფლობელი კი აშშ-ში მცხოვრები მარკ უილსონია. 1998 წლისათვის მისი წონა 2,300კგ-ს შეადგენდა. რაზეა საუბარი?

3. ნიუ-იორკში ეს წიგნი შესდგება 2889 გვერდისაგან, ხოლო კუნძულ ანგლიაზე კი მასში მხოლოდ 26 ჩანაწერია. რა წიგნზეა საუბარი?

4. როგორც თვლიან, ეს დეტალი მიხაელ შუმახერს 10 ცხენის ძალას მატებს. იგი სპეციალურად შეიმუშავეს ახალი "ფერარი F2002”-სთვის. მან 3000 საათი გამოცდა გაიარა აეროდინამიკურ მილში და იგი რამოდენიმე ათასი ღირს. რა დეტალია ეს?

5. მისი ხვედრი ძალიან მძიმეა. მის სამყოფელში ბალახიც კი ძნელად ხარობს. მას მეგობრები ხშირად აქცევენ ზურგს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფერი ამისა, თითქმის ყოველთვის იგი მაინც ნომერ პირველია. ვინ არის ის?

6. ჩინეთის პროვინცია ხუანში წყვილებმა ქორწილის წინ სპეციალურ ფონდში უნდა შეიტანონ გადასახადი, რომელიც დაახლოებით 850 აშშ-ს დოლარს უდრის. რა შემთხვევაში დაიბრუნებენ ისინი ამ ფულს თოთხმეტი წლის შემდეგ?

7. ”არცერთ ორგანოს არ ჭირდება იმდენი კუნთი, რამდენიც მას. ჩემს მიერ აღმოჩენილებს თუ არ ჩავთვლით, როგორც ცნობილია, ამ კუნთების რაოდენობა 24-ია. ხოლო მოძრაობების რაოდენობით, იგი ყველა ორგანოს უსწრებს წინ.” რომელ ორგანოს აღწერდა ასე ლეონარდო და ვინჩი?

8. აშშ-სა და კანადაში — 1, რუსეთში — 7, იტალიაში — 39, იაპონიაში — 81, საქართველოში — ?

9. არნოლდ შვარცენეგერს იგი გრძელი აქვს, მაიკლ ფოქსს — მოკლე, ჯოკონდას იგი საერთოდ არ აქვს, რომის პაპი კი დიდი ხანია მას არ იყენებს. რა არის ეს?

10. პირველი მარცვალი — ასოა ბერძნული,
მეორე მარცვალი — ღმერთი ძველეგვიპტური,
მესამე მარცვალი — ნოტი მუსიკალური,
მეოთხე მარცვალი — კავშირია ქართული.
გამოიცანით ეს სიტყვა…

დაწერეთ თქვენი პასუხები :)
 


კითხვები - Site Name

კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 728 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0