მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » აპარატული უზრუნველყოფის პროგრამული ემულაცია
12:45 PM
აპარატული უზრუნველყოფის პროგრამული ემულაცია

VirtualKeyboard3.2  ფასიანი ვირტუალური კლავიატურა შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო სხვადასხვაგვარ სიტუაციაში. მაგალითად, ზოგჯერ ასე გაცილებით უფრო უსაფრთხოა პაროლების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეყვანა, თუნდაც იგივე ინტერნეტბანკინგში შესვლის დროს.ზედმეტ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ან კიდევ თუ კლავიატურაზე გაფუჭებულია გარკვეული ღილაკები (ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კლავიატურა სასაცილო ფასად იყიდება იგივე Alta-ში). გარდა ამისა, ვირტუალური კლავიატურა გამოადგება ინგლისურენოვანი ღილაკების მქონე ნოუთბუქების პატრონებს, რომელთაც ჯერჯერობით არა აქვთ ათვისებული ბრმა ბეჭდვის ტექნიკა. პროგრამის ინსტალაციის დროს, შესაძლებელია ნებისმიერი კლავიატურის შერჩევა – არაბულით დაწყებული და ჩინურით დამთავრებული. ბუნებრივია, არსებობს ქართული ენის მხარდაჭერაც. მთლიანობაში მხარდაჭერილია 70-მდე სხვადასხვა კლვიატურა და 50-მდე სხვადასხვა ენა. ტექსტის შეყვანა შესაძლებელია როგორც საკუთრივ Virtual Keyboard-ში – მას საამისოდ თან ერთვის მარტივი ტექსტური რედაქტორი, ან კიდევ ნებისმიერ გახსნილ ფანჯარაში. ამ შემთხვევაში ვირტუალური კლავიატურა განლაგდება ყველა სხვა დანარჩენი ფანჯრების თავზე. პროგრამაში კარგად არის რეალიზებული დამატებითი სიმბოლოების შეყვანა, სპეციალურად მათთვის გათვალისწინებულია გამოყოფილი ღილაკი. Shift და Caps ღილაკები მუშაობენ სტანდარტულ რეჟიმში და მათზე დაჭერის დროს შესაბამისად იცვლება კლავიატურაც. პროგრამის პარამეტრებში შესაძლებელია ღილაკების შრიფტის მითითება და ასევე სიმბოლოების ორმაგი ჩვენების რეჟიმის ჩართვა. ოფიციალურ საიტზე ასევე დევს პროგრამის სპეციალური Java ვერსია – J Virtual Keyboard, რომელიც მუშაობს ნებისმიერ პლატფორმაზე. ZMouse 1.0 (http://www.ravenlabs.org/downloads.php?cat_id=1) უფასოZMouse არის პატარა, მაგრამ ძალიან სასარგებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს თაგვის მართვას კლავიატურიდან. რეჟიმში Hotkeys შესაძლებელია თაგვის განსაზვრული მოქმედებისთვის ღილაკთა ნებისმიერი კომბინაციის მინიჭება. ასე მაგალითად, ერთ ღილაკზე დაჭერის დროს კურსორი შეიძლება გადაადგილდეს ზემოთ, მეორეზე – ქვემოთ, ორმაგ დაჭერაზე – განახორციელოს ორმაგი წკაპი, და ა.შ. თავდაპირველად პროგრამა სთავაზობს ფუნქციონალური ღილაკების საკუთარ განლაგებას, რომელიც შეესაბამაება ციფრულ ბლოკს კლავიატურის მარჯვენა ნაწილში. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის გამოყენების დროს შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც საჭირო ხდება კურსორის მართვისთვის გამოყოფილი ღილაკის ჭეშმარიტი დანიშნულების ამოქმედება, ამიტომ ჯობია მართვის ბლოკი იქ დარჩეს, სადაც პროგრამა სთავაზობს. ბოლოს და ბოლოს ციფრულ ბლოკს აქტიურად ალბათ მხოლოდ ბუღალტრები თუ იყენებენ.პროგრამა იძლევა როგორც კურსორის გადაადგილების, ისე ფუნქციონალური ღილაკების დაჭერის და სქროლინგის ემულაციის საშუალებას. გარდა ამისა, შესაძლებელია დინამიურად მისი მგრძნობელობის შეცვლა სპეციალური ღილაკების გამოყენებით. ბუნებრივია, ასო პროცენტით თაგვს ვერანაირი პროგრამული უზრუნველყოფა ვერ გააიგივებს. კურსორის გადაადგილება შეიძლება მხოლოდ ზემოთ-ქვემოთ, მარჯვნივ-მარცხნივ, დიაგონალური მოძრაობა რატომღაც მხარდაჭერილი არ არის. პროგრამა არის უფასო. არ საჭიროებს დაყენებას და იწონის სულ რამდენიმე კილობაიტს. ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის სადმე გადანახვა, ვინჩესტერზე, ან სამსახურეობრივ ფლეშკაზე, არავის არ ავნებს. MaxiVista 4.0.12 (http://www.maxivista.com/download.htm) ფასიანი ორი მონიტორი სამუშაო ან სათამაშო ადგილზე ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ არა ყველას გააჩნია ასეთი ფუფუნების საშუალება. სამაგიეროდ ხშირია სიტუაციები, როდესაც სადმე სახლში არსებობს მეორე კომპიუტერი, დესქტოპი ან ნოუთბუქი. MaxiVista განკუთვნილია ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის და იძლევა ორი კომპიუტერის მონიტორების შეერთებას ლოკალური ქსელის მეშვეობით (რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს უნდა გააჩნდეს სათანადო გამტარუნარინობის პოტენციალი). MaxiVista შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ყენდება მთავარ კომპიუტერზე (PrimaryPC), მეორე – მოშორებულზე (SecondaryPC). დისტრიბუტივის მოკრძალებული ზომის მიუხედავად, პროგრამის დაყენება იკავებს საკმაოდ დიდ დროს, და ბოლოს, საჭიროებს სისტემის გადატვირთვას. სავარაუდოდ, მოცემული პროგრამის გამოყენებისას, მომხმარებელს მოუწევს გარკვეული ცვლილებების შეტანა ბრანდმაუერის წესებში. პროგრამა შეიცავს უამრავ სხვადასხვაგვარ პარამეტრს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია კომპიუტერებს შორის არსებული შეერთების ოპტიმიზაცია. მაგალითად, გადასაცემი გამოსახულების განახლების სიხშირის და შეკუმშვის დონის მითითება, პროცესორის დატვირთვის ზღვრული მნიშვნელობისა და პაკეტების ზომის დაწესება და ა.შ. პარამეტრების დაკონფიგურირება შესაძლებელია როგორც ავტომატურ რეჟიმში, ისე ხელით. კონფიგურაციის დროს მხედველობაში მიიღება ქსელის გამტარუნარიანობის მაჩვენებელი. მონიტორების გაერთიანების გარდა, MaxiVista-ას გააჩნია ასევე დაკოპირების ბუფერების სინქრონიზაციის საშუალება. ბუფერის ზომა ასევე კონფიგურირებადია.

 

ფოტოები:

 

კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 664 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0