მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » ავოკადოს სასარგებლო თვისებები
6:21 PM
ავოკადოს სასარგებლო თვისებები

ავოკადო, იგივე "ალიგატორის მსხალი”,  როგორც მას აცტეკები უწოდებდნენ, მისი შემადგენლობის გათვალისწინებით საკმაოდ სასარგებლო ბოსტნეულად შეიძლება ჩაითვალოს. ძველად ის ძლიერ აღმგზნებ საშუალებად მიაჩნდათ და ერიდებოდნენ კიდეც მის საკვებად გამოყენებას.

ავოკადოს ადამიანის საკვები რაციონის გარკვეული სახეობის ჩანაცვლებაც კი შეუძლია, რამდენადაც იგი შეიცავს B1, B2, C, PP, K და P, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორსა და რკინის ვიტამინებს.

ავოკადო დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მეხსიერებაზე, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, აქვს ანტისტრესული მოქმედება.

ავოკადო მდიდარია ზეთითაც. ის ზეთისხილის მსგავსად 30 პროცენტამდე ზეთს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტად მოიაზრება.

ავოკადოს ნაყოფს, მსხლისებური, ოვალური ფორმა და  ხორკლიანი, მწვანე კანი აქვს. მისი რბილობი ღია მწვანე ფერისაა და კარაქს წააგავს. მწიფე ავოკადო რბილია, მაგრამ კანი გაყავისფრებული არ უნდა ჰქონდეს. თუ ავოკადო მაგარია, დადეთ რამდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე და დარბილდება, ისე კი სჯობს მაცივარში ინახებოდეს.

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 960 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0