მთავარი » 2014 » იანვარი » 20

თქვენ გგონიათ რომ თქვენი ბინა ძალიან პატარაა საცხოვრებლად? დაფიქრდით კიდევ ერთხელ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ. ჩინეთში, ქალაქ უხანში არის სახლი, რომელშიც ყველა ბინის ფართობი არის მხოლოდ და მხოლოდ 4,5 კვ მეტრი. ეს დაახლოებით ჩვენებული "ხრუშოვკის” სამზარეულოს ტოლია. სააბაზანო, სამზარეულო და საძინებელი ყველაფერი ერთადაა, ერთ ოთახში. ამავე დროს ამ ერთ ციცქნა ოთახში ხშირად ერთდროულად ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი. გასაქირავებელ ბინებზე მაღალი ფასების გამო ხალხი ხშირად იძულებულია იცხოვროს ასეთ პაწაწინა ყუთისმაგვარ ბინებში. ამ სახლის მფლობელმა ექვსართულიანი სახლი დაჰყო 55 ასეთ პატარა ოთახებად, რომლებსაც აქირავებს მდგმურებზე.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 555 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)


სააბაზანო ეს ის ადგილია, სადაც შესაძლებელია ახალი ძალების მოკრებვა, აბაზანიდან გამოსვლისას თქვენ ხდებით ახალივით და სუფთავდებით. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია, რომ აბაზანის მიღების პროცესი არამარტო მარტივდება არამედ სასიამოვნოც ხდება. გთავაზობთ ორიგინალური ვანების ნაკრებს, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენენ არამარტო თავიანთი ფუნქციებით, არამედ უჩვეულო ფორმებითაც. 
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 1119 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

s

არც თუ ისე ხშირია ”Origins” ჟანრის ფილმები თუმცა მაყურებელს ყოველთვის მოსწონდა ეს ჟანრი . 1 მაისს იქნება პრემიერა ფილმისა ”X-Men Origins: Wolverine ” (თუმცა ამ ფილმის დაუმუშავებელი ვერსია უკვე გამოჩნდა ინტერნეტში) , რომელიც სწორედ ამ ჟანრს მიეკუთვნება , დაწვრილებითში შემოგთავაზებთ 10 პერსონაჟს რომელთა წარსულის გაგებაც არანაკლებ საინტერესო იქნებოდა

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 729 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

s

რათქმაუნდა ნებისმიერ მსახიობს ქონია როლი რომელშიც ის უნდა მომკვდარიყო , თუმცა უფრო შთამბეჭდავია როცა ჰოლივუდის ვარსკვლავი თამაშობს ესეთ როლს

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 644 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

მითები, რომლებსაც ვქმნით
მას მერე, რაც ორ ფეხზე სიარული და "გონივრული” აზროვნება დაიწყო, ადამიანში გაჩნდა სანახაობის წყურვილი – სანახაობისა, რომელიც ემოციებს გამოიწვევდა, სადაც ტკბობა და ძრწოლა ერთმანეთს შეავსებდა… ის ცხოველებსა თუ ადამიანებს მსხვერპლად წირავს ტოტემას, კერპს, ღვთაებას – საკრალურის გარდა ამას სანახაობითი დატვირთვაც აქვს. ანტიკურ სამყაროში ეგზალტირებული მაყურებელი დამარცხებული გლადიატორის სიკვდილით დასჯას ითხოვს; ანტიკურ თეატრში გათამაშებულ ტრაგედიებში პერსონაჟებს თავდაპირველად ნამდვილად კლავენ; შუა საუკუნეებს ქალაქური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასართობია გილიოტინის გარშემო შეკრება და თავის მოკვეთის პროცესზე დასწრება; ულამაზეს სანახაობად დღემდე ითვლება კორიდა, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანები იყრიან თავს…
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 563 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

"All I want is to be loved, for myself and for my talent” ~ Marilyn Monroe

48 წლის წინ ,1962 წლის აგვისტოში საკუთარ ბინაში გარდაიცვალა ჰოლივუდის ლეგენდა მერილინ მონრო. მას შემდეგ ათწლეულების მანძილზე არ შეწყვეტილა დისკუსია თემაზე – მოკლეს კინოვარსკვლავი ,თუ თავი მოიკლა. მხოლოდ ბოლო წლებში იმატა ახალ-ახალმა ფაქტებმა იმის დასტურად, რომ იგი მოკლეს.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 555 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

ფაილი:Niko Pirosmani 1916.jpg

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველიპრიმიტივისტი მხატვარი

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 559 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

ოსამა ბინ ლადენი მდიდარი არაბული ოჯახის წევრი იყო. იგი საუდის არაბეთში დაიბადა, იქ მიიღო განათლება, თუმცა 1990-ანი წლების დასაწყისში ტერორისტებთან კავშირის გამო ოჯახიდანაც მოკვეთეს და საუდის არაბეთის მოქალაქეობაც დაკარგა.

ოსამა ბინ ლადენის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა ხელმეორედ გათხოვდა, ოსამა კი მთელი ბავშვობა სამ ნახევრძმასა და ერთ ნახევარდასთან ცხოვრობდა.

განსხვავებული ცნობები ვრცელდება მის მიერ მიღებული განათლების შესახებ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 1970-ან წლებში საუდის არაბეთში „მეფე აბდულ აზიზის უნივერსიტეტში" ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, სხვა ვერსიით კი – სამოქალაქო ინჟინერიას. იგივე წყაროების ინფორმაციით კი, მას არც ერთი სპეციალობა ბოლომდე არასდროს  უსწავლია და უნივერსიტეტს ყოველთვის დროზე ადრე ტოვებდა.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 529 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

2011 წლის 5 ოქტომბერს, კორპორაცია apple-მა მსოფლიოს აუწყა, რომ გარდაიცვალა სტივ ჯობსი – კაცი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცის, თუ ვინ იყო იგი.
სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა სან ფრანცისკოში. მისი ბიოლოგიური მშობლები სირიელი ემიგრანტი აბდულფატაჰ ჯონ ჯანდალი და ამერიკელი ჯოან სიმპსონი იყვნენ. სამწუხაროდ, სტივს არ გაუმართლა და იგი გააშვილეს. ახალმა მშობლებმა პოლ და კლარა ჯობსებმა სტივს გვარი და ახალი ოჯახი აჩუქეს. ჯობსმა არ ისურვა ბიოლოგიურ მამასთან დაკავშირება და ყოველნაირად გაურბოდა მასთან შეხვედრას. ჯანდალმა საჯარო განცხადება კი მხოლოდ 2011 წელს გააკეთა, როცა საზოგადოებამ სტივ ჯობსის apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეიტყო.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 529 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

ცნობილი და მდიდარი ადამიანები ჩვეულიებრივ კუთვნილი საჰაერო ხომალდებით დაფრინავენ, რომლებიც ძალიან კომფორტულია, ინტერიერი კი გემოვნებით არის შერჩეული. წარმოგიდგენთ მსოფლიოში 10 ცნობილი ადამიანის კუთვნილ 10 თვითმფრინავს, რომლებიც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მათი მფლობელები.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 574 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე დღეს დილით საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრაზე ილია მეორე დაინტერესდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების" პრეზენტაციის დეტალებით. კათალიკოს–პატრიარქმა სინანული გამოთქვა, რომ დარბაზის სიმცირის  გამო ღონისძიებაზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო. უწმინდესმა  ბიძინა ივანიშვილი გაამხნევა და ბრძანა: „ცხოვრება სირთულეებისგან  შედგება  და ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება". 

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 528 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

მინდა ამ პოსტით ფარდა ავხადო ე.წ ჰოლივუდური ღიმილის საიდუმლოს: :) 
იხილეთ ცნობილი ადამიანები, რომელთა ჯანსაღ ღიმილზეც სტომატოლოგებმა ბევრი იმუშავეს:

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 579 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის "რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება. 

Категория: სპორტი | Просмотров: 553 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

ეს მართლაც უდიდესი პატივია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მეგობრობა, სიყვარული და ხალისია, რომელსაც ფილმების კეთებისას ერთად განვიცდით,” – თქვა სტრიპმა, რომელიც რეკორდსმენია და 17-ჯერ ყოფილა ნომინირებული ოსკარზე. ამასთანავე, ის შედის ხუთ ოსკაროსან მსახიობთა სიაში, რომლებსაც ყველაზე მეტი ჯილდო სწორედ სამსახიობო შესრულებისთვის აიღეს – მერილ სტრიპს, ინგრიდ ბერგმანს, უოლტერ ბრენანსა და ჯეკ ნიკოლსონს აქვთ სამ-სამი, ხოლო ქეთრინ ჰეფბერნი ერთადერთია, რომელსაც ოთხი ოსკარი აქვს აღებული.

წლევანდელ ცერემონიაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს "დახმარება”, სადაც მოვლენები 60-იანი წლების მისისიპიში ვითარდება და რომელიც რასიზმისა და სექსიზმის პრობლემებს ეძღვნება. ამავე ფილმისთვის, ოქტავია სპენსერმა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აიღო. კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის კი, დაჯილდოვდა 82 წლის კრისტოფერ პლამერი, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ასაკოვანი მსახიობი გახდა. მანამდე ეს ტიტული 80 წლის ჯესიკა თენდის ეკუთვნოდა. როდესაც პლამერმა ხელში ოსკარი აიღო, იხუმრა: "ჩემზე სულ რაღაც ორი წლით უფროსი ხარ, ძვირფასო, სად იყავი მთელი ჩემი ცხოვრება?” ორივე მსახიობმა იგივე ნომინაციებში "ოქროს გლობუსიც” მოიპოვა.


Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 521 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

კურიოზი

სახელოვანი გერმანელი კომპოზიტორი რობერტ შუმანი ერთხელ თავის მეუღლეს, გამოჩენილ პიანისტს საკონცერტო მოგზაურობაში თან ახლდა.
სამეფო კარზე ჩატარებული კონცერტის შემდეგ ხელმწიფემ შეაქო ხელოვანი ქალი და მერე მის ქმარს შეეკითხა:
– ბატონო შუმან, თქვენც მუსიკოსი ხართ?

დახვეწილი გემოვნების მსხვერპლი

საგასტროლოდ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებული ინგლისელი პიანისტრი მოულოდნელად უკანვე სამშობლოში დაბრუნდა და დირიჟორ ბიჩემს ახსნა-განმარტება მისცა:
- იმიტომ დავბრუნდი, რომ არაბებმა ორჯერ დამიშინეს ტყვია.
- რას ამბობ? – გაოცდა ბიჩემი. – მე ვერასოდეს ვივარაუდებდი, რომ არაბები ეგრე კარგად ერკვევიან მუსიკაში!

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 554 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

კომპანია  პეპსი  წელს  ქილების კოლექციურ სერიას გამოუშვებს, რომელზეც გამოსახული  იქნება მაიკლ ჯექსონის ფოტო.  ეს არის აქცია მუსიკოსის  უკვდავსაყოფად,  რომელიც ასევე  ალბომ  Bad–ის გამოშვებიდან  25 წელს მიეძღვნება. ალბომი  1987 წლის  31 აგვისტოს გამოვიდა.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 574 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

სრული სახელი და გვარი: არიენ რობენი

დაბადების თარიღი: 1984 წლის 23 იანვარი

დაბადების ადგილი: ბედუმი, ჰოლანდია

სიმაღლე: 181 სმ.

პოზიცია: მარცხენა/მარჯვენა ნახევარცმველი, ფორვარდი

კარიერა: 2000-2002 "გრონინგენი” 46(8)

2002-2004 "პსვ” 56(17)

2004-2007 "ჩელსი” 97(19)

2007- "რეალი” 17(2)

არიენ რობენი ბედუმში დაიბადა, გრონინგენის მახლობლად. მან ახალგაზრდულ ასაკშივე დაიწყო ფეხბურთის თამაში. არიენის პირველი მწვრთნელი ცნობილი სპეციალისტი, ვილ კორვერი გახლდათ. სისწრაფე, კარგი ტექნიკა და მახვილგონივრული პასები, – ყველაფერმა ამან ”გრონინგენის” სკაუტები აღფრთოვანებაში მოიყვანა და არიენიც ზემოთხსენებულ კლუბში გადავიდა. "გრონინგენში” ახალგაზრდა ფეხბურთელი თავიდან დუბლებში ასპარეზობდა და 1999-2000 წლების სეზონში 50 გოლიც გაიტანა შესაბამის ჩემპიონატში. მალე მწვრთნელმა, იან ვან დიკმა ის პირველ გუნდში გადმოიყვანა. რობენის დებიუტი 2000 წლის ნოემბერში შედგა, "ტვენტეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში. არიენი ძირითადის მოთამაშედ უმალვე ჩამოყალიბდა. პირველივე სეზონში რობენმა 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შედეგად, ჰოლანდიელი გრონინგენის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2001-2002 წლების სეზონში რობენმა 28 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. იმავე წლის ზაფხულს ის "პსვ ეინდჰოვენმა” შეიძინა 3,9 მილიონ ევროდ

Категория: სპორტი | Просмотров: 598 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

სიცოცხლეშივე ცნობილი ისტორიული პიროვნება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა 1918 წელს აფრიკის ერთ პატარა სოფელში დაიბადა. მას სახელად როლიჰლაჰლა დაარქვეს რაც ნიშნავდა ადამიანს, რომელიც დარტყმებს საკუთარ თავზე იღებს. წლების შემდგომ როდესაც როლიჰლაჰლა სკოლაში შევიდა მასწავლევბელმა ნელსონი დაარქვა, რადგან პედაგოგს აფრიკული სახელის წარმოთქმა უჭირდა. ახალგაზრდა მანდელა აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი 22 წლის ასაკში კოლეჯიდან გარიცხეს სტუდენტური გაფიცვის ორგანიზატორობის გამო. ვითვოთერსრანდის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დაამთავრების შემგომ ნელსონმა იოჰანესბურგში საადვოკატო ფირმა გახსნა, სადაც თვითონვე ემსახურებოდა შავკანიანებს. ამ პერიოდში მან თვალნათლად დაინახა რასიზმის მწარე და დამამცირებელი მდგომარეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 520 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

მსახიობი, 58 წლის, ნიუ–იორკი.

საერთოდაც კითხვებზე პასუხი – ეს ჩემი ფილოსოფია არაა.

ზოგჯერ შენ პოულობ სამუშაოს, ზოგჯერ სამუშაო გპოულობს შენ. ასეც ცხოვრობ.

არ ვიცი ვინ ვიქნებოდი, თუ არ ვიქნებოდი მსახიობი. რა თქმა უნდა მე მაქვს რაღაც ფანტაზიები, რაღაც უბრალო – მოვიყვანო ბოსტნეული, ვითევზაო, ვიმუშაო ღია ცის ქვეშ. მაგრამ მე მხოლოდ შემიძლია თავს უფლება მივცე სუპერმარკეტში მივიდე და სამზარეულოში მოვამზადო.

ცხოვრება კინოსგან განსხვავდება მოხლოდ იმით, რომ ცხოვრებაში მეორე დუბლი არ არსებობს.

მე ისეთივე ვარ, როგორიც სხვები: მინდა, რომ ვუყვარდე. მაგრამ არ ვიღწვი, რომ ჩემი ესმოდეთ.

როდესაც პატარა ვიყავი, მაინტერესებდა ნებისყოფის იდეა, შესაძლებლობების ზღვარი. ვიღაცას აინტერესებს რამდენ ხანს შეძლებს წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავებას, მაგრამ მე უფრო გორდონ ლიდდის ვგავდი (ოტელ "უოტერგეიტ”–ში დემოკრატების შტაბის უკანონო მოსმენისათვის გასამართლებული). ბავშვობაში მას საშინლად ეშინოდა მღრღნელების, ერთხელაც მან დაიჭირა ვირთხა, დაჭრა და შეჭამა, რათა საკუთარ შიშზე გაემარჯვა. მეც ასეთი ვიყავი. მაგრამ ვირთხა არ მიჭამია.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 549 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

ავოკადო, იგივე "ალიგატორის მსხალი”,  როგორც მას აცტეკები უწოდებდნენ, მისი შემადგენლობის გათვალისწინებით საკმაოდ სასარგებლო ბოსტნეულად შეიძლება ჩაითვალოს. ძველად ის ძლიერ აღმგზნებ საშუალებად მიაჩნდათ და ერიდებოდნენ კიდეც მის საკვებად გამოყენებას.
Категория: სასარგებლო რჩევები | Просмотров: 960 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0