მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » ორიგინალური აბაზანის ვანები – ისიამოვნეთ
9:02 PM
ორიგინალური აბაზანის ვანები – ისიამოვნეთ

სააბაზანო ეს ის ადგილია, სადაც შესაძლებელია ახალი ძალების მოკრებვა, აბაზანიდან გამოსვლისას თქვენ ხდებით ახალივით და სუფთავდებით. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია, რომ აბაზანის მიღების პროცესი არამარტო მარტივდება არამედ სასიამოვნოც ხდება. გთავაზობთ ორიგინალური ვანების ნაკრებს, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენენ არამარტო თავიანთი ფუნქციებით, არამედ უჩვეულო ფორმებითაც. 

უცნაური და ძვირფასი ვანა ტეცუია ნაკამურასგან.
მიუხედავად იმისა, რომ ნივთი უჩვეულოდ გამოიყურება ის მაინც არის ვანა. მას აქვს საინტერესო და შთამბეჭდავი ფორმა და ფერი, რომლებიც ჩაგაფიქრებთ რაღაც არამიწიერ ცივილიზაციებზე. ვანა დამზადებულია ჩვეულებრივი მეტალოპლასტმასისგან, მაგრამ სამაგიეროდ ორიგინალურია.

თანამედროვე ვანა Kos-ისგან.
ეს ვანა ახდენს კომფორტული და განსაკუთრებული ატმოსფეროს კომბინირებას, ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს სააბაზანოდან ამოსული განსაკუთრებული შუქი. უბრალოდ ეს ვანა არის დასვენებისთვის იდეალური ადგილი!

ვანა Vascabarca ანტონიო ლუპი-სგან
ჩვეულებრივი აბაზანის მიღება შეიძლება გადაიქცეს ნავით მოგზაურობაში. Vascabarca-სა და დიზაინერ ანტონიო ლუპის საშუალებით ასეთი რამე შესაძლებელია. ვანა ნავის ფორმით შთამბეჭდავია არა?! მასში თქვენ შეიგრძნობთ ზღვის ნიავს.

ბიოლოგიური ვანა
ისინი ვინც ოცნებობთ, რომ მიგეღოთ აბაზანა ბუნების გარემოცვაში, ეს აბაზანა შესანიშნავად წავა. ის გავს გამჭვირვალე გამჭვირვალე კონტეინერს, რომელშიც გამოყენებულია ბუნებრივი ელემენტები დეკორაციებისთვის. ვანის ღია ფერები გაიძულებენ თქვენ, რომ უფრო ახლოს იყოთ ბუნებასთან.

ჰოლანდიური ვანა
ბევრი, როდესაც მიდის ბუნებაში ნერვიულობენ იმის გამო, რომ იქ არ არის აბაზანა. ახლა უკვე აღარ ღირს ამაზე ნერვიულობა, რადგან ჰოლანდიური ვანა ეს არის ის რაც საჭიროა ბუნებაში. სფერული ვანა გაკეთებულია უჟანგავი ლითონისგან და არ არის მძიმე და შესაძლებელია მისი მარტივად გადაადგილება. ასე, რომ ცხელი აბაზანის მიღება შესაძლებელია სუფთა ჰაერზეც კი.

ვანა უზარმაზარი ქვისგან
ეს ვანა დამზადებულია უზარმაზარი ქვისგან და მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენს არამარტო თავისი ზომებით, არამედ თავისი იერსახით. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ თუკი იყიდით სახლში დასადგამ ადგილს ვერ მონახავთ.

ვანა-ფეხსაცმელი
ექსტრავაგანტული და ორიგინალური ნივთების მოყვარულებს ეს ვანა ნამდვილად მოეწონებათ, რომელიც გავს ფეხსაცმელს დიდ ქუსლზე. ესეთი ვანა ასევე მოეწონება მოდის ნებისმიერ მიმდევარს.

ვანა Thalasson Baleina Whirlpool
მიუხედავად იმისა, რომ აბაზანა არის უცნაური, ის მაინც ითვლება წყლისა და წყლის სამყაროს შესანიშნავ დემონსტრაციად. ვანა Baleina-ში შესანიშნავად შეგიძლიათ დაისვენოთ!

ვანა Hikki
კარგი, კომფორტული ვანა შესანიშნავად მიდის რელაქსაციისთვის. ის შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერ ადგილას. ღია ვანა თითოეულ ადამიანს აიძულებს შეიგრძნოს სითავისუფლე და დაატკბოს ბუნების სილამაზით.
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 1120 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0