7:59 PM ელიზაბეტ II მზადაა ტახტის დასათმობად | |
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II, 88 წლის ასაკშიც განაგრძობს სამეფო მოვალეობების შესრულებას, თუმცა ასაკი თავისას შვრება. დედოფალი მზადაა ტახტის დასათმობად. ელიზაბეტ II-მ გადაწყვიტა მისი მოვალეობების ნაწილის შესრულება, 65 წლის შვილს პრინც ჩარლზს გადააბაროს. ძალაუფლების გადაცემა ეტაპობრივად მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ელიზაბეტი ეტაპობრივად იტყვის უარს მონარქის ზოგიერთი ტრადიციული მოვალეობის შესრულებაზე. ბრიტანეთის სამეფო სახლის წევრები და სამეფო ოჯახთან დაახლოვებული პირები, დედოფლის გადაწყვეტილებას „ბრძნულს" და „ბუნებრივს" უწოდებენ. პირველი ნაბიჯი ახალი წყობის მისაღებად, ელიზაბეტ II-ის და პრინც ჩარლზის პრეს-სამსახურების გაერთიანება იყო. „ტახტის გადაცემა ეტაპობრივად განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ დედოფალი ამ დრომდე ძალიან ბევრს მუშაობს. მას ყოველ დღე ვხედავთ მნიშვნელოვანი დოკუმენტებით ხელში. გარდა ამისა დედოფლის დღის წესრიგში, ყოველდღე არის აუდიენციები. ჩარლზიც დროთა განმავლობაში დათმობს აქამდე მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს და სულ უფრო ხშირად მოგვევლინება ხელისუფლების თავკაცის რანგში. ელიზაბეტს არ აქვს პრობლემები ჯამრთელობასთან, მაგრამ ასაკი თავს გვახსენებს. სწორედ ამიტომ ჩარლზი და მისი მეუღლე, ჰერციგინია კამილა, უფრო ხშირად გამოვლენ დედოფლის სახელით" – იტყობინება ბრიტანული ონლაინ გამოცემა MirrorOnline. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |