მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » გაზაფხულის დადგა
3:27 PM
გაზაფხულის დადგა

ზაფხული როგორც წესი ყველასთვის საყვარელი წელიწადის დროა,მე ზაფხულს ვერ ვიტან რადგან უაზროდ ცხელა და ფეხსაცმლის ძირებიც ასვალტზე მადნება,ლამაზ ყვითელ ავტობუსშიც უფრო "სასიამოვნოა” ყოფნა,იქ ხომ ყველაზე მეტად გრილა

ბავშვების უმეტესობას რომ ვკითხოთ რომელი წელიწადის დრო მოგწონთო 95% გეტყვით ზაფხულიო რადგან ზაფხულში არდადაგები იწყება,დიდებსაც იგივე პასუხი აქვთ ოღონდ სიყვარულის მიზეზი ზღვა არის..მე როგორც კრიტიკოსი და "არაფრის მომწონე” ზღვაც მეზიზღება,განა იმიტომ რომ ჰიდროფობია მჭირს,უბრალოდ ზღვა ჭუჭყიანია და მეზიზღება,ზღვაზე სიმართლეს დავწერ,სიმართლეს და არა უაზრო კრიტიკას..ზღვა იდეალურია გასაგრილებლად მაგრამ ბევრ ენერგიას გართმევს და გღლის,წყალში ვისაც მოუნდება შარდს გაუშვებს და ვისაც გაზები შეაწუხებს რამოდენიმე ბუსტუკსაც ამოუშვებს,ზოგიც ჩააფურთხებს და ზოგიც ამ წყალს შემთხვევით გადაყლაპავს,შემთხვევით აბა სპეციალურად მაგას არავინ დალევს მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმში მაინც შედის ეგ სიბინძურე..ბიკინიან გოგოებს სახურავზე წოლა მობეზრდათ და ზღვაზე დაიწყეს სიარული,ოღონდ არა იმიტომ რომ გაგრილდნენ,იმიტომ რომ ზღვა მოდაშია და სექსუალური ზაგარიც ხომ უნდა მიიღონ,ისინი მეცოდებიან ვინც ლეღვის ნახარშში იწვება,მაგას ისევ ჯობია სახურავზე დაწვე..საქართველოში ზღვის კი არა ზაგრის პრობლემაა..

კიდე ერთი პრობლემა რომელზეც ყველაზე მაგრად ვერთობი,ხალხს ჭკუა მოემატა და ზაფხულში ჩექმების მაგივრად შლოპანცები აცვია ოღონდ იმდენი ჭკუა არ მომატებია რომ როცა შლოპანცებს იცვამენ ფრჩხილები უნდა დაიჭრან და ფეხებიც დააიბანონ,ალაბთ 2-3 წელში მაგას მოტვინავენ,მთავარია ტელევიზორში ნახონ და გაიმეორებენ..მე პირადად მაღიზიანებს მაგრამ ვერთობი როცა ბიჭს შლოპანცები აცვია,ვერთობი იმით რომ მეცინება და დავცინი კიდეც,დარწმუნებული ვარ გოგოებიც ვერ იტანენ შლოპანცებიან,შორტიკიან და უმკლავებო მაისურიან ტიპებს,ბევრი გოგოსგან გამიგია ეგ და კიდე ისიც სასაცილოა როცა ხალხი მაღაზიაში ჩუსტებით ჩადის და წინდები აცვია,ჩუსტებზე წინდები ნამდვილად სასაცილოა,ლურჯ "ნაიკის” რეზინის ჩუსტებზე შავი ან თეთრი წინდები მართლა ლამაზად გამოიყურება,უბრალოდ უნდა დაამუღამოთ და მოგეწონებათ..ეხლა ბევრი იტყვის ზაფხულში ფეხს ბოტასით ხომ არ ავიყროლებო მაგრამ ეგრე არ არის,იყიდება ზაფხულის ბოტასებიც რომელიც გრილია და თუ ცოტა ბევრ ფულს გადაიხდი და ხარისხიანს იყიდი სულ არ აგიყროლებს ფეხს,ყოველშემთხვევაში საჯაროდ ლამაზი თითების გამოჩენას ჯობია ფეხები ბოტასში გქონდეს (ბიჭებზე მაქვს ლაპარაკი),ასევე ნაკლებად საინტერესოა თქვენი კუნთები და ჯობია მოკლემკლავიანი მაისურები ჩაისვათ,თქვენი ბალნიანი ფეხებიც ულამაზოა და ჯობია ჯინსი ჩაიცვათ…

ხალხი ქუჩაში ისე დადის როგორც ზღვაზე,ზოგი მაისურს აიწევს და მუცელს აჩენს,ზოგიც მაისურს იხდის და ისე დადის,უბრალოდ ეს ყველაფერი ულამაზო და ამაზრზენია,პერანგზეც ზედა 3 ღილი ჩახსნილი აქვს ზოგს და ზოგიც ღიპის სიდიდის გამო ქვედა 2 ღილს ვერ იკრავს,დადიან ღიპ გადმოგდებულები და საამაყო ბალანიც უჩანთ მკერდზე..ეს არის რეალობა და არაფერი არ გადამიმლაშებია,მე იმას ვწერ რასაც ჩემი თვალით ვხედავ

კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 603 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0