მთავარი » 2014 » იანვარი » 15 » IBM-ის მილიარდიანი ინვესტიცია სუპერკომპიუტერის წარმოებისათვის
11:54 AM
IBM-ის მილიარდიანი ინვესტიცია სუპერკომპიუტერის წარმოებისათვის

კომპანია IBM გეგმავს მილიარდი დოლარის ოდენობით ინვესტირებას კომპიუტერული სისტემის Watson-ის კომერციული მიზნით გამოყენებისათვის. სუპერკომპიუტერი Watson-ის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი დაპროექტებულია იმდაგვარად, რომ შეუძლია ადამიანის მსგავსად „იაზროვნოს". უფრო კონკრეტულად კი მას შეუძლია გააანალიზოს და ისწავლოს დაშვებულ შეცდომებზე.

2011 წელს Watson-მა დაამარცხა ამერიკული ტელევიქტორინის Jeopardy!-ის მონაწილეები. ჯერჯერობით ეს Watson-ის ყველაზე დიდი მიღწევაა.

IBM-ში თვლიან, რომ Watson-ის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ფინანსური მომსახურეობა. IBM-ი ამჟამად მუშაობს Watson-ისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ პროგრამებზე რომელთა ამოცანა იქნება სიმსივნის ეფექტური მკურნალობა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების ანალიზი.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 563 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0