მთავარი » 2012 » აპრილი » 28 » ჯექსონის მცველი მომღერლის უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური მამაა
6:21 PM
ჯექსონის მცველი მომღერლის უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური მამაა
ჯექსონის მცველი მომღერლის უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური მამაა? - Site Name

ბრიტანელმა მეტ ფიდსმა აშშ-ში ლოს-ანჯელესის სასამართლოს მიმართა, რომ ბლენკეტის ნამდვილი მამის ვინაობა დაადგინოს. 32 წლის საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ამტკიცებს, რომ ერთი წლით ადრე, სანამ 2002 წელს ბლენკეტი დაიბადებოდა, პოპის მეფის სპერმის დონორი იყო. 

ფიდსის თქმით, იგი ჯექსონთან მეგობრობდა და მომღერალს დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს ყოველთვის იცავდა. ბლენკეტის დაბადებიდან ძალიან მალე მცველს საკუთარი ვარაუდი თავად მომღერალმა დაუდასტურა. 

"ჩვენ, აივნის სამწუხარო ინციდენტის შემდეგ, სასტუმროს ნომერში ვიყავით, როდესაც მაიკლმა 9 თვის ბავშვი ჟურნალისტებს აჩვენა და იგი გაშლილი ხელებით ჰაერში უდიერად ეჭირა. მე იგი დავაწყნარე და ვკითხე: "ბლენკეტი ჩემი შვილია?" რაზეც მან მიპასუხა: "ის ჩემი შვილია, მეტ, მაგრამ მის შესაქმნელად შენი სპერმა გამოვიყენე",- ყვება მცველი. 

ფიდსი ამბობს, რომ 2009 წელს მილიონობით ადამიანის კერპის გარდაცვალების შემდეგ ჯექსონის ოჯახმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. 

"მე მათ ჩემს დნმ-ს მივაწვდი და მაიკლის მშობლებისგან საკუთარი შვილის ნახვის და აღზრდის უფლებას ფორმალურად მოვითხოვ. სასამართლო ერთადერთი გზაა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად",- განაცხადა მეტ ფიდსმა. 

ჯექსონის დედა, 81 წლის კეტრინი მისი შვილიშვილის და ინგლისელი მცველის შეხვედრებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ვარაუდობდა, რომ მამაკაცი თაღლითია და ვარსკვლავის ქონების ხელში ჩაგდება სურს. 

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლეა, ამიტომ ბოლომდე ბრძოლა გადავწყვიტე, უზრუნველყოფილი ადამიანი ვარ და მათი ფული არ მინდა,"- განაცხადა ფიდსმა. 
კატეგორია: ცნობილი | ნანახია: 775 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0