მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » მითოლოგია
3:43 PM
მითოლოგია

Thor

თორი (Þórr, Thor, Thunar, Donar)  არის ჭექა-ქუხილის ღმერთი. ის არის ოდინისა და იორდის (Jord) შვილი. იორდიგანასახიერებს დაუსახლებელ, დაუმუშავებელ პრიმიტიულ მიწის. იგი იყო მთავარი ღმერთის, ოდინის ერთ-ერთი მეუღლე.
თორის მეუღლე იყო სიფი (Sif). ის ოქროსფერ-თმიანი მოსავლისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო.

sif
სიფი

როგორც მისი დიადი მამა, თორიც ხშირად სტუმრობდა დედამიწას. იგი იყო მეგობრული მოკვდავების მიმართ და იყო გიგანტების მტერი, თუმცა თავადაც გიგანტი იყო ყველანაირი შეხედულებით. მას ჰქონდა ზეადამიანური ძალა და მადა :D . მისი წითური წვერი იყო ელვის სიმბოლო. მისი წვერი კაშკაშებდა როდესაც იგი ომში თავისი კარეტით გამოდიოდა, რომელშიც მას თხები ჰყავდა შებმული. როდესაც თორი ბრაზდებოდა ის წვერზე ხელს ისვავდა და გამოსცემდა საშინელ ხმას. საზარელი იყო ამ დროს ის ხმა და თორის გამოხედვა.

Thor
თორი

თორის მუდმივი ესკორტი იყო ლოკი (Loki). ლოკი იყო ბოროტების და ქაოსის ყველაზე ბოროტი ღმერთი. იგი იყო იგილის(Egil) ვაჟი, როსკვას (Roskva) ძმა.

loki
ლოკი

ლოკი თორის მსახური გახდა მისი უტგარდში (Utgard) მოგზაურობისას. ლოკი განთქმული იყო თავისი სისწრაფით, ხოლო მისი და, როსკვა გადასცეს თორს როგორც მსახური მას შემდეგ რაც ლოკმა იგნორირება გაუკეთა თორის ბრძანებას და გაანადგურა თხის ძვლები, რომლითაც თორი იკვებებოდა.

Thor
თორი

თორი არის კოლოსალური ძალის მქონე მეომარი. მისი მაგიური სარტყელი მეგინგარდი (Megingjard) და რკინის ხელთათმანები მას კიდევ უფრო მატებს სიძლიერეს: რაც უფრო ძლიერ მოიჭერს სარტყელს, მით უფრო მეტი ძალა ეძლევა. მისი იარაღი არის დიდი საომარი ურო – მიოლნირი (Mjollnir), რომელიც ლოკის დავალებით იქნა გაკეთებული ორი ნაინის, სინდრის დაბროკრის მიერ. მიოლნირის გაქნევის შემდეგ ეს საომარი ურო მუდამ, თავის მფლობელს, თორს უბრუნდება და მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. ღმერთებისთვის მიოლნირი ფასდაუდებელი განძი იყო, რადგან ის იცავდა აზგარდს გიგანტებისგან. ურო არამარტო იარაღი არამედ ნაყოფიერების სიმბოლოც იყო. ტრადიციების მიხედვით ქორწილის ცერემონიისას პატარძალს ჩაქუჩს უდებენ კალთაში.

Thor
თორი

გარდა ჭექა-ქუხილისა თორი აგრეთვე იყო ნაყოფიერების, ნაყოფიერი ქორწილის, ოჯახური კერის და ცეცხლის ღმერთი. მისი დღე, ხუთშაბათი იყო წარმატებული ქორწილის დღე და გლეხები აღნიშნავდნენ ამ დღეს.
თორი ცხოვრობდა ბილსკირნირის (Bilskirnir) ციხესიმაგრეში, რომელშიც 540 ოთახი იყო. ციხესიმაგრე იყო თანდერჰეიმის(Thrudheim) რეგიონში, ჯადოქრობის ადგილას ("place of might”). როდესაც სხვა ასები შეკრებაზე საკუთარი ეტლებით მიდიოდნენ თორი ცას ორი მაგიური თხის, ტანგნიოსტის და ტანგრისნირის მეშვეობით კვეთდა. ამავე დროს ეს ორი თხა თორის გამოულევი საკვებია. ის მათ შეწვავს და ჭამს. ძვლებს კი ტოვებს და მეორე დღეს თხები ცოცხლდებიან

Thor

ხელჩართულ ომში თორმა მოკლა გიგანტი ჰრუნგნირი (Hrungnir) რომელსაც ქვის თავი და გული ჰქონდა. ჰრუნგნირის გვამი თორს დაეცა. მიუხედავად თავისი ძალებისა, ვერცერთმა ღმერთმა ვერ შეძლო ჰრუნგნირის გვამის აწევა გარდა თორის სამი წლის ვაჟისა მაგნი(Magni).

Hruნgnir
ჰრუნგნირი
Magni
მაგნი

თორმა დაიფიცა რომ ომსა თუ მშვიდობაში, ზღვაში თუ ხმელეთზე ის დაეხმარებოდა ადამიანებს და მოუტანდა მათ იღბალს. სწორედ ამიტომ მის გამოსახულებას ადამიანები ხატავდნენ მაგიდებზე, გემებზე, სახლებზე. თორი იყო დაუნდობელი გლეხების მფარველიც. თორი იყო ერთერთი ყველაზე ზემდგომი ღმერთი ჩრდილოეთის მითოლოგიებში. მისი შთამომავლობა ძირფესვიანად გაქრა როგორც ბრინჯაოს ხანის კულტურა.

სკანდინავიელებ თვლიდნენ რომ სეტყვის დროს თორი ცაში თავისი ტხებშებმული ეტლით მოგზაურობდა. როცა თორი თავის ურო მიოლნირს ისროდა მაშინ ჭექა-ქუხილი იწყებოდა.
თორის მთავარი მტერი იყო იორმუნგანდი (Jormungand), ლოკის შვილი, ზღვის დიდი გველი. რაგნაროკის დღეს თორი მოკლავს იორმუნგანგს მაგრამ გველი მაინც მოასწრებს კბენას და 9 ნაბიჯის გადადგმის შემდეგ თორი უსულოდ დაეცემა მიწაზე. მისი სიკვდილის შემდეგ მის ჩაქუჩს მისი შვილები დაეუფლნენ.

Bookmark and Share
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 653 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0