მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » ოსკარი 2012
6:28 PM
ოსკარი 2012

ეს მართლაც უდიდესი პატივია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მეგობრობა, სიყვარული და ხალისია, რომელსაც ფილმების კეთებისას ერთად განვიცდით,” – თქვა სტრიპმა, რომელიც რეკორდსმენია და 17-ჯერ ყოფილა ნომინირებული ოსკარზე. ამასთანავე, ის შედის ხუთ ოსკაროსან მსახიობთა სიაში, რომლებსაც ყველაზე მეტი ჯილდო სწორედ სამსახიობო შესრულებისთვის აიღეს – მერილ სტრიპს, ინგრიდ ბერგმანს, უოლტერ ბრენანსა და ჯეკ ნიკოლსონს აქვთ სამ-სამი, ხოლო ქეთრინ ჰეფბერნი ერთადერთია, რომელსაც ოთხი ოსკარი აქვს აღებული.

წლევანდელ ცერემონიაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს "დახმარება”, სადაც მოვლენები 60-იანი წლების მისისიპიში ვითარდება და რომელიც რასიზმისა და სექსიზმის პრობლემებს ეძღვნება. ამავე ფილმისთვის, ოქტავია სპენსერმა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აიღო. კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის კი, დაჯილდოვდა 82 წლის კრისტოფერ პლამერი, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ასაკოვანი მსახიობი გახდა. მანამდე ეს ტიტული 80 წლის ჯესიკა თენდის ეკუთვნოდა. როდესაც პლამერმა ხელში ოსკარი აიღო, იხუმრა: "ჩემზე სულ რაღაც ორი წლით უფროსი ხარ, ძვირფასო, სად იყავი მთელი ჩემი ცხოვრება?” ორივე მსახიობმა იგივე ნომინაციებში "ოქროს გლობუსიც” მოიპოვა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურპრიზი გახლდათ შოუს ხანგრძლივობა, რომელიც 3 საათსა და 10 წუთს გრძელდებოდა, რაც არაფერია ისეთი ცერემონიისთვის, რომელიც წლების განმავლობაში 4 საათსა და მეტს მოიცავდა. ყველაზე მოკლე ოსკარების დაჯილდოების ტელეჩვენება 1959 წელს ჩატარდა და ის 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. ყველაზე ხანგრძლივი კი 2002 წელს, 4 საათი და 33 წუთი იყო.

რეჟისორი ჰაზავანიჩუსი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა საფრანგეთში, უკვე მსოფლიომ აღიარა. მისი გამარჯვება განსაკუთრებულია სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მან შავ-თეთრი უხმო კინო გადაიღო, რამაც ფაქტობრივად, კინოისტორიის პირველი ათწლეულები გაგვახსენა. ჩარლი ჩაპლინის გარდა, რომელიც უხმო კინოების გადაღებას 1930-იან წლებშიც კი განაგრძობდა და აგრეთვე მელ ბრუქსის გარდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა 1976 წელს კომედიისთვის "უხმო კინო”. მათ გარდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უცდია უხმო ფილმის გადაღება მას შემდეგ, რაც 1920-იან წლებში ხმოვანი კინოების შექმნა გახდა შესაძლებელი.

ჰაზავანიჩუსი მხოლოდ მეორე ფრანგი რეჟისორია, რომელმაც აიღო ოსკარი, პირველი კი რომან პოლანსკი გახლავთ, რომელმაც ჯილდო დაიმსახურა ფილმისთვის "პიანისტი”. პოლანსკი საფრანგეთში დაიბადა. ბავშვობაში ის პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად, 1970-იან წლებში მას ჰოლივუდის დატოვება მოუწია, როდესაც ის 13 წლის გოგონასთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს, რეჟისორი მას შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობს.

მარტინ სკორსეზეს სათავგადასავლო ფილმმა "ჰუგო”, რომელიც 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი, 5 ოსკარი დაიმსახურა, ყველა ტექნიკურ კატეგორიაში, მათ შორის მხატვრული და ვიზუალური ეფექტებისთვის კინემატოგრაფიაში.

სწორედ ვიზუალური ეფექტების ნომინაცია გახლდათ "ოსკაროს” აღების უკანასკნელი შანსი ფრენჩაიზისთვის "ჰარი პოტერი.” უკანასკნელი ფილმი ამ სერიიდან სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, წინა წლებში კი სხვადასხვა ფილმები ამავე ციკლიდან სულ ცხრა ნომინაციაში დასახელდა. თუმცა, პოტერმა ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა "ოსკარი”. მიუხედავად ამისა, ეს ფილმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა გაყიდვადია და სწორედ ამ უკანასკნელმა სერიამ მოიტანა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი და 2011 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი აღმოჩნდა. "დამაინც, მათ მხოლოდ საშემოსავლოს 14 პროცენტი გადაიხადეს,” – იხუმრა ცერემონიის წამყვანმა ბილი კრისტალმა.

ალექსანდერ პეინმა მეორედ აიღო ოსკარი, ადაპტირებული სცენარისთვის, ფილმში "შთამომავლები”. პრიზი მან თანასცენარისტებთან ნეტ ფექსონთან და ჯიმ რაშთან ერთად გაიყო. "დედაჩემმა პირობა მიმაცემინა, რომ თუ ოდესმე კიდევ ავიღებდი ოსკარს, მივუძღვნიდი მას, როგორც ეს ხავიერ ბარდენმა გააკეთა. ამიტომ დედა, ეს შენთვის არის. მადლობთ, რომ საბავშვო ბაღს მაცდენინებდი ხოლმე და ფილმების საყურებლად დაგყავდი.” – მიმართა პეინმა დედამისს, რომელიც ნებრასკიდან სპეციალურად ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოიყვანა.

ვუდი ალენმა 25 წლის მანძილზე პირველი ოსკარი აიღო რომანტიკული კომედიის სცენარისთვის "შუაღამე პარიზში”, რომელიც მისი ყველაზე დიდი წარმატებაა წლების განმავლობაში. ეს ალენის მეოთხე უმაღლესი ჯილდოა, რეჟისორმა 1977 წელს ოსკარი აიღო სცენარისა და რეჟისურისთვის ფილმში "ენი ჰოლი” ხოლო 1986-ში სცენარისთვის "ჰანა და მისი დები.” ვუდი ალენი რეკორდსმენია, რადგან ის 15-ჯერ არის დასახელებული საუკეთესო სცენარის ავტორობისთვის. სამი ოსკარით ამავე ნომინაციებში ის გახდა მეხუთე ჩარლზ ბრეკეტის, ფედი ჩაიევსკის, ფრენსის ფორდ კოპოლასა და ბილი უაილდერთან ერთად, რომლებსაც აგრეთვე სამ-სამი ოსკარი აქვთ. ვუდი ალენი სულ 23-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. ის ერთადერთია, რომელიც 7-ჯერ გახლდათ ნომინირებული ერთი და იგივე ფილმზე რეჟისურისა და სცენარისთვის.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი გახდა ირანული "გაყრა”. "ახლა ბევრი ირანელი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან, ვფიქრობ ისინი ბედნიერები არიან,” – თქვა რეჟისორმა ასგარ ფარჰადიმ ოსკარის აღებისას. ეს არის პირველი სპარსული სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელმაც გაიმარჯვა.

საუკეთესო მონტაჟისთვის ოსკარი გადაეცათ კიკრ ბაქსტერსა და ანგუს იოლს, რომლებმაც იმუშავეს ფილმზე "გოგონა დრაკონის ტატუთი.” საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ოსკარი "დაუმარცხებელმა” აიღო. ფილმი კოლეჯის საფეხბურთო გუნდის ამბავს მოგვითხრობს, თუ როგორ შეცვალა გუნდმა მუდმივი წაგების ტრადიცია.

ოსკარი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმეტური ფილმისთვის აიღო ფილმმა "სახის გადამრჩენელი”, ამბავმა ბრიტანელ-პაკისტანელ პლასტიკურ ქირურგზე, რომელიც ოპერაციებს უკეთებს ქალებს, რომლებსაც სახეზე მჟავისგან აქვთ მიყენებული იარა.

საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარი აიღო "რანგომ”, ფილმის გმირს, უდაბნოს ხვლიკს ჯონი დეპი ახმოვანებს. რანგოს რეჟისორია გორ ვერბინსკი, რომელმაც "კარიბის ზღვის მეკობრებიის” პირველი სამი სერია გადაიღო ჯონი დეპის მონაწილეობით. "ვიღაცამ მკითხა, იყო თუ არა ეს ფილმი ბავშვებისთვის, მე კი არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ ის ნამდვილად შექმნილია ბევრი ზრდასრული ადამიანის მიერ, რომლებიც ბავშვებივით იქცევიან.”

წითელი ხალიჩა

ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიალის განუყოფელი ნაწილი რა თქმა უნდა, წითელი ხალიჩაა, რომლისთვისაც მსახიობები მთელი წელი ემზადებიან. ცერემონიის შემდეგ, ასე თუ ისე, ყველა თანხმდება იმაზე, თუ ვის ეცვა საუკეთესო კაბა. გთავაზობთ გამარჯვებულებს კატეგორიაში "საუკეთესოდ ჩაცმულები”:

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 522 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0